გეოგრაფიული რეკორდები
საინტერესო და სასარგებლო
ანხელი – ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.
სტორმბოლი – ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.
გრენლანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².
არაბეთის ნახევარკუნძული – ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.
ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი – ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა – მთა ოლიმპი – მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.
ამაზონი – ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში. ერთ წუთში მას 11 კმ³ წყალი ჩააქვს ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.
კორდილიერები – ყველაზე გრძელი მთიანი სისტემა მსოფლიოში. მისი სიგრძე ანდებთან ერთად შეადგენს 16 000 კმ-ს. ზღვისქვეშა ქედებიდან ყველაზე გრძელია შუა ატლანტიკის ქედი (სიგრძით 11 300 კმ.) რომელიც წარმოდგენილია ატლანტის ოკეანის ფსკერზე.
კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. მისი ფართობია 37,5 კმ².
აკონკაგუა – ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ
ტიბეტი – ყველაზე მაღლა მდებარე და ყველაზე დიდი ზეგანი მსოფლიოში. მდებარეობს ცენტრალური აზიაში, უმეტესწილად ჩინეთის ტერიტორიაზე. მისი საშუალო სიმარლე 4 500 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო ფართობი 2 მლნ. კმ².
წყარო.გეოგრაფიის წიგნი