გართობა

მღვიმევის დედათა მონასტერი

8110659da019

კლდეში ნაკვეთი მონასტერი, აბა ყველა სრულიადში…

a76eda2a9530

მღვიმევის დედათა მონასტერი, მდებარეობს მდ. ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მადხლობლად, თუმცა მასში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი.

ჭიათურიდან მონასტრისაკენ მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა.

4627a5049109

9d25d0200aff

ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით.

90bf67c661ae

d6651fffb9e3

მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები.

8cc9c3cbb07d

f50d1eff0121

ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეოს დიდი ბუნებრივი მღვიმე (სწორედ ამითომ ჰქვია ამ ადგილს მღვიმევის მონასტერი), სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება

09a8a1a6c0c3

მონასტრის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა

მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

d0700b0d481e

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button