საკითხავისასარგებლო

ამსტერდამი

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ამსტერდამზე საინტერესო ინფორმაციას…


ამსტერდამი ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქია, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდის ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათაო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.
ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი.

ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

ეს არის ამსტერდამის დროშა.

ამსტერდამში 575 ველოსიპედია ( ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი )

და 165 ტელე არხია.

წყარო: გეოგრაფიის წიგნი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close