არქივი

24 მაისი

d7cfba01b25c
24 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 144-ე დღე (ნაკიან წლებში – 145-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 221 დღე.

დღის მოვლენები
1218 : მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა იწყება.
1626 : პეტერ მინუიტმა ინდიელებისგან მანჰეტენი იყიდა.
1689 : ინგლისის პარლამენტმა მიიღო ტოლერაციის აქტი პროტესტანტების დასაცავად (კათოლიკები განზრახ არ იყვნენ ნახსენები).
1798 : ირლანდიელების აჯანყება იწყება ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ.
1832 : ლონდონის კონფერენციაზე საბერძნეთის პირველი სამეფო გამოცხადდა.
1844 : სემუელ მორზემ შეტყობინება “რაც ღმერთს უქმნია” (ციტირება ბიბლიიდან, #23:23) ვაშინგტონის უზენაესი სასამართლოდან გაუგზავნა ბალტიმორში, მერილენდი, საკუთარ თანაშემწეს. (მორზეს კოდით გადაიცა პირველი ინფორმაცია).
1881 : თურქეთმა თესალია და არტა საბერძნეთს დაუთმო.
1883 : 14-წლიანი მშენებლობის შემდეგ ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდი გაიხსნა მგზავრთათვის.
1893 : ნიაგარას ჩანჩქერის პარკი და რივერ რეილუეი გაიხსნა ონტარიოში.
1899 : აშშ-ის პირველი საზოგადოებრივი სამანქანო სადგომი გაიხსნა ბოსტონში, მასაჩუსეტსი.
1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1915 : პირველი მსოფლიო ომი: იტალიამ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუოცხადა.
1940 : იგორ სიკორსკიმ წარმატებით განახორციელა ერთროტორიანი შვეულმფრენით ფრენა.
1949 : საბჭოთა კავშირმა დაასრულა ბერლინის 11-წლიანი ბლოკადა.
1956 : ევროვიზიის პირველი სიმღერის კონცერტი ჩატარდა ლუგანოში, შვეიცარია. მასპინძელი ქვაყანა გამარჯვებული დარჩა.
1976 : კონკორდი იწყებს ფრენას რეისით ლონდონი-ვაშინგტონი.
1993 : ერიტრეა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
2000 : ისრაელის ჯარები გამოდის სამხრეთ ლიბანიდან 22-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.
2002 : რუსეთი და აშშ ხელს აწერენ მოსკოვის ხელშეკრულებას.

ამ დღეს დაბადებულნი
15 : კალიგულა – რომის იმპერატორი
1686 : ფარენჰეიტი, გაბრიელ დანიელ – გერმანელი ფიზიკოსი.
1743 : მარატი, ჟან-პოლ – ფრანგი რევოლუციონერი.
1753 : კრომველი, ოლივერ – ინგლისელი მოღვაწე
1810 : გაიგერი, აბრაჰამ
1819 : ვიქტორია – დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1837-1901 წლებში.
1899 : ამაღლობელი, სერგო – ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.
1903 : ხაჩატურიანი, არამ – სომეხი კომპოზიტორი.
1905 : შოლოხოვი, მიხაილ – საბჭოთა ეპოქის მწერალი.
1941 : დილანი, ბობ – ამერიკელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1543 : კოპერნიკი, ნიკოლოზ — პოლონელი მეცნიერი.
1776 : იოსები — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1792 : ლენცი, იაკობ მიხაელ — გერმანელი პოეტი
1959 : დალესი, ჯონ — აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე
1974 : ელინგტონი, დიუკ — ამერიკელი პიანისტი
1995 : უილსონი, ჰაროლდ — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

დღესასწაულები
რუსეთი – სლავური დამწერლობის დღე.
ერიტრეა – განთავისუფლების დღე (1993)

მსგავსი ამბები

Back to top button