გართობა

გამოცანა

22d2ca368f49

კიდევ ერთი გამოცანა

როგორც მე ვიცი ამ გამოცანას ეკითხებოდნენ მსჯავრდებულებს ძველ ჩინეთში და გამოცნობის შემთხვევაში მას კიდევ უმატებდნენ სასჯელს რადგან ამ გამოცანის ამოხსნის შემთხვევაში მოსამართლეები ვარაუდობდნენ რომ მსჯავრდებული პოტენციური დამნაშავე იყო. ოღონდ არ მომედავოთ ეხლა თუ მასე იყო სულ არავინ გამოცნობდაო. ჯერ ერთი მაგას წინასწარ ალბათ არ ეტყოდნენ რომ გამოცნობის შემთვევაში სასჯელი დაუმძიმდებოდა, მეორეც ეს ეს ისტორია ჩემმა მეგობარმა მითხრა და უბრალოდ შეიძლება ამოხსნაში დაგეხმაროთ ცოოოოტათი. ასევე ცნობილია ისიც რომ სწორ პასუხს ქალები უფრო ხშირად ამბობდნენ ვიდრე მამაკაცები. მაშ ასე, უაღრესად დამაინტრიგებელი და გრძელი შესავლის შემდეგ ამოცანის პირობა:

დედას ყავდა ორი ტყუპი შვილი, გოგოები. ამ ოჯახს არ ყავდა ახლო ნათესავები, მითუმეტეს ეს გოგოები არ იცნობდნენ თავიანთ ახლობლებს. ერთ დღეს გარდაიცვალა დედა. პანაშვიდზე ერთ-ერთმა დამ შეამჩნია ახალგაზრდა ძალიან სიმპათიური ყმაწვილი რომელმაც უბრალოდ მიუსამძიმრა დებს და წავიდა. ეს ბიჭი ამ დას შეუყვარდა უზომოდ, თუმცა მასზე არაფერი იცოდა, რადგან მანამდე არ ყავდა ნანახი. გავიდა დრო და ამ გოგომ თავისი ტყუპი მოკლა.

კითხვა: რატომ ? რა იყო მოტივი?

არც ისე ძნელი გამოსაცნობია და ალბაათ ბევრმა იცის მაგრამ მაინც დავდე ეს ჩემი მეორე პოსტია და მიხარია ჩემ გაკეთებულ პოსტებს რო ვხედავ საიტზე :) :)

მსგავსი ამბები

Back to top button