გასართობისაკითხავისურათები

ჯოკერი, კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი

ჯოკერი არის ყველა დროის საუკეთესო სუპერბოროტმოქმედი, რომელიც შექმნა DC კომიქსების მიერ 1940 წლის გაზაფხულზე. მისი შემქმნელები არიან ბობ კეინი,ჯერი რობინსონი და ბილ ფინგერი…

სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი.

ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს (ერთ-ერთ კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო.

ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან. პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. თუ სხვა ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია.

ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია.

ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close