საკითხავისურათებიუცნაური

ალტერნატიული მედიცინა

a2a731ba2925

ალტერნატიული მედიცინა შეიძლება ითქვას, რომ დასავლურ კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია. მედიცინის ალტერნატივას ეძახიან სწორედ ისეთ მკურნალობას, რომელიც არ მიეკუთვნება ჩვეულებრივი მედიცინის სფეროს, ან სულაც ეწინააღმდეგება მას. მასში ხშირად ისტორიული, კულტურული ელემენტებია შერწყმული და არა – სამეცნიერო. ამიტომაც ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. რიჩარდ დაკინსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მედიცინის ალტერნატივა. არსებობს მხოლოდ მედიცინა,რომელიც მოქმედებს (ამართლებს) და მედიცინა,რომელიც არ მოქმედებს.

ჰომეოთერაპია, იოგა, ჩინური ტრადიციული მედიცინა, მედიტაცია, ჰიპნოზი, აკუპუნქტურა.. ეს ალტერნატიული მედიცინის არასრული ჩამონათვალია. ახლა კი გავერკვიოთ რამდენიმე მათგანში.

82544204079f
2006 წლის 21 აგვისტო, მომხმარებლები ტალახის თერაპიით ტკბებიან აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ცნობილია, რომ მინერალური ტალახი შველის საწყისი რევმატოიდული ართრიტის ტკივილს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს და ა.შ.

e559c2063a28
ჩინელი კაცი, რომელიც რინიტზე მკურნალობს ფუტკრის შხამის საშუალებით. ფოტო გადაღებულია 2006 წლის 4 აპრილს, დასავლეთ ჩინეთში, შანხაის პროვინციაში. ამ კლინიკის ექიმი ფუტკრის შხამს იყენებს ართრიტის, რევმატიზმისა და რინიტის წინააღმდეგ.

d800f52ae988

Garra rufa obtusas- იგივე მკურნალი თევზები, შემოხვევიან პაციენტის ფეხს. ეს საკურორტო სასტუმრო დასავლეთ ტოკიოშია გახსნილი, სამკურნალო აბანო ათასობით თევზითაა სავსე. ამბობენ რომ ეს თევზები პაციენტების მხოლოდ მკვდარ კანს ჭამენ, ამით კი კანის სხვადასხვა დაავადებას კურნავენ.

41762f1bfd62
კაცს ხელში ჩრდილოამერიკული კუ უჭირავს, მათ ჯერა, რომ ამ კუს სახეზე შეხება ქალის სახეს განკურნავს. ცხოველთა (ძროხების, კუების,გველების) ზებუნებრივი ძალების საშუალებით განკურნების რწმენა უფრო კამბოჯაშია გავრცელებული.

e3fb805275c0
აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ–ერთ ჰოსპიტალში ქალი ჩინური ტრადიციული მეთოდით გადის მკურნალობას. სახეზე მას მკვდარი მორიელები ალაგია.

8a28ba7148ca
კვლავ ჩინური ტრადიციული მედიცინა, ქალი თვალზე მკურნალობს კაკლით, წინ კი მშრალი ბამბა აქვს, რომელსაც ცეცხლი უკიდია.

25749a1cb29a
გოგონა სპა მასაჟს იკეთებს გველების საშუალებით. ადა ბარაკი, ამ სპა სალონის მეპატრონე სამეფო გველებს იყენებს და ასევე სხვადასხვა ჯიშებს, მისი რწმენით გველების შეხება ადამიანს აწყნარებს.

e0ecb6bafe03

სამხრეთ–დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ვიზიტორები შავი ტალახით იფარავენ სხეულს, ცნობილია რომ ადგილობრივი, მინერალებით მდიდარი ტალახი კანისთვის კარგია.

c9f633073251
ჟენგ მაშენგი, 66 წლის კაცი ხშირად იტანჯებოდა მუცლის ტკივილითა და ხველით.. 20 წლის წინ კი ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ჩვეულებრივი ხის ბაყაყის შეჭმა ურჩია, ამის სანაცვლოდ მისი ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდებოდა. ჟენგი ასეც მოიქცა და იგი ახლა ჯანმრთელადაა. როგორც სურათზე ხედავთ, ბაყაყების დაგემოვნება სიამოვნებს კიდეც : )

296617160994
ეს კაცი ყურის პრობლემებზე მკურნალობს ფუტკრის ნაკბენის საშუალებით. ფოტო კაიროშია გადაღებული. მკურნალი ირწმუნება, რომ ფუტკრის შხამს განსაკუთრებული შემადგენლობა აქვს და ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში მისი მოხვედრა სხვადასხვა დაავადებას კურნავს, მაგალითად აპენდიციტს, თირკმლის პრობლემებსა და კიბოსაც კი.

99c3cdfe5973
პაციენტი მკურნალობას გადის ჩაინური ტრადიციული მასაჟისა და აკუპუნქტურის კლინიკაში, შანხაიში. ამ პატარა მინის ბორცვებს ჯერ აცხელებენ და შემდეგ ადებენ კანზე.

24a84b51f155

კაცი ტალახში ზის, თუმცა ეს უბრალო ტალახი არ გეგონოთ, მას რაღაც მომწვანო ფერი დაჰკრავს, და მიჩნეულია რომ კურნავს ბევრ დაავადებას აკნედან დაწყებული რევმატიზმით დამთავრებული.

5312e9b8abda

dc5c82476813

ეს ინდოეთია.. ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ასეთი ტრადიციაა, სურათზე გამოსახული კაცი ცოცხალ თევზს ყლაპავს, ყოველი წლის ივნისში ასეთი ცერემონია იმართება, ხალხს სჯერა,რომ ეს რიტუალი ასთმით დაავადებულებს სასწაულებრივად კურნავს.

fed59f74070f

ქალი სახის დამბლის განსაკურნებლად ჩინურ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს.. სახეზე კონკრეტულ წერტილებში ნემსები აქვს შერჭობილი და ირგვლივ ე.წ. moxa-ს კვამლი დგას. ეს უკანასკნელი არის ხმელი ბალახისებური ნივთიერება, რომელსაც წვავენ, რომ სტიმულირება მოახდინონ აკუპუნქტურის წერტილისა.
8e004f7e90cf

ესეც ჩინური ტრადიციული მკურნალობაა და ამაშიც moxa-ს კვამლი გამოიყენება. ეს კაცი ტვინის ატროფიაზე მკურნალობს.

cb33aaa34004

cervical spondylosis-ის განსაკურნებლად კაცი ჩინურ მეთოდს მიმართავს. cervical spondylosis არის ხერხემლის ქრონიკული დაავადება.

25fb05e1bbc1
მოჰმედ ემადი 41 წლის კაცი, კისრამდე ქვიშაშია ჩაფლული, ეს საივას ოაზისში ხდება, კაიროდან 700 კილომეტრის დაშორებით. აქ თვლიან,რომ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ადამიანის ქვიშაში ჩაფლობა კურნავს რევმატიზმსა და სექსუალურ იმპოტენციას.

c316c17d9f1c
ეგზორციზმი, ამაზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია, ისიც არატრადიციული მედიცინის დარგში შეგვიძლია გავიყვანოთ. ამ სურათზე კი პარაფსიქოლოგი ფერნანდა ნოგუიერა ატარებს ეგზორციზმს. იგი თავის სამეცნიერო ცენტრში, ჩრდილოეთ პორტუგალიაში ამ მეთოდს აქტიურად იყენებს პრაქტიკაში.

0e83e3b7c703

0fc5bf0325f4
ეს ზურგის ტკივილის მკურნალობის ისლამური ტრადიციული მეთოდია, რომელსაც Hujama ჰქვია. პროცესის დროს, ამ პატარა ქილის მაგვარი ნივთით ხდება ოდნავ ჩაჭრა კანის და თან ვაკუუმში მოქცევა.

d4a524bd7cd3
სმენადაქვეითებული ბავშვი ფუტკრის კბენის მეთოდით გადის მკურნალობას ღაზაში.

039b85193830
ლიმას ერთ-ერთ სასტუმროში 8 თვის ფეხმძიმე ქალბატონი ორსულებისთვის განკუთვნილ თერაპიულ კურსს გადის. ქალი ახლო კონტაქტშია დელფინებთან, რომლებიც მის მუცელს ცხვირით ეხებიან. თერაპია მიზნად ისახავს ბავშვის ტვინის სტიმულირებას, იმ ხმების საშუალებით, რომელსაც დელფინები გამოყოფენ.

f5da9f9af459
კამბოჯაში ასეთ რიტუალს მიმართავენ, ეს ხბო 2009 წლის 20 აგვისტოს დაიბადა, იგი წმინდად იქნა მიჩნეული, რადგანაც ნიანგის ტყავით მოევლინა ქვეყანას. მკვდარ ხბოს ასხამენ წყალს და შემდეგ ამ წყალს სვამენ, ხალხი ფიქრობს, რომ ეს შველის რევმატიზმს და კიდევ რამდენიმე დაავადებას.

396197cd9983
ასევე კამბოჯელები იყენებენ სამკურნალოდ ძროხის შარდს, თვლიან რომ მას ზებუნებრივი ძალები აქვს. პრინციპში ეს კამბოჯელებისგან საკვირველი არაა, რადგან აქ ოჯახი დღეში დაახლოებით 1 დოლარით არსებობს, შესაბამისად ათასში ერთხელ თუ შეძლებენ ექიმთან მისვლას, უმეტესად თავიანთი სამკურნალო მეთოდების გამოგონება უწევთ.

2ee997fd56a2
რუსი ქალი წურბელებით მკურნალობს. ცნობილია, რომ წურბელების სამედიცინო დარგში შემოყვანის იდეა პირველად ძველ ეგვიპტეში გაჩნდა. დღესდღეობით კი საკმაოდ ხშირად გამოიყენებიან სისხლის გასაწმენდად, ასევე იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

f5f5d358073a
ესეც დაახლოებით იმის ალტერნატიული მეთოდია ჩინელები რომ აკეთებენ მინის ბორცვებით, ოღონდ ეს ხარის რქით კეთდება.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button