ახალი ამბები

MPAA-მ მსოფლიოს მასშტაბით 39 Torrent საიტი დახურა

h1nep

The Motion Picture Association of America (MPAA) და ანტიპირატულმა ჯგუფმა BREIN, აშშ-ში 12 და სხვა ქვეყნებში სულ ცოტა 39  Torrent საიტი ჩუმად დახურა. ეს მას შემდეგ მოახერხეს რაც ამ საიტების ჰოსტინგ პროვაიდერებს უჩივლეს, საავტორო უფლებების დარღვევისათვის. საიტების სახელები და მისამართები უცნობი რჩება თუმცა როგორც ჩანს დიდი Torrent საიტები ჯერ ისევ ხელუხლებელნი რჩებიან.დახურულ საიტთა მისამართები არ გამოაქვეყნეს რადგან ხშირად ასეთი ღონისძიებების შემდეგ დახურული საიტები ახალი დომენებით გამოჩნდებიან ხოლმე ინტერნეტ სივრცეში. მაგალითად თუ დახურავენ TorrentMovies.com-ს მისი მფლობელი ადგება და თავის საიტს TorrentMovies.info-ზე გააცოცხლებს. ეს ინტერნეტ მომხმარებლებმაც კარგად იციან და თუ დახურული საიტების მისამართები ცნობილი გახდება მაშინ მათი ახალი ასლების პოვნაც არ გაუჭირდებათ და ამ სახელების გამოქვეყნება ისევ Torrent საიტების რეკლამა გამოვა.

საიტების ასეთი მასობრივი დახურვა პირველი ნამდვილად არაა. გასულ ნოემბერს 70-ზე მეტი საიტი დახურეს საავტორო უფლებების დარღვევისთვის.

ზოგიერთი მსხვილი Torrent და ფაილების გასაზიარებელი საიტების მფლობელებმა, RapidShare-ის ჩათვლით ლობისტების დაქირავება დაიწყეს ამ მასობრივი დახურვებისგან თავის დასაცავად.

TorrentFreak-ის თქმით BREIN-მა ნიდერლანდებში დაახლოებით 1,000 torrent საიტი დროებით დახურა. MPAA-ც იგივეს გაკეთებას ეცდება ამერიკაში. ამერიკის მთავრობა უკვე გაცხარებით ცდილობს აღმოფხვრას საავტორო უფლებების ასეთი დარღვევები.

გახსოვთ ალბათ Google-ს ახალი პოლიტიკა რომ გაგაცანით პირატულ საიტებთან დაკავშირებით.  როგორც ჩანს წელს მრავალ ასეთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

წყარო: http://newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button