ანტიკური ეგვიპტის კიდევ ერთი საიდუმლო-ამენხოტეპ IV ანუ ეხნატონი
ანტიკური ეგვიპტე საიდუმლოებებითაა მოცული. ესეც კიდევ ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა..ვისაც გიყვართ ეგვიპტური ცივილიზაცია ან ერთხელ მაინც გიოცნებიათ ეგვიპტოლოგი გამოსულიყავით სრულიადში …
რეფორმაციის ხანის ეგვიპტე (ჩვ.წ-მდე XIVს) მსოფლიო იმპერიად იქცა.აფრიკის,ევროპის და აზიის უდიდეს ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფოები ან ეგვიპტის შემადგენლობაში შედიოდნენ ან მის ვასალებად ითვლებოდნენ.
იწყებოდა XVIII დინასტიის მმართველობისა და ეგვიპტის აყვავების ხანა.სიმდიდრითა და ფუფუნებით გულმოსუყებულ ფარაონებს სხვა საფიქრალი გასჩენოდათ-მაღალი ფენის გაძლიერებულ დიდებულთა მოთოკვა.მოხელეებს,მესაკუთრეებსა და მთავარსარდლებს კიდევ მოუვლიდნენ მაგრამ ქურუმთა ფენა ფარაონთა ერთპიროვნული მმართველობის აქილევსის ქუსლად იქცა.საჭირო გახდა ერთიანი იდეოლოგიის,ერთიანი რელიგიის შექმნა,რომელიც ერთი დროშის ქვეშ გააერთიანებდა ეგვიპტურ ნომებსაც(ეგვიპტის ადმინისტრაციული ოლქი,ეგვიპტეში სულ 42 ნომი იყო) და დაპყრობილ ქვეყნებსაც.
ერეტიკოსი ფარაონი
მმართველობის 30-ე წელს ამენხოტეპ III(ამენხოტეპ IV-ის მამა)იძულებული გახდა „ხებ-სედ“-ის რიტუალური დღესასწაული გაემართა.ეს დღესასწაული უძველესი დროიდან იყო დამკვიდრებული,რომლის დროსაც თავდაპირველად ფარაონს,რომელიც 30 წელი მართავდა ქვეყანას კლავდნენ და ეს იყო განახლების სიმბოლო..მაგრამ შემდეგ ტრადიცია შეიცვალა და ეს დღესასწაული ძალას „უნერგავდა“ ფარაონს ახალი ვადით ემართა ქვეყანა.
სწორედ ამ დღესასწაულის დროს დაქორწინდნენ ეგვიპტის სილამაზის დედოფალი ნეფერტიტი და ამენხოტეპ IV,რომელთაც შეეძინათ ქალიშვილები: მერიტამონი,მიკეტამონი,ანჰესენპაამონი-ტუტანხამონის მეუღლე და კიდევ სამი გოგონა.
ამენხოტეპ IV-ისა და ნეფერტიტის შვილები
მამის სიკვდილის შემდეგ ფარაონი მის პოლიტიკას აგრძელებდა..მაგრამ უეცრად ერთპიროვნულმა ახალგაზრდა მბრძანებელმა გეზი შეიცვალა დიდგვაროვანთა,თვით ქურუმთა დაუკითხავად მოქმედება და მათი მოსაზრებების სრული უგულებელყოფით,ფარაონმა ეგვიტელთა უზენაესი ღმერთი ამონი ატონით შეცვალა და აღიარა არა მხოლოდ ერთიან არამედ ერთადერთ ღმერთად,რითაც ხაზი გაუსვა ფაქტს,რომ ფარაონის ხელისუფლება შეუზღუდავია როგორც სახელმწიფოებრივ ასევე რელიგიურ საკითხებში.
ეს იყო სრული გადატრიალება ეგვიპტის რელიგიასა თუ ცივილიზაციაში..მრავალღმერთიანობა ერთღმერთიანობით შეიცვალა…ეს ანტიკური სამყაროსთვის რევოლუციის ტოლფასი იყო.ქურუმები ახალგაზრდა ფარაონს ერეტიკოსად რაცხავდნენ,თუმცა ღიად დაპირისპირებას ვერ ბედავდნენ.არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდათ ქურუმებს ხალხზე.ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი თებეს ამონ-რას ქურუმთა მოთოკვა იყო,რაც ამენხოტეპის მამამ და პაპამ ვერ შეძლეს.
ამენხოტეპმა თავისი სახელი(ამენხოტეპ-ამონი კმაყოფილია) შეცვალა ეხნატონით (ატონისთვის ხელსაყრელი) ხოლო ნეფერტიტი(მშვენიერი მოვიდა) ნეფერნეფრუატონად(მშვენიერი სილამაზე ატონისა) იქცა.
ქვეყანაში ამონის სახელი გაქრა ,თუ ვინმე მაინც ახსენებდა მას ფარაონის მოხელეები სასტიკად სდევნიდნენ და სჯიდნენ.
რეფორმის უპირველესი პრინციპი ასე გამოიხატა:“ჰქმენ როგორც შენი მე გიკარნახებს“.ეს ნამდვილი გადატრიალებაა იმდროინდელ ეგვიპტურ ფილოსოფიასა თუ თეოსოფიაში.ინგრევა ეგვიპტის მრავალსაუკუნოვანი მითოლოგემა.
ატონმა დედაქალაქი თებედან ჩრდილოეთით ახეტატონში(ატენის ჰორიზონტი) გადაიტანა.ქალაქი მყისიერად გაშენდა.აქ მდებარეობდა ფარაონის უმშვენიერესი სასახლე.
ახეტატონი რუკაზე
ეხნატონს ჰყავდა თანაფარაონი ქალი კიია,რომელიც იერარქიით დედოფალზე მაღლა იდგა და ფარაონის თანასწორად ითვლებოდა.კიიას არასოდეს უსარგებლია პრივილეგიით,თუმცა განაწყენებულმა ნეფერტიტიმ ჩრდილოეთის სასახლეში ისურვა ცხოვრება…
ბნელით მოცული ეპიზოდი
ამენხოტეპ IV-ის,ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და საერთოდ ძველი ეგვიპტის რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია.ამენხოტეპ IV-ის ზეობის ხანა დაახლ. 1424-1402 წლებია(6წელიწადს მამასთან ერთად მართვავდა ეგვიპტეს)არსებობს ეჭვი,რომ ის სულაც არ იყო რეფორმათა თაოსანი…ფარაონობის პირველ 6 წელს ის განუხრელად იცავდა მამის პოლიტიკას,მხოლოდ მეშვიდე წელს იწყება მოულოდნელი შემოტრიალება…არქეოლოგ თეოდორ დევისს,რომელიც ამენხოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამარხს თხრიდა ქალის ნაცვლად იქ 22-23 წლის ასაკის მამაკაცის ჩონჩხი დახვდა.გამოითქვა ეჭვი რომ ის ამენხოტეპ IV-ისა უნდა ყოფილიყო,რადგან არსებობს ვერსია,რომ ახალგაზრდა ფარაონი ებრაელთა დევნისას დაიხრჩო მეწამულ ზღვაში.ეს სამარცხვინო სიკვდილი და ამავე დროს ეგვიპტის იდეოლოგიის კრახიც იყო(ებრაელთა ღმერთის უპირატესობას ადასტურებდა ეგვიპტელთა ღმერთის წინაშე)ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს რომ წყალში დამხრჩვალის სხეული არ იღებს ბალზამს.ამიტომ დახვდათ სამარხში ჩონჩხი და არა მუმია.
ჩონჩხის გამოკველვის შედეგად კაიროს მუზეუმის მედიცინის პროფესორი სენსაციურ დასკვნას აკეთებს: ამენხოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით დაავადებული იყოო,რაც შეეხება ეგვიპტის ისეთ ფენომენალურ მოვლენას როგორიც რეფორმებია ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც ავადმყოფი ფარაონი ვერ შეძლებდაო.ჩონჩხმა და ამ დასკვნებმა დაეჭვა არა მხოლოდ ეგვიპტოლოგები,არამედ ისტორიის ბევრი სხვა მკვლევარიც.განმტკიცდა აზრი რომ ეხნატონი სრულიადაც არ არსებობდა ან ცრუ ეხნატონის უკან ამენხოტეპ IV კი არა სულ სხვა პიროვნება იდგა.მაგრამ ისმის კითხვა რატომ დაირქვა მან ეხნატონი და არა ამენხოტეპ V ?
ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს მეფე სოლომონის სიტყვები(ბიბლიის მიხედვით):” ტაძრის მშენებლობა ჩემი მეფობის მეოთხე და ეგვიპტიდან ებრაელთა პირველი გამოსვლის 480 წელს დავიწყე”.სოლომონი დაახლ.965 წლიდან მეფობს .ე.იტაძრის მშენებლობა დაიწყო 961 წელს.961+480=1441წელს ყოფილა ებრაელთა პირველი გამოსვლა ეგვიპტიდან..ამენხოტეპ IV დაახლ.1424-1402 წლებში იყო ფარაონი.უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა თარიღი მიახლოებითია,ამიტომ ზუსტად არ დაემთხვევა.ე.ი სავსებით ნათელი ხდება თუ რატომ უნდა დამხრჩვალიყო ფარაონი ებრაელთა დევნის დროს და ეგვიპტელებს ეს სამარცხვინო სიკვდილი დაემალათ.
ნეფერტიტი მემფისს მიემგზავრება და ახეტატონს ტოვებს,საიდანაც 20 წლის მანძილზე ეგვიპტეს მართავს ამენხოტეპ IV -ის სახელით და რეფორმებს რეფორმებზე ატარებს ლოზუნგით-: „ქმენ როგორც შენი მე გიკარნახებს.“
სცენა ატონის თაყვანისცემა(ატონის ტაძარი)ძვ.წ. მე-14 საუკუნე
ეხნატონი ოჯახით.ძვ.წ მე-14 საუკუნე
ეს მართლაც ბუნდოვანი,მაგრამ საინტერესო ისტორიაა. მოდით მეცნიერებს მივანდოთ ამ საკითხისათვის ნათელის მოფენა.
წყარო: ენციკლოპედია“ცივილიზაცია“