საკითხავისასარგებლოუცნაური

უკანასკნელი სურვილი

2f4edad44399
სიცოცხლეში ერთხელ მაინც ალბათ ყველა დაინტერესებულა თუ რაზე ფიქრობენ ადამიანები სიკვდილის წინ და რა შეიძლება მოიწადინონ ან რომელი სურვილი აიხდინონ ამ ქვეყნიდან წასვლამდე. პოსტში შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი უკანასკნელი ნატვრა აიხდინეს

a175c5fdd2c7

Brett Marie Christian, 15 წლის გოგონა ლეიკემიით იყო დაავადებული. ექიმები სასიკეთოს ვერაფერს ეუბნებოდნენ, ავადმყოფობა რთულ ფორმაში ჰქონდა და გამოსავალი ფაქტიურად არც არსებობდა. ბრეტმა იცოდა, რომ ცხოვრების უმშვენიერეს პერიოდს ვეღარ მოესწრებოდა, ვერც იქორწინებდა, ვერც დედობას გამოცდიდა, სულ სამიოდე კვირაში კი სკოლის ბანკეტი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ იგი ახლაც სუსტად იყო და 3 კვირის შემდეგ შესძლებდა კი ჩაცმას ან ცეკვას?! მას მეგობრებმა აუხდინეს სურვილი, გადაწყვიტეს ფართი დროზე ადრე გაეკეთებინათ ბრეტის ხათრით და ასეც მოიქცნენ. იმ დღეს გოგონა მოუთმენლად ელოდა, გაიკეთა მანიკური და პედიკური, თმა საგანგებოდ დაიხვია, ვარდისფერი კაბა ჩაიცვა, რაზეც ოცნებობდა და ცეკვაც შეასრულა მეგობართან ერთად. იგი საღამოს დედოფლად აირჩიეს და მისი ბედნიერების შემხედვარეს თვალებზე ყველას ცრემლები მოადგა.

e1e18e0ce78b

გოგონა 3 დღეში გარდაიცვალა.

2ef1a9a91510
Harriet Richardson Ames- ამ ქალბატონს 3 კვირაღა უკლდა და სიცოცხლის ერთ საუკუნეს იზეიმებდა. ამ დროს კი ერთი დიდი სურვილი უღრღნიდა გულს. ერთი სული ჰქონდა როდის მიიღებდა ბაკალავრის დიპლომს. 1931 წელს მას ორ წლიანი სასწავლო სერთიფიკატი ჰქონდა Keene State College-ში. და ახლა დარწმუნებული არ იყო ეყოფოდა თუ არა კრედიტები ბაკალავრის ხარისხისთვის. მაგრამ მას სიურპრიზი მოუწყვეს და დიპლომი სახლში მიართვეს.
მეორე დღეს მოხუცი გარდაიცვალა.

bdefd0832952

ბრენდენ ფოსტერს 11 წლის ბიჭუნას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს 2005 წელს, 3 წლის შემდეგ იგი უკვე ძალიან სუსტად იყო და სიცოცხლის რამდენიმე დღეღა ჰქონდა დარჩენილი. იგი ამ დაავადების არც პირველი მსხვერპლია და არც უკანასკნელი, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ბავშვის უკანასკნელმა სურვილმა. ჟურნალისტი კი გაოცდა მასთან საუბრისას, როდესაც ბრენდენმა მშვიდად განუცხადა, რომ 2 კვირაში ან ცოტა ნაკლებში იგი ამქვეყნად აღარ იქნებოდა. როდესაც ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდა ფაქტთან ასე შეგუებას, ბავშვმა უპასუხა ,,ეს მაინც მოხდება, ეს ბუნებრივიაო”.
,,მე მშვენიერი დრო გავატარე და ვიდრე ჩემი დრო მოვიდოდეს, ვაპირებ კვლავ ასე გავაგრძელო”

fcbf66a3fda9

ბიჭუნას უკანასკნელი სურვილი იყო ღარიბებისა და უსახლკაროების დაპურება, მაგრამ ამისთვის საკმარისი ძალა არ გააჩნდა, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო უკვე. მალე გამოჩნდნენ მოხალისეები,რომლებმაც ბრენდენის ოცნებას ფრთები შეასხეს, ამ საქმეში დიდი როლი მედიამაც ითამაშა რა თქმა უნდა. და ბავშვს მხარდამჭერები სხვადასხვა მხარიდან გამოუჩნდნენ.

დედამისი ვენდი კი ამბობს: ,,მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ეს ბავშვი მყავდა, ვერცერთი დედა ვერ ინატრებდა უკეთეს შვილს,როგორიც ის იყო”.
სახლში ბრენდენს B-Man-ს(კაცი-ფუტკარი) ეძახდნენ, რადგანაც მას თურმე ფუტკრების ბედიც აწუხებდა. იმ არემარეში ველური ყვავილების სიმცირის გამო ფუტკრები გასაჭირში იყვნენ. ბავშვის გარდაცვალების შემდგომ ვერტმფრენებიდან ყვავილების თესლი გადმოყარეს, რათა პატარას ერთი ოცნებაც სისრულეში მოეყვანათ.

452b9fd58b11

5caa2c427552
Bethany Fenton, 5 წლის პატარა, რომელსაც ექიმებმა ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ მისი შველა ვერ მოახერხეს, რადგანაც სიმსივნე განუწყვეტლივ იზრდებოდა, მისი დამარცხების სხვადასხვა ხერხის გამოყენებამ უშედეგოდ ჩაიარა. გოგონას ერთი სურვილი ჰქონდა, მას სიმღერა უყვარდა და ძალიან უნდოდა საიმონ კოუელის წინაშე ემღერა. ეს ოცნება ბრიტანული შოუს ,,Britain’s Got Talent”-ის სტუდიაში აუხდა.
სიმღერის შემდეგ პატარა თავის სიხარულს ვერ მალავდა და ყველას აღფრთოვანებული უყვებოდა, თუ როგორ მიიღეს შოუში და როგორ იმღერა..
3 დღეში ბავშვი გარდაიცვალა.

b023ef1df1a0

0f00aa5e257a

fb35a5ae2be1

7210991bf691

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მხარი დაუჭირეთ უცნაურის წევრს და ძალიან ძალიან ნიჭიერ მხატვარს, კონკურსზე, სურათს ესაჭიროება თქვენი ლაიქი. ბმული

მსგავსი ამბები

Back to top button