არქივი

პატარა ანგელოზები

ded1d5d2bcc8
ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, ზოგჯერ ისეთ რამეს ხედავენ და ამჩნევენ, რაც უფროსებს თავში აზრადაც არ მოუვათ. მოდი გადავხედოთ თუ რას ამბობენ ისინი

ეს ისტორიები გადმოცემულია თვითმხილველების მიერ, ვისაც ეს პატარები აძლევენ იმედსა და შვებას..

1.

ზაფხულში მოხალისედ ვმუშაობდი სპორტულ სტადიონზე. იქ ერთი პატარა ბიჭუნაც იყო, ისეთი ჯანმრთელი და ენერგიული.. მაგრამ ახლა კიბო აქვს. მას ყოველ შაბათს ვხვდები,როდესაც მის გუნდს ვავარჯიშებ კალათბურთში. წინა შაბათს, თამაშის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა, მაკოცა და მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა გაოცებულმა ვკითხე თუ რატომ მითხრა ეს, მიპასუხა ,,იმიტომ რომ შენ ჯანმრთელი გახსოვარ”.

2.
მე 16 წლის ვარ და სოციალური დახმარების ცენტრში ვმუშაობ. ერთხელაც რაღაცაზე ავტირდი, ამ დროს ჩემთან 2 წლის ბავშვი მოვიდა, თავისი საბანი მომიტანა, შემდეგ უცებ მისი საწოვარა(სოსკა) პირში ჩამიდო, ეს იმიტომ რომ როცა ტირის ჩვენ მაშინვე საწოვარას ვაჩეჩებთ ხოლმე პირში : )) შემდეგ მაკოცა ლოყაზე ჩამეხუტა.

3.
დღეს ჩემი პატარა და მოვიდა და მთელ ოჯახს დიდის ამბით გამოგვიცხადა ახალი მეგობარი შევიძინეო. მამაჩემი დაინტერესდა და ჰკითხა მეგობარი შავი იყო თუ თეთრი. (კანის ფერს გულისხმობდა). ჩემმა დამ კი დაფიქრებული სახე მიიღო და შემდეგ თქვა ,,ეგ არ ვიცი, ხვალ რომ მივალ აუცილებლად ვკითხავ შავია თუ თეთრი”. ასეთი გოგონები მე იმედს მაძლევენ.

4.
რამდენიმე კვირის წინ მამაჩემს ვუთხარი რომ გეი ვარ. ის საშინლად გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო. როცა საწოლში დავწექი და ვტიროდი, ჩემს პატარა ძმას მესიჯი გავუგზავნე, ბოდიში ასეთი რომ ვართქო. მან კი მომწერა: ,, არასოდეს მომიბოდიშო იმის გამო, თუ ვინ ხარ შენ. მე ყველანაირი მიყვარხარ”.

5.
რამდენიმე კვირის წინ ჩემი ოჯახის ახლო მეგობრის მამა სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. ჩვენ ეს მეგობარი რამდენიმე დღის წინ ვნახეთ და ჩემმა დამ უთხრა: ,,მე აუცილებლად გაგიყოფ ჩემს მამიკოს, იმიტომ რომ მამიკოს გარეშე ცხოვრება არავის შეუძლია”.

6.
ერთ პატარა ბიჭზე მინდა მოგიყვეთ. მე მუსლიმანი ვარ და ჩვეულებისამებრ ხიჯაბი მეცვა (ქალ მუსლიმანთა ტრადიციული სამოსი), ბიჭმა რომ დამინახა, მიყურებდა, შემდეგ დედამისს სახელო ჩამოჰქაჩა და უთხრა: ,,დედა ხედავ? ის უმშვენიერესია, ეტყობა ამიტომაცაა ასე საგულდაგულოდ შეფუთული”. ამ ბიჭუნამ მე იმედი მომცა.

7.
ერთ დღეს ჩემს 5 წლის დისშვილს ვკითხე, როგორ გგონია რა არის სიყვარულითქო? მან კი მიპასუხა: ,,სიყვარულია,როცა შენი პატარა ცუგა სახეს გილოკავსო. ” მე გამეცინა და მან კი დაამატა: ,, მაშინაც კი, როდესაც ის მთელი დღე სახლში მარტო დატოვე”. მისი მიხვედრილობა და უმანკოება მე იმედს მაძლევს.

8.
მე 15 წლის ვარ და მშობლების რესტორანში ვმუშაობ. ერთ დღესაც შემოსასვლელ კართან ველოდი სტუმრებს. ისინი შემოვიდნენ და პატარა ბიჭი დავინახე, რომელიც მამას ეკრობოდა და ისე მიდიოდა, მან ფუნთუშა მიაწოდა, იმან კი ხმაამოუღებლად გამოართვა. როდესაც ჩამიარეს, პატარას ჩურჩული გავიგე: ,,მამა მე მეგონა, რომ პრინცესები მხოლოდ სასახლეებში ცხოვრობდნენ”.

9.
როცა სასაფლაოზე 3 წლის ბავშვის საფლავი ვნახეთ, ჩემმა პატარა დამ (ისიც 3 წლისაა) გადაწყვიტა იმ დღესვე მაღაზიაში წასულიყო და საშობაოდ გადანახული ფულით სათამაშოები შეეძინა გარდაცვლილისთვის. რატომ? იმიტომ რომ ის დარწმუნებული არ იყო, აქვთ თუ არა სამოთხეში სათამაშოები.

10.
ჩემი პატარა ძმა ფეისბუქზე იყო შესული, ვიღაც გოგონას პროფაილზე შევიდა და დედაჩემს ჰკითხა, როგორ ფიქრობ, ეს გოგო ლამაზიაო? დედამ კი უპასუხა, ისეთი ლამაზი არ არის,როგორც შენი დაო. ჩემმა ძმამ თქვა, ეგრე ხომ, არცერთ გოგოს არ შეუძლია ჩემი დასავით ლამაზი იყოსო.

რა მნიშვნელობა აქვს იმას, დღეში თუ რამდენჯერ ვჩხუბობთ ჩემო პატარა ძამიკო

11.
ჩემმა ბოიფრენდმა მიმატოვა, მე საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი და მთელი ღამე ტირილში გავატარე. მისმა (ბოიფრენდის) პატარა ბიძაშვილმა, რომელიც მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი ჩატში მომწერა: ,,მართლა არ ვიცი რაზე ფიქრობს ის, შენ ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ,ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.”
ეს ბავშვი მხოლოდ 7 წლისაა.

12.
ჩემს პატარა, 8 წლის დას ლეიკემია სჭირს, დღეს ის საავადმყოფოში მოვინახულე და მან ასე მითხრა:
,,ელ, ვიცი რომ უკვე ვკვდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამქვეყნად კნუტის სახით დავბრუნდები. ასე რომ, იცოდე, როდესაც მე წავალ და შენს კართან პატარა კნუტი მოვა, ის მე ვიქნები. მე ყოველთვის მეყვარები, აი კნუტი რომ ვიქნები, მაშინაც კი მეყვარები.”

13.
ჩემი ავადმყოფი ბიძაშვილისთვის ყოველთვის ვუკრავ ხოლმე პიანინოზე ერთი და იგივე მუსიკას, რომელიც ძალიან უყვარს. ერთხელ ძალიან ცუდი დღე მქონდა და სახლიდან გაბრაზებული გამოვვარდი. შემდეგ მივხვდი ჩემს შეცდომას და უკან დავბრუნდი. პატარა ცრემლიანი თვალებით მელოდა და მითხრა: ,, გახსოვს ის მუსიკა, შენ რომ უკრავ ხოლმე? იქ ტექსტში არის ერთგან ,,მე შენ მჭირდები”.. მე მართლა მჭირდები შენ ”

14.
ორი წლის და მყავს, რომელზეც ექიმებმა იმედი გადაგვიწურეს და გვითხრეს, რომ ფეხზე ვერასდროს გაივლის და ვერც დაილაპარაკებს. დღეს ფეისბუქზე შევედი და ჩემს კედელზე დედაჩემის დადებული ვიდეო დამხვდა. როდესაც ჩავრთე ცრემლები ყელში მომაწვა და სასწრაფოდ დედაჩემს დავუძახე. ვიდეოში ჩემი და იყო, რომელმაც თქვა: ,,გამარჯობა დაიკო” და შემდეგ გაიარა.
თურმე ის და დედაჩემი რამდენიმე კვირა ემზადებოდნენ ჩემთვის სიურპრიზის გასაკეთებლად. ასეთი ბავშვები მე იმედს მაძლევენ..

15.
მე სიმსივნე მაქვს და როცა გარეთ გავდივარ პირბადეს ვიკეთებ ხოლმე (პირზე აქვს სიმსივნე). ერთხელაც ეკლესიაში ვიყავი და ჩემთან პატარა ბიჭი მოვიდა, მკითხა თუ შეიძლება პირბადე რომ მოიხსნათო, მეც მოვიხსენი და ვანახე სიმსივნე. მან პირბადე გამომართვა, წავიდა და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა, პირბადეზე დიდი ,,სმაილი” იყო მიხატული, თვითონ კი მითხრა: ,, ახლა ჩვენ შეგვიძლია ისევ დავინახოთ შენი ულამაზესი ღიმილი, მაშინაც კი,როდესაც ის შენიღბული იქნება.”

16.
დღეს საავადმყოფოში ვიყავი, ჩემს 11 წლის შვილთან,რომელსაც კიბო აქვს. ტირილი ამივარდა და ვეღარ ვჩერდებოდი, არ შემიძლია ვუყურო ასე საწოლზე მიჯაჭვულს.. ის წამოიწია, ხელებზე ჩამეჭიდა და მითხრა: ,,დედა,არ იდარდო, მე ბედნიერი ვარ”.

17.
იმ დღეს ჩემს სახლთან მისასვლელ გზაზე ვიჯექი, რომელიც ცარცით არის მოხატული. მეზობლის პატარა ბიჭუნა მოვიდა და მკითხა, შეიძლება მეც დავხატო რამეო? მე რა თქმა უნდა დავეთანხმე. მან ძალიან დიდი გული დახატა და როცა ვკითხე ამხელა რათ გინდოდათქო, მშვიდად მიპასუხა: ,,პატარა რომ ყოფილიყო, ვერ აჩვენებდა, თუ რამხელაზე მიყვარხარ მე შენ” : ))

18.
ჩემი ძმის სკოლაში საახალწლო წვეულებას დედაჩემი ედგა სათავეში. მანვე შეაგროვა ბავშვების წერილები,რომელსაც სანტას წერდნენ. როცა გადავარჩიეთ ეს წერილები, ერთი თვალში მოგვხვდა. ის ბრაილის შრიფტით იყო დაწერილი.
ბავშვები,რომლებიც თავიანთი რაღაც უნარის ნაკლებობის გამო არ მოიკლებენ სიამოვნებას, მე იმედს მაძლევენ..

19.
მე ერთ ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილ გოგონას ვუვლი, რომელიც მხოლოდ 4 წლისაა. ერთ დღეს პარკში მყავდა გაყვანილი, ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ. მას მოუნდა, რომ იმ ბავშვებივით დამტკბარიყო თავისუფლებით და წამოდგომა სცადა. მე ვიცოდი, რომ ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ მაინც დავეხმარე, ის აღტაცებული ყვიროდა: ,, მე მგონი მე ეს შემიძლია, მგონი შევძლებ”. და მართლაც მან შეძლო და ცოტა გაიარა.. მისი ასეთი შეუპოვრობა მე იმედს მაძლევს

20.
თმის გარეშე ყოფნა ჩემზე ძალიან მოქმედებს.. სიმსივნის გამო თავზე თმა არ მაქვს.
დღეს საცურაო აუზზე, ერთმა პატარა გოგონამ დედამისს უთხრა: ,,შეხედე დედა, იმ გოგოს თმა არ აქვს”
დედამ უპასუხა: ,,ხო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახე აქვს და უთმოდ უფრო კარგად გამოუჩნდება.”
გოგონა: ,,მართალს ამბობ, მას ულამაზესი სახე აქვს”.
ეს ბავშვი და დანარჩენები მე იმედს მაძლევენ..

21.
მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ სახლში, სადაც ჩვენზე სექსუალურად ძალას ხმარობენ. ერთ ღამეს ჩემს საწოლში გადმოვიდა, რადგანაც კოშმარი დაესიზმრა. ამ დროს ბიძაჩემი მოვიდა საწოლთან, ჩემი ძმა წამოხდა ყვირილით: ,,დაანებე თავი, მას ეს არ დაუმსახურებია, მე მატკინე მის მაგივრად, ოღონდ ჩემს დას არაფერი დაუშავო.”
ჩემი ძმა მხოლოდ 9 წლისაა :(

22.
საახალწლო დღეები იყო, ხალხმრავალ ადგილას ვიდექი თოვლის ბაბუასთან ერთად და მასთან მისულ ბავშვებს სურათებს ვუღებდი. უეცბ ერთი გოგონა გამოჩნდა, რომელიც თოვლის ბაბუას მუხლზე მოკალათდა და ჰკითხა:
,,თოვლის ბაბუავ, შეგიძლიათ საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს ნამდვილი კარგი შობა აჩუქოთ? ”
გოგონას 4 წლის იყო, თავზე თმა არ ჰქონდა და მხოლოდ ერთი ფეხი გააჩნდა.

23.
დღეს ჩემი 4 წლის ბიძაშვილი წინ ჩამომიჯდა და მეკითხება, თუ რატომ არის ზოგი ადამიანი შავი და ზოგი კი თეთრი. მე ვუთხარი, რომ ეს ღმერთის ნება იყო, შეექმნა ადამიანები განსხვავებულები. პატარა კი ძალიან გაბრაზდა: ,,კიმაგრამ რატომ? რატომ არ შექმნა მან მწვანე ადამიანები” (მას მწვანე ფერი უყვარს) ბავშვები, რომლებიც რასობრივ განსხვავებას ასე მარტივად უყურებენ, მე იმედს მაძლევენ.

24.
მე ექთანი ვარ, ერთ დღეს ქალი შემოიყვანეს საოპერაციოდ, რომელსაც გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. უცებ კარი გაიღო და გოგონა მორბოდა, თან ყვიროდა მოიცადეთო, ჩვენ გავჩერდით. მოვიდა აქოშინებული და დედას მედალიონი გაუკეთა გულზე:
,,ჩემი შეგროვებული ფულით ეს გიყიდე, აი გაგიკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება დედიკო, ეს ბედნიერებას მოგიტანს”.
გოგონა 6 წლის იყო.

25.
მე პატარა და მყავს, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილია. ერთ დღეს დედამ ჩემზე უთხრა, რომ მე გეი ვარ და გეები სამოთხეში არ ხვდებიანო ისიც დააყოლა. დაიკომ ქვითინი დაიწყო და თან თქვა: ,,არც მე არ მინდა სამოთხეში, თუკი იქ ჩემი ძმა არ იქნება”.
ჩემი დის უსაზღვრო სიყვარული მე იმედს მაძლევს.

26.
ჩემი გოგონა გარდაიცვალა. იგი ველოსიპედით ბრუნდებოდა სახლში, ამ დროს ვიღაც დაეჯახა მანქანით და არ გააჩერა, გაიქცა. ვიღაც უცნობს მიუგნია დასახიჩრებულისთვის და საავადმყოფოში გადაუყვანიათ, მაგრამ ტვინის ტრამვისა და სისხლის დაკარგვის გამო სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს. ექიმებმა კი მისი ბოლო სიტყვები მითხრეს ,,აპატიეთ მას”.
მისი მიმტევებლობა და ამხელა სიყვარული მე იმედს მაძლევს დღესაც.

27.
ავტობუსში ვიჯექი, ცუდ ხასიათზე ვიყავი და დაღვრემილი სახე მქონდა. ამ დროს შევამჩნიე, რომ პატარა გოგონა დაკვირვებით მიყურებდა, გამიღიმა და მითხრა: ,, მოწყენილი ხარ.. ალბათ შენი თევზი მოკვდა არა? ჩემი დის თევზი რომ მოკვდა, იმასაც ეგეთი სახე ჰქონდა, მაგრამ მერე სხვა იყიდა და ისევ გახარებული იყო, ასე რომ ნუ ჯავრობ, შენც სხვა თევზუკა იყიდე”.

28.
მაღაზიაში ვიყავი და ერთი კაცი შევნიშნე, რომელიც ყავარჯნებით ძლივს მიდიოდა გასასვლელისკენ. უცებ ერთი გოგონა, დაახლოებით 5-6 წლის უკან დაედევნა, მუხლებზე შემოეხვია და ასე იყო ჩახუტებული. როცა კაცმა ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა ეს, პატარამ უპასუხა:
,,იმიტომ რომ დედა ამბობს, ჩახუტება ყველაფერს შველისო, მეც იმედი მაქვს, რომ ახლა შენ კარგად იქნები”

29.
3 წლის წინ ჩემი ახლო მეგობარი გარდაიცვალა, ის მთვრალი მართავდა საჭეს და ავარია მოუვიდა. მის პატარა ბიჭს ახლა მე ვზრდი. ერთხელაც, როცა მანქანაში ვიჯექით და საჭეს ვმართავდი, ბიჭუნა ჩამეხუტა და მითხრა, რომ კარგი იქნებოდა დედამისზე დავქორწინებულიყავი, სანამ ის ამქვეყნიდან წავიდოდა..

30.
პატარა გოგონას კიბოს გამო სიკვდილი ემუქრებოდა. ექიმებს ძვლის ტვინი ესაჭიროებოდათ, პატარა ძმის ძვლის ტვინი კი ზუსტად შესაბამისი აღმოჩნდა. ექიმებმა ბიჭუნას აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო მისი ძვლის ტვინის ამოღება, და ისიც დააყოლეს, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეაო. ბიჭუნა მაშინვე დათანხმდა და შემდეგ ჰკითხა: ,,რამდენი დღე ვიცოცხლებ ამის შემდეგ?”
მას ეგონა,რომ თვითონ მოკვდებოდა, მაგრამ თანახმა იყო დის გადარჩენის სანაცვლოდ.

theme from Schindler’s list

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button