დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროდ 37 წლის მანდილოსანის შესახებ, რომელიც ყოველგვარი განათლების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ხელებით გამოიმუშავებს ხელფასს, საოცარია არაა, მაშ როგორ?
37 წლის Ashley Covington-ი არის პროფესიონალი მოდელი, რომელსაც სახეზე ვერასოდეს ნახავთ და მისი პროფესიონალიზმი კი მის ხელებზე მეტყველებს, რომელთაც უამრავ რეკლამაში შევხვდებით. მაშასადამე, ეშლი ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, რომლის მხოლოდ ხელებსაც წავაწყდებით პუბლიკაციებსა და რეკლამებში. სწორედ ასე გამოიმუშავებს მოდელი უამრავ თანხას, რისთვისაც მხოლოდ მის ხელებს უწევს პოზირება სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში.
ეშლის ეხლანდელი კარიერა 14 წლიან სტაჟს ითვლის, თუმცა მანამდე ის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად. სწორედ მისი უწინდელი სამსახური გახდა დღევანდელი წარმატების საწინდარი, რადგან იმ რესტორანში მოვახშმე, ერთ-ერთმა სარეკლამო აგენტმა შეამჩნია მისი მშვენიერი ხელები და გადაწყვიტა გარკვეული მიზნებისთვის გამოეყენა იგი. როგორც ჩანს ეშლიც მოხარული გახდა წინადადებით და დღეს ის ცნობილი ბრენდების რეკლამებშიც იღებს მონაწილეობას, როგორიცაა:Dior, Maybelline, Rolex და Sephora.
ამჟამად ეშლი ცხოვრობს ნიუ-იორკში, თუმცა გადაღებების გამო მუდმივად უწევს ქვეყნებსა თუ ქალაქებში ფრენა. ინტერვიუს დროს კი ასეთი ნაწყვეტი მოყვა თავისი ცხოვრებიდან: “ჩემი ბებია 1930 წელს იყო მოდელი, კერძოდ კი მის ხელებს იღებდნენ საბეჭდი მანქანების რეკლამაში, ხოდა ალბათ ეს ხელები მეც მემკვიდრეობით მერგო მისგან”– ამბობს სიცილით.
წყარო : intermedia.ge