საკითხავისასარგებლო

გემების ჩაძირვა სტრესის ქვეშ მყოფი ხალხის შესახებ სიმართლეს ამჟღავნებს

c6rjq
დაახლოებით 100 წლის წინ ორი გემის, “ტიტანიკისა” და “ლუზიტანიის” ჩაძირვის ჩანაწერებმა, მკვლევარებს ადამიანის ეგოიზმისა და ალტრუიზმის სრულიად ახალებური აღქმის საშუალება მისცა.

როგორც ჩანს, ერთ-ერთ გემზე კაცები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ; მეორეზე კი, ისინი უფრო მეტად ქალებსა და ბავშვებს ეხმარებოდნენ. მკვლევარების თქმით, ეს ერთი ძირითადი მიზეზით მოხდა, ეს მიზეზი კი დრო იყო.

“ლუზიტანია” 18 წუთში ჩაიძირა, ხოლო “ტიტანიკს” ამისათვის დაახლოებით 3 საათი დასჭირდა. “ტიტანიკზე “გაცილებით მეტი ქალი და ბავშვი გადარჩა.

“როდესაც თქვენ ძალიან, ძალიან სწრაფად უნდა მოახდინოთ რეაგირება, ადამიანური ინსტინქტები გაცილებით სწრაფია, ვიდრე შეთვისებული სოციალური ნორმები,” – განაცხადა ბენო ტორგლერმა, ავსტრალიაში, ბრისბანში მდებარე ქუინლანდის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა და იმ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, რომელიც მეცნიერებათა ნაციოპნალური აკადემიის ჟურნალის ახლანდელ ნომერში გამოქვეყნდა

9pt8c
ეს ორი გემი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ხალხის და ეკიპაჟის შემადგენლობა ორივე გემზე თანაბარი იყო და მათი ჩაძირვა დროში ახლოს მოხდა. “ტიტანიკი” 1912 წელს ჩაიძირა, ხოლო “ლუზიტანია” – 1915-ში. მათი ანალიზისას, მკვლევარებმა შეისწავლეს ორივე გემის მგზავრებისა და გადარჩენილების სიები და მხედველობაში მიიღეს სქესი, ასაკი, ბილეთის კლასი, ეროვნება და ახლო ურთიერთობები დანარჩენ მგზავრებთან. განსხვავებები გადარჩენილთა სიის უკეთესად შესწავლის შემდეგ გახდა ნათელი. როგორც კვლევამ დაადგინა, “ტიტანიკზე” ბავშვებს გადარჩენის 14.8 პროცენტით უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე უფროსებს, ხოლო “ლუზიტანიაზე” კი 5.3 პროცენტით ნაკლები. ტიტანიკზე ქალებს გადარჩენის 53 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდათ ვიდრე მამაკაცებს, ხოლო “ლუზიტანიაზე” 1.1 პროცენტით ნაკლები. ექიმი თორგლერის თქმით, დასკვნა არის ის, რომ “ტიტანიკზე” მამაკაცმა მგზავრებმა გზა ქალებს და ბავშვებს დაუთმეს, რათა მათ დახმარებოდნენ. კვლევა ინოვაციურია, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები მაინც რჩება, თქვა დელავერის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა ბენინიო აგირემ, რომელიც ასევე მუშაობს უნივერსიტეტის “კატასტროფების კვლევით ცენტრში” და რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა. “იდეა ნამდვილად საუცხოოა – დროის შეგრძნება გადარჩენისას, – თქვა დოქტორმა აგირემ, – ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ისინი უნდა დაბრუნდნენ წარსულში და დააკვირდნენ ჯგუფურ ქცევებს და მხედველობაში მიიღონ ამ ჯგუფებს შიგნით არსებული ურთიერთობები.” კვლევაში, რომელიც “Social Science Quarterly”-ში გამოსაქვეყნებლად დამტკიცდა, ექიმმა აგირემ 2003 წლის, როდ აილენდის ღამის კლუბის სასიკვდილო ხანძრის ჩანაწერები განიხილა. მან აღმოაჩინა, რომ მათ, ვინც კლუბში მეგობრებთან, ნათესავებთან ან ნაცნობებთან ერთად იმყოფებოდა, გადარჩენის ნაკლები შანსი ჰქონდა, ვიდრე მარტო მყოფთ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა მხედველობაში მიიღეს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები, დოქტორმა აგირემ განაცხადა, რომ მას სურდა უფრო ღრმა ანალიზის ხილვა, ორივე გემზე მყოფი ხალხის ყველა სახის ურთიერთობის გათვალისწინებით, ოჯახის, კოლეგების და ნაცნობების ჩათვლით. მან თქვა, რომ გააკეთა აღმოჩენა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის სიტუაციებში ამ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

ამავდროულად, ექიმი ტორგლერი და მისი კოლეგები ბოლოდროინდელი კატასტროფებისას დაფიქსირებულ რეაქციებს სწავლობენ – კერძოდ, ტექსტური შეტყობინებების გამოყენებას, იმ შეტყობინებების ჩათვლით, რომლებიც 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის დროს, გზამოჭრილმა ხალხმა გაგზავნა. ექიმი ტორგლერის თქმით, ასეთ სიტუაციებში გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებში, ხალხი ცდილობდა, მათი სიყვარული ოჯახის წევრებისათვის გამოეხატა, რთული საკითხები გადაეწყვიტა და მათ ღვთის რწმენის ნიშნები აღენიშნებოდათ.

სინდია ნ. ბჰანუ
წყარო: 24saati.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close