ერთი მზე კარგია ორი კიდევ უკეთესი
ხელოვნური მზე მელბურნში
მექსიკელ რაფაელ ლოზანო ჰემერს (Rafael Lozano-Hemmer) შეუძლია საკუთარი თავით იამაყოს. მან მელბურნის მცხოვრებლებს აჩუქა არც მეტი არ ნაკლები…. მზე! ციური მნათობის მოდელი სახელით «Solar Equation» გამოჩდა ავსტრალიის ქალაქში ფესტივალ სინათლე ზამთარში (Light in Winter) ფარგლებში და ითვლება ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ პროექტად.
ბურთი მდებარეობს ფედერაციის მოედანზე და ქალაქის მცხოვრებლებს არამარტო შეუძლიათ დაათვალიერონ ”მზე” არამედ გავლენაც მოახდინონ მასზე მიმდინარე პროცესებზე აიფონის, აიპადის, ან აიპოდის მეშვეობით შესაბამისი პროგრამის დაყენების შემთხვევაში. ბურთის დიამეტრი 14 მეტრია და 100000000 ჯერ პატარაა ორიგინალზე, იგი შედგება სპეციფიკური გელისგან. 5 სპეციალურად დამონტაჟებული პროექტორი უზრუნველყოფს მის ზედაპირზე აფეთქებების, ლაქების და სხვადასხვა მოვლენების პროექტირებას, რომელიც ნასას მიერ მიღებული მზის გამოსახულების მოდელს ეფუძნება, გარდა ამისა მზე გამოსცემს ხმებსაც რაც იმაზე დამოკიდებული თუ რა პროცესები მიმდინარეობს მასში. იმისათვის რომ გამოსახულება ‘არ ამოხტეს’, სურათი მუდმივად კოერქტირდება სერვერიდან 30ჯერ წამში სიხშირით.