არქივი

ვალენტინის ისტორია

114eb603a147

14 თებერვალი ახლოვდება და შესაბამისად, შეყვარებულებიც ემზადებიან მთელი მსოფლიოს მაშტაბით ამ დღისთვის. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ ტრადიციას (მეც რომ მაინტერესებდა), სწორედ ამიტომ მოვიძიე მასალები და შევეცდები სულ მცირე რამ მაინც მოგითხროთ. (ალბათ კიდევ უამრავი ვერსია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ექსპერტების აზრით, ეს ყველაზე ახლოსაა სინამდვილესთან).

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია 2 წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდლ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს მეორის მეფობის დროს 269წ ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ-ს დაშორებით, ხოლო მეორე via flaminiana-ს  გზაზე  დაკრძალეს.  მეორე  მოსაზრების  მიხედვით,  აღმოცენდა ერთი  მოწამის ორი კულტი, რადგან  ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

ვალენტინის თაყვანისცემა რაოდენობის მიუხედავად ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა, ფიქრობენ რომ დროთა განმავლობაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენები შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა, ვარაუდობენ რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნა ჰქონდეს, ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო.

ce0949b25a54

თუმცა მოგვიანებით ხალხური გადმოცემის მიხედვით მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს მეორე (გოთიკუსმა), რომელიც ომებს ხშირად აწარმოებდა ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების ქორწინება. ამის მიუხედავად, მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს წერდა.

25dfc4b8a426

იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერის აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და შეჰყვარებია კიდეც. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია (გულის ფორმის იყო ბარათი), რომელიც ასე მთავრდებოდა : ”შენი ვალენტინისაგან”.

df20daa90dc3

ალბათ აქედან გამომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა ვალენტინა (269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს).

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული (გადმოცემის მიხ. მასაც იგივე დაავადება სჭირდა).

09222b41b4b4

დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს, უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური გადმოცემის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ყვავილებს ჩუქნიდა, როდესაც მღვდელი დაატყვევეს ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ყვავილებს ესროდნენ.

7ac7cfdd4e44

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად. რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც ამ თვეში ფებურები (Febura) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა, მას რომაელი ქალების, ქორწინების ღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. მომდევნო დღეს 15 თებერვალს ლუპერკალიის დღესასწაული აღინიშნებოდა, ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგელის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწ. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა, როგორც ცნობილია ლეგენდის მიხ. რომის დამაარსებლის გადამრჩენელად მგელია მიჩნეული.

დღესასწაულის ღამეს (მხოლოდ მცირე ნაწყვეტს მოვყვები) რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და იყრებოდა ჯამში, ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვისი ქაღალდიც შეხვდებოდა ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (მეტ-ნაკლებად დღემდე ტრადიციულ) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც შემდგომში დაემატა ლეგენდა ზ/აღ ბარათის შესახებ (აი ის ბრმა გოგონას რომ მიწერა ვალენტინმა, იმედია ვინმემ იმ გოგოს წაუკითხა მაინც).

14 თებერვალი ვალენტინის დღესასწაული, როგორც ეწ. სიყვარულის დღე არ აღინიშნება კათოლიკური ეკლესიის მიერ, ამ დღეს უბრალოდ არის მღვდელმოწამე ვალენტინის ხსენების დღე, რომელსაც რა თქმა უნდა სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევენ. იგი დააწესა პაპმა გელასიუსმა 496 წელს.

ვალენტინობას საქართველოშიც აღნიშნავენ, მაგრამ 14 თებერვალს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში არანაირი წმინდა ვალენტინის ხსენების დღე არ არის.. და არც სიყვარულის დღედ ითვლება. ჩვენთან 14 თებერვალი 15 აპრილს დგება.))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button