საბერძნეთის კუნძულ ანტიკერისთან ახლოს იპოვეს ჩაძირული ხომალდის ნარჩენები, მათ შორის ლითონის მოწყობილობაც, რომელიც გასუფთავების შემდეგ ციფერბლატი აღმოჩნდა საკმაოდ რთული სისტემით.
მოწყობილობა ჩვ. წ. აღ-მდე 80-65 ათასი წლით თარიღდება. თავიდან ის უბრალოდ ვერ შეამჩნიეს, მაგრამ რენტგენის გავლის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ეს ძალიან რთული მექანიზმი იყო.
ამ მექანიზმის დანიშნულება, პირველად 1959 წელს გაარკვიეს. აღმოჩნდა, რომ ეს ურთულესი მექანიზმი, არც მეტი – არც ნაკლები, კომპიუტერი იყო (უფრო სწორად გამომთვლელი მანქანა).
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს კომპიუტერი ვარსკვლავების გამოსათვლელი ურთულესი მექანიზმია და მასთან შედარებით შუა საუკუნეების ასტროლოგია საბავშვო სათამაშოს ჰგავს.