ვიდეოებიკრეატივირეკლამები

კარგი საჭმელი იმსახურებს Lurpak-ს

უბრალოდ კარაქი :)

ბევრი ამტკიცებს რომ რეკლამა არაფერს ნიშნავსო მთავარი მაინც ხარისხიაო.. პირადად ჩემში ამ კარაქისადმი ინტერესი მხოლოდ ერთმა სარეკლამო რგოლმა გააჩინა. მაშ ასე ცოტაოდენი ინფორმაცია Lurpakის შესახებ :)

Lurpakი არის დანიური კარაქის ბრენდი რომელსაც აწარმოებს Danish Dairy Board. ის იყიდება 80ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მაშტაბით და არის ცნობადი თავისი მკაფიო ვერცხლისფერი შეფუთვით.

Lurpakი შეიქმნა რამდენიმე დანიელმა სარძევე ფერმერმა 1901 წელს, რათა ჩამოეყალიბებინათ ერთი საერთო ბრენდი გაყიდვების გასაზრდელად.

Lurpakის პროდუქციის ჩამონათვალი:

* Lurpak Slightly Salted Butter

* Lurpak Lighter Spreadable

* Lurpak Organic Spreadable

* Lurpak Unsalted

* Lurpak Spreadable Slightly Salted Butter

* Lurpak With Crushed Garlic

სარეკლამო კომპანია:

1985 წელს Lurpakმა წამოიწყო ბრიტანეთის ტელევიზიით სარეკლამო კომპანია, კარაქის ტრომბონისტი. რომელიც შეიქმნა Aardman Animations_ის მიერ და ახმოვანებდა Penelope Keith.

ასე გაგრძელდა 20 წელი, მანამ, სანამ Luparkი წამოიწყებდა “Good Food Deserves Lurpak” კომპანიას, რომელიც შექმნა ამერიკულმა სარეკლამო სააგენტომ Wieden+Kennedy და ახმოვანებდა Rutger Hauer.

და ბოლოს სარეკლამო რგოლი რომელმაც გადამაწყვეტინა თქვენთვის ამ ბრენდის გაცნობა :)

წყარო:
www.lurpak.com (აქვე შეგიძლიათ ნახოტ ბევრი საინტერესო რამ მათ შორის გემრიელი საჭმელის რეცეპტებიც)
www.wikipedia.com

დიდი მადლობა თქვენი დროისთვის იმედია მოგეწონათ :)

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close