საკითხავისამხედროსაქართველო

ქართველი სამხედროები ცხინვალში უცხოელების თვალით

… მკვდარივით დავიღალე და ცხინვალის სასტუმრო ნომერში წყლის დასალევად ავედი. უეცრად ფანჯრის მიღმა, სასტუმროს ეზოში, ქართული საუბარი და იარაღის ჟღარუნი გაისმა. მე ფეხაკრეფით გავედი აივანზე. დაბლა დანაყოფი მწკრივდებოდა. გამთენიის ბინდში ნატო_ს ჩაფხუტების საფრის გარჩევა შესაძლებელი აღმოჩდა. ეჭვი არ იყო – ქართველები ქალაქში იყვნენ! გავიქცე? მაგრამ სად? გადავწყვიტე გავნაბებულიყავი: დაე თავად მომაკითხონ, თუ ვინმეს ვჭირდები.

…ყუმბარმტყორცნით  იყო შეიარაღებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების თავჯდომარე ანატოლი ბარანკევიჩიც. იგი ღრუბელზე მეტად მოქუფრული გახლდათ.

_არის კავშირი ჰკითხა მან ჟურნალისტებს, არის მობილური ტელეფინი?…    გამიკვირდა შუა შტურმის დროს  სამხედროები კავშირს ვერ ახორციელებენ? მარტო სამშვიდობოებს იმდენი ანტენა აქვთ! მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება, რომ ჩვენი კავშირგაბმულობის ოფიცრები უროებს ურტყამდნენ სამხედრო რაციებს, ხოლო ახალთახალი ნოუთბუქი ჯერ კონდახით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლში შეაგდეს, სადაც უკვე იწვოდა საიდუმლო დოკუმენტაცია საიდუმლო კოდებითა და შრიფტებით. ცეცხლს მიეცა ათობით ოფიცერთა მობილური ტელეფონი…

_ გადაეცით პირადად პრეზიდენტ მედვედევს, რომ ჩვენ უკანასკნელი ძალებით ვუმკლავდებით!  – ყურმილში გაჰყვიროდა ბარანკევიჩი, – ქართულმა ჯარებმა ,ფაქტობრივად  დაიკავეს ქალაქი. ჩვენ შეპირებულ დამხმარე ძალას ველით! თუკი ქალაქში კოლონა არ შევა, ეს ყველაზე სამარცხვინო ღალატი იქნება რუსრთის არმიის ისტორიაში!…

ამ დრს დაიწყო საარტილერიო დაბომბვა. მე ჩვეულებისამებრ აბანოში ჩავიკეტე და ჩავფიქრდი: რატომ მოხდა რო ჩვენები შეპირდნენ და არ მოდიან? და როგორ იქნება ქართულად არ ისროლოთ! ჟურნალისტი ვარ?…

ვინ თქვა რომ ქართულ არმიას არ შეუძლია ბრძოლა? შეუძლია, და თანაც როგორ! როგორც კი ჟურნალისტებმა ქალაქში შეგროვება დააპირეს ისეთი დაბომბვა დაიწყო, გარეთ ცხვირის გამოყოფის საშუალებაც კი არ იყო. სად არის 58ე არმია? სად არის შეპირებული სპეცდანიშნულების რაზმი? აკი განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა საქართველო ყველაფრისთვის პასუხს აგებს?

სამხედრო ხელოვნების ყველა კანონის მიხედვით, დღევანდელი დღე  ქალაქიდან სნაიპერებისა და დივერსანტების განდევნას  უნდა დათმობოდა. აქ კიდევ ყველაფერი თავიდან დაიწყო. საბრძოლო სულისკვეთება უკვალოდ ქრებოდა. რაც მთავარია, ისროდნენ ცენტრთან სულ უფრო და უფრო ახლოს…

… შაბათს საღამოს ხუთისთვის, გარნიზონში შტურმისთვის მზადების ბრძანება გავრცელდა. შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის პრეს–მდივანი, კაპიტანი ივანოვიც კი გაბოროტებული იყო. არანაირი 58 არმია არ შემოსულა. ქართველებმა წუხელ თავად დაიხიეს უკან. დღეს ქალაქის დასაცავად გავგზავნეთ ჩვენ ბატალიონი. ოსებთან ერთად. სამი მიმართულებით დავიყავით.

_ ბატალიონი აღარ არსებობს. ქართველები ჩვენგან ოთხ კვარტალში არიან. ასე რომ გამაგრდით!…

… საღამოს ჩვენთან სამხრეთ ოსეთის რესპიბლიკის ვიცე–პრემიერი და შერეულ საკონტროლო კომისიაში მათი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი მოვიდა. იგი დაბნეული იყო და  პრეს–კონფერეცია პირდაპირ მავთულხლართის კედლით შემოღობილ საყარაულო ეზოში მოაწყო.

_ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ქალაქის 80 და რესპუბლიკის 90 პროცენტი ქართულ ჯარებს უკავიათ. რუსეთმა გვიღალატა. ჩვენ კოლოსალურ დანაკარგებს განვიცდით.

ბლეფმა 58_ე არმიის შესახებ მტკივნეულად დაარტყა ჩემს თავნოყვარეობას. აღმოჩდა, რომ არანაირი კორიდორები, არანაირი წყლითა და სურსათით მომარაგება არ ყოფილა. ქალაქს ქართველები აკონტროლებდნენ და საოცარი იყო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით…

ავტორი: ავრაამ შმულევიჩი

წყარო: სამხედრო ბროშურა

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close