არქივი

მოფერებითი სიტყვები

8ea79cef9e8b

მოფერებითი სიტყვები

რამდენიმე თვის წინ დამჭირდა მოფერებითი სიტყვები რუსულად. მივადექი Google-ს და ჩავწერე Ласковые слова. გუგლმა, რა თქმა უნდა, იყოჩაღა და არა მარტო ჩემს მიერ დაკვეთილი, არამედ თავისი არჩეული საიტებიც შემომთავაზა, სადაც მოფერებითი სიტყვები დაყოფილი იყო არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ვის მიმართავ – კაცს, თუ ქალს, არამედ ანბანის მიხედვითაც. ჩემთვის ნაცნობ ვარიანტებს შორის იყო რამდენიმე სრულიად გამაოგნებელი… ან რუსები არიან დარეკილები (რაც, ასე თუ ისე, სიმართლეს შეესაბამება), ან მე არ მესმის მსგავსი სასიყვარულო მიმართვების გენიალური აზრი. პირადად ჩემი ყურადღება რამდენიმე სიტყვამ მიიქცია, მაგალითად:

Комочек – Комочек чего? Шерсти? რომელ ნორმალურ მამაკაცს ესიამოვნება, როდესაც ქალი ’ბანჯგვლის გორგოლას’ დაუძახებს, არ ვიცი

Да филин ты очкастый – ჩეგო, ჩეგოოო?

(თითქმის ყველა სიტყვა სამედიცინო ან მანქანათმშენებლობის ტერმინოლოგიას მაგონებს. თუკი ოდესმე რომელიმე მათგანს ვიხმარ მიმართვისას, ვინმეს ან ვუნდერკინდი ვეგონები, ან დურაკი.)

Баклажанчик, бананчик, батончик – ოო! ეს სიტყვები მამაკაცში ალბათ ერექციას გამოიწვევს… ამ გენიალურ სიას კი ასრულებს სიტყვა, რომელიც ნამდვილად ღირსია ქებისა: Бэтмен!

აღსანიშნავია ის, რომ ამ სიტყვებს შორის რამდენიმე უკავშირდება ბუნებას – Дельфинчик, динозаврик, волчище, волчонок, гусёнок, животное, ёжик, енот-поласкун, кенгурёнок, лапундер свинохвостый, кентаврик ты мой, лев, ленивец, лис, козлик, кракозябрик (რაღაც უჯიშო ცხოველია მგონი) და ა.შ., რაც მიჩენს ეჭვს, რომ ამ სიის შემდგენი ზოოფილური გადახრების შეიძლება იყოს… პრინციპში, მაგ ადამიანს რას ვერჩი? ზოგადად, ყველა ენაში არის ისეთი მოფერებითი სახელები, რომლებიც ცხოველებს უკავშირდება. აი, თუნდაც ქართულში: ჩემო თახვო, ჩემო ვეფხვო, ჩემო არწივო, ჩემო ლომო, მხეცო, ნადირო, ტყიურო, იდიოტო… (უკაცრავად, ეს უკანასკნელი სხვა კატეგორიაში გადის…) და ა.შ., ასე რომ თამამად შემიძლია განვაცხადო – ადამიანში არის რაღაც ზოოფილური.

ავტორმა არც მძიმეწონიანები დაივიწყა, როგორც ჩანს და მათთვისაც გამოჰყო რამდემე მოფერებითი სიტყვა: бегемотик, колобок, паровозик ( თუ პარავოზიკი ნელ-ნელა იმატებს წონაში, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ გადახვიდეთ სიტყვაზე – паровозище), пингвинчик (უნდა მიმართოთ მძიმეწონიან და დაბალ ადამიანებს) და ა.შ.

Тусик – хорошо, что не трусик;

Орлы вы наши и нет вас краше – ეს ფრაზა ალბათ ორგიების დროს გამოიყენება;

птеродактиль мой редкостный – არ თქვათ, რომ გენიალური არაა;

ю-тю-тюлечка! – და აქ თვითონ მთქმელი ”წიუ-წიუუ!” – უსტვენს…
Берлидормик, бесючичка, бобубасечка, каквушка – ამ სიტყვებში ჯერ ვერ გავერკვიე…

და ბოლოს – ეს რომ საყვარელ მამაკაცთან მიმართებაში არ გამოვიყენო ერთხელ როგორმე, ალბათ ცუდად გავხდები – ДОБРЫЙ ФЕЙ!

მსგავსი ამბები

Back to top button