არქივი

მოდური ბლოგები (მსოფლიოსა და საქართველოში)

70eb0a19636d
როგორც ვიცით, fashion week მოდის სამყაროში წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც წესისამებრ დიზაინერები მოდის კრიტიკოსებს, ჟურნალების რედაქტორებს, ცნობილ სახეებს, გლამურულ საზოგადოებას, fashion ბლოგერებს წარუდგენენ საკუთარ კოლექციას, რომელიც შემდეგ ან აღაფრთოვანებს მათ, ან იმედგაცრუებულს დატოვებს.

Marc Jacobs and Bryanboy

aa

Denni (Chic Muse) and Marc Jacobს

aa

stefano gabbana ,BRYAN BOY and Domenico Dolce

aa

Denni (Chic Muse) AND BRYAN BOY

aa

ANNA DELLO RUSSO and Denni (Chic Muse)

aa

Denni (Chic Muse) , ANNA DELLO RUSSO

aa

ჩვენებების შემდეგ, ყოველთვის იმართება აქტიური და აქტუალური საღამოები, სადაც თავს იყრიან ბომონდის წარმომადგენლები, ასეთი ღონისძიებები არ უჩივიან მოდური ბლოგერების ნაკლებობას.

მოდის ინდუსტრიაში, დიზაინერებისათვის ყველაზე მომგებიანია გლამურულ ჟურნალში ფოტოსესიის განთავსება, სადაც მისი ტანისამოსი და აქსესუარები იქნება გამოყენებული, მაგრამ 21-ე საუკუნეში რეკლამას, როგორც დავალებას კარგად ასრულებენ მოდური ბლოგერები საკუთარი ბლოგის მეშვეობით. ასეთი პიარი ერთ-ერთი საუკეთესო და მომგებიანია დიზაინერებისათვის.

დღესდღეობით, ყველაზე გავლენიან, აქტიურ და რაც მთავარია, მოდურ ბლოგერებად მსოფლიოში ითვლებიან Bryan Boy, Denni (Chic Muse), Fifi Lapin და თვით ცნობილ Fashionista – Anna dello Russo-აც კი საკუთარი ბლოგი აქვს.

მოდური ბლოგერები გარდა იმისა, რომ ესწრებიან სხვადასხვა ჩვენებებს და საკუთარ აზრს გამოთქვამენ ამა თუ იმ დეფილეზე, აგრეთვე არიან სტილის დამფუძნებლები და უმეტესობა დიზაირებთან მეგობრობს კიდეც (მაგალითად, Bryan Boy, Marc Jacobs-ის მეგობარია). Denni (Chic Muse) კი მოდის ცნობილ მოყვარულ და სტილის დამფუძნებელ Anna dello Russo-სთან და ფრანგული VOGUE-ს მთავარ რედაქტორ Carine Roitfeld-თან მეგობრობს.

მათ აგრეთვე ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობაც აკავშირებთ. დიზაინერების კოლექციებს ახასიათებთ რამდენიმე სახეობის (გეომეტრიული, ეთნო) პრინტის არევა, დაგრძელებული სილუეტები, თხელი, ჰაეროვანი ქსოვილები, თავბრუდამხვევი სიმაღლე, ნათელი ფერები და ორიგინალური ფორმები, მაქმანები, ატლასი, შიფონი და ბუმბულები ჰაეროვანი შეგრძნებებისათვის. ზოგჯერ მათ ზედმეტი მოსდით, მოდური ბლოგერები კი ითვლებიან დახვეწილ, გემოვნებიან ადამიანებად, ისინი თანდათანობით ყალიბდებიან მოდის სრულყოფილ და სრულფასოვან კრიტიკოსებად, რომლებმაც იციან რა უხდება მოდელს ან თუნდაც მთლიან კოლექციას, ჩვენებაში რა გამოკვეთონ, რას გაუსვან ხაზი და თუ რაიმე ნაკლი აქვს კოლექციას, მიახვედრონ დიზაინერი როგორმე მის გამოსწორებაზე. ამიტომ მოდურ ბლოგერებს ხშირად იწვევენ მოდურ ჟურნალებში სტატიების განსათავსებლად და ისიც ცნობილი ფაქტია, რომ დიზაინერები და fashion ჟურნალების რედაქტორები ყოველთვის ითვალისწინებენ იმ შენიშვნებს, რასაც მოდური ბლოგერები საკუთარი ბლოგის მეშვეობით აკეთებენ, რადგან მათ ყოველთვის სხვანაირი ხედვა აქვთ ყველაფერზე და სწორედ საკუთარი ინდივიდუალიზმის და სუბიექტური შეხედულებების წყალობით არიან მოდური ბლოგერები, Style Icon-ები და მოდის სამყაროში უკვე მნიშვნელოვანი ფიგურები. რა თქმა უნდა ამას ყველაზე ვერ ვიტყვით.

მსოფლიოში უამრავი ბლოგერია, რომლებიც წერენ მოდაზე, მაგრამ მათ შორის არიან საუკეთესოები. მათ ბლოგებზე სხვადასხვა კოლექციის გამოსვლისთანავე ჩნდება ფოტოები, ვიდეო მასალა – მათ თავი მთლიანად მოდას მიუძღვნეს. მათი საქმე დიზაინერების რეკლამირებაა, რადგან ამ ბლოგებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ათვალიერებს, შესაბამისად ისინი იცნობენ უახლეს ტენდენციებს, რომლებსაც მათ ესა თუ ის დიაზაინერი სთავაზობს.

ბევრი ვილაპარაკე უცხოელ მოდის ბლოგერებზე და საქართველოზე არაფერი მითქვამს. რატომ? მიზეზი მარტივია, ჩვენთან ტარდება საქართველოს და თბილისის მოდის კვირეულები, გვყავს დიზაინერები, მოდელები, ფოტოგრაფები, ჩვენი აზრით, მივდევთ მსოფლიო მოდის ტენდენციებს, მაგრამ ჩვენში არ მოიძებნებიან მოდური ბლოგერები. რატომ?

ბლოგერი თაა, რომლის ბლოგის ერთგული მკითხველიც მე ვარ და ის იყო ერთ-ერთი ან ერთადერთი მთელ ბლოგინის სფეროში, რომელმაც საკუთარ ბლოგზე განიხილა თითქმის ყველა GWF-ისა და TFW-ის ჩვენება, ბლოგის სტუმართათვის ატვირთა უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა. რაც მთავარია, მის სტატიებში იგრძნობოდა საკუთარი პოზიცია და ობიექტური აზრი ამა თუ იმ კაბაზე, დეტალზე, მოწვეულ სტუმარზე და დეკორაციაზეც კი.

დამებადა კითხვა, ესმით თუ არა ქართველ დიზაინერებს და განსაკუთრებით დამწყებებს, რომ კოლექციის რეკლამირებისათვის და საერთოდ ბრენდის პიარისათვის, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოდური ბლოგია? აქვე მახსენდება, რომ ქართულ ბლოგინგში, უბრალოდ არ არსებობს ასეთი ბლოგი, თუმცა შესაძლოა არსებობს კიდეც და მის შესახებ ჯერ-ჯერობით ერთეულებმა იციან და მე არაფერი გამიგია….

by: ბიჭი, რომელსაც უყვარს Vogue

ავტორი: თენგო მორჩილაძე

წყარო: www.24saati.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button