არქივი

ციფრი 7

badc85552abe

გამარჯობათ ჩემო საყვარელო უცნაურელებო..მომენატრეთ და ალბათ თავიც მოგანატრეთ…დღეს საინტერესო რამეს მოგიყვებით 7-ზე..

რატომ მაინც და მაინც 7? ეს ციფრი მთელი ჩემი ცხოვების მანძილზე თან დამყვება…ყველგან ეს ციფრია,უბრალოდ დამთხვევა მეგონა,მაგრამ მერე გავიაზრე რომ ეს ჩემი პირადი ციფრია…

ჩვენი ცხოვრება დაყოფილია შემთხვევებზე და მოვლენებზე.ათვლის წერტილი ყველას თავისი აქვს.და ეს წერტილი შეიძლება იყოს ახალი მოვლენა,ახალი სამსახური ან თუნდაც შვილის დაბადება.

ამ ცვლილებებში არის ერთი პერიოდულობა,რომელიც ასტროლოგებმა აღნიშნეს.ეს არი 7 წლიანი ციკლი,რომელიც გვანსხვავებს ჩვენ- რომლებიც ვიყავით ადრე,და ჩვენ- როგორებიც ვართ ახლა.

თქვენთვის ახლოა ის გრძნობა,რომ უკვე სხვანაირი ადამიანი ხართ,ვიდრე ადრე იყავით?გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებისეული გზა.ახალი ემოციები,და საერთოდ,ყველაფერი სიახლე უკავშირდება 7, 14, 21, 28, 35, 42 ასაკებს.ეს დასაწყისი წერტილებია,რომლებიც ჩვენს შინაგან საშუალებებს აამაღლებს.

ყოველ შვიდწლედში შეგვიძლია დავასახელოთ ცხოვრების მთავარი კრედო,რომლის ქვეშაც იყო ის განვლილი.შეგვიძლია გავიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა,რომელმაც სულიერად შეგვძრა და შეგვაძლებინა სამყაროს ახალი თვალებით ყურება.

საიდან შვიდწლედის ციკლის თეორია?

ის სათავეს იღებს ასტროლოგიაში.მეცნიერები იკვლევდნენ ციკლის პერიოდულობებს,რომლებიც უკავშირდება პლანეტების დროის ზემოქმედებას.ციფრი 7 საერთოდ საოცარია და ითვლება ბედნიერების ციფრად,რომელიც ადამიანისთვის იღბლის მომტანია.

ამ ციფრს ხანდახან ანგელოზის სიმბოლოს უწოდებენ.ძველ სწავლებებში 7იანი ითვლება ყველაფრის დასაწყისად.

ასაკის პერიოდები 0-7, 7-14, 14-21, 21-28, 28-35 და ა.შ. სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.რადგანაც ამ პერიოდებში ვვითარდებით,გვეცვლება აზრები,ხასიათები და ა.შ. ამის დაწვრილებითი აღწერა კი უფრო სხვა თემაა.

რას გვაძლევს 7 წლიანი ინტერვალი?

მე დარწმუნებული ვარ,რომ გამოინახება ადამიანები,რომლებიც ამ ყველაფერს სისულელედ ჩათვლიან და არგუმენტად გამოიყენებენ იმას,რომ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას თვითონ აშენებს და დროის ჩარჩოები აქ არაა კავშირში.

აქ მინდა გავიხსენო თქვენთვის ნაცნობი გრძნობა- როდესაც რამის გადაწყვეტა არ შეგიძლია.ადამიანებს ხშირად უჭირთ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

თუ თქვენ თქვენს თავს იპოვით 7წლიან შუალედში,თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა უფრო ადვილი გახდება.

ვთქვათ,ციკლის ახალ სტადიაში შეაბიჯეთ.მოვიდა აზრების შეცვლა და ის გძნობები,რომლებიც აქამდე არ გიგრძვნიათ. რაზეც ვფიქრობთ,იგივეს ვიხმობთ ჩვენს ცხოვრებაში.

და როგორც შედეგი- ჩვენი ბედი არჩევანს გვაძლევს.მე ვფიქრობ რისკი გაამართლებს,თუ კი შვიდწლედის დასაწყისში ან ბოლოში დგახართ.

შვიდიდან პირველი 3 წელი– აქტიურობის,სამყაროს შეცნობის,ნაცნობების წრის გაფართოების დრო.

ოთხიდან შვიდამდე– გრძნობების განვითარება.დროა თქვენი ინდივიდუალობა გამოამჟღავნოთ.

ნურასდროს ნუ დაღონდებით,თუ კი თქვენი წლებისთვის ვერ მიაღწიეთ იმას,რაც თქვენს ნაცნობებს აქვს.გაიხსენეთ,რისი გაკეთება შეძელით ბოლო 7 წლის განმავლობაში? მე ვფიქრობ,საკმარისად ბევრი! თქვენი თავი სხვებს კი არა,საკუთარ თავს უნდა შეადაროთ,როგორი იყავით წარსულში და როგორი ხართ ეხლა.

ჩვენი სანუკვარი ოცნებები ითხოვენ მოთმინებას,აქტიურობას და ენერგიას.და,ალბათ ეს უკეთესიცაა,თუ ერთი შვიდწლედიდან მეორეში გადავა,რომ მთელი საკუთარი პოტენციალი გაამჟღავნოს.

დღეისთვის მორჩა :) არ ვიცი რამდენად გასაგებ ენაზე დავწერე…მაგრამ ვფიქრობ საინტერესო თეორიაა შვიდწლედის თეორია…დაიჯერებთ თუ არა- ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button