TECH & მეცნიერება

სატრანსპორტო მიღწევები

c53a5d1c0162
მას შემდეგ რაც ადამიანმა პირველად გამოიყენა მექანიკური ტრანსპორტი, ის უფრო ჩქარა, შორს, მაღლა და ღრმად გადაადგილების საშუალებებს ეძებს. მოდით ვნახოთ სადამდე მიიყვანა ადამიანები ამ ძიებამ

მატარებელი ტყვია

იაპონურმა შინკასენმა, რომელიც ევროპელებისათვის ცნობილია, როგორც მატარებელი ტყვია,მან ფუნქციონეირება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. დღემდე რკინიგზამ მილიარდზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ეს ელმავლები მათთვის დაგებულ სპეციალურ გზაზე ძალიან სწრაფად მოძრაობენ. 500 მატარებლისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც კოკურასა და ჰიროსიმას შორის მოძრაობდა, სატრანსპორტო მომსახურების მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც საშუალო სიჩქარემ 261,8 კმ შეადგინა. გარდა ამისა ამ მატარებლებს ეკუთვნით უსაფრთხოების რეკორდიც, რაც მათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჩქაროსნულ მატარებლად აქცევს.

e122121d4221

228f0cde398f

ტელეფერიკო მერიდა

საბაგირო გზა ხშირად მთის მწვერვალებზე ადამიანების აყვანისა და ტვირთის ატანის პრაქტიკული გზაა. ტელეფერიკო მერიდა, რომელიც ვენესუელის ანდებში მდებარე ქალაქ მერიდას პიკო ესპეროსასთან (სარკისებრ მწვერვალთან) აკავშირებს, ყველაზე გრძელი და მაღალი საბაგირო გზაა. ის მოძრაობას ზღვის დონიდან 1639 მეტრის სიმაღლიდან იწყებს და ოთხსაფესურიან აღმასვლას 4763 მეტრის სიმაღლეზე ასრულებს. საბაგირო გზა 12,8 კმ-ს ფარავს. თითოეულ ვაგონს 45 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობა თითქმის ერთ საათს გრძელდება.

410f3e1dd77d

e1db4580cc8a

69843e5d03ae

ბრეიტლინგის საჰაერო ბუშტი (ორბიტერ 3)

ამ საჰაერო ბუშტით დედამიწის გარშემო ფრენა პირველად 1999 წელს განხორციელდა. შვეიცარიელი ბერტრან პიკარდი და ბრიტანელი ბრაიან ჯონსი, სიცოცხლისათვის აუცილებელი ყველა მოწყობილობითა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვლ კაბინაში ცხოვრობდნენ. ორბიტერ 3 შვეიცარიიდან აფრინდა და დედამიწას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ შემოუფრინა. მან 42810 კმ 19 დღეში, 1 საათსა და 49 წუთში დაფარა. საჰაერო ბუშტი ეგვიპტეში დაფრინდა, როთაც კიდევ უფრო გაზარდა განვლილი მანძილის რეკორდი.
ბრეილინგის ”ორბიტერ 3” 55 მეტრი სიმაღლისაა.

2745066818ef

b8fadc5878ed

76a7aecb6553

მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი (შატლი)

იგი ერთ-ერთი ურთულესია დედამიწაზე ოდესმე აგებულ მანქანებს შორის. შედგება სამი ნაწილისაგან: საწვავის ორი ავზი, ორი ამაჩქარებელი რაკეტა და ძირითადი ნაწილი ანუ ორბიტერი. შატლებს უშვებენ კოსმოსში რაკეტა-მატარებლების საშუალებით. შატლი ახორციელებს მანევრებს ორბიტაზე როგორც კოსმოსური ხომალდი და ბრუნდება დედამიწაზე როგორც თვითმფრინავი.
ხომალდს საათში 27358 კმ-ს განვითარება შეუძლია, რაც აძლევს დედამიწის მიზიდულობის დაძლევის საშუალებას. ფრენისას ასტრონავტები სამეცნიერო ექსპერიმენტებითა და დაზიანებული თანამგზავრების შეკეთებით არიან დაკავებულნი. იგულისხმებოდა, რომ შატლები იმოგზაურებდნენ დედამიწის ორბიტასა და დედამიწას შორის და გადაზიდავდნენ სასარგებლო ტვირთებს ორივე მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებული იყო რომ ყოველი შატლის ვარგისიანობის რაოდენობა (გამოყენებადობა) იქნებოდა +/- 100, მაგრამ პრაქტიკულად ისინი გაცილებით ნაკლებად გამოიყენება. დღეისათვის ყველაზე მეტი გაფრენა განახორციელა ატლმა „Discovery“-მ — 33. ატმოსფეროში შესვლისას ხომალდს აალებისგან ცეცხლგამძლე გარსი იცავს.

ff7349f4289e

849c94561129

5c56d0180c74

კონკორდი

ეს სამგზავრო თვითმფრინავი ბგერის სიჩქარეზე უფრო სწრაფია. დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შექმნილმა კონკორდმა მგზავრების გადაყვანა 1976 წლიდან დაიწყო, მრავალწლიანი გაუმჯობესებებისა და გამოცდების შემდეგ. ამ ზებგერით თვითმფრინავს ოთხი მძლავრი ძრავა აქვს, მისი სიგრძე 62 მეტრია, ხოლო ფრთების გაშლილობა 25,5 მეტრი. დღემდე მხოლოდ 16 კონკორდია დამზადებული, რომელთაც მხოლოდ ავიაკომპანიები ”British Airways” და ”R France” იყენებენ. ატლანტის ოკეანეს კონკორდი ჩვეულებრივ რეაქტიულ თვითმფრინავზე ორჯერ სწრაფად გადაუფრენს, მაგრამ მხოლოდ 128 მგზავრს იტევს, ასევე ძალიან ხმაურიან თვითმფრინავადაც ითვლება.)) კონკორდის ცხვირი აფრენისას ქვემოთ იხრება, რათა გზა უკეთ გამოჩნდეს.

8cda550cd856

aa4079c21187

afb0fdf003c5

Thrust SSC

1898 წლიდან მოყოლებული მანქანების მოძრაობის სიჩქარე განუწყვეტლივ იზრდებოდა, მაგრამ ბგერის სიჩქარე მიუღწევლად რჩებოდა. საბოლოოდ ამასაც მიაღწიეს, როდესაც 1997 წლის 15 ოქტომბერს აშშ-ში ნევადის შტატის Black Rock-ის უდაბნოში Thrust SSC-მა, რომელსაც ბრიტანელი პილოტი ენდი გრინი მართავდა, ფენომენალური სიჩქარე 1227,99 კმ/სთ განახორციელა. 16,5 მეტრის სიგრძის უზარმაზარმა მანქანამ, რომელსაც როლს-როისის ორი 110000 ცხენისძალიანი ძრავა ჰქონდა, უფრო მაღალ სიჩქარესაც მიაღწია, მაგრამ სიჩქარის აღრიცხვის წესები ორი გარბენის შედეგად მიღებული საშუალო სიჩქარის დაფიქსირებას მოითხოვს.))

e022f4f0b2a2

0fe248c5f493

ec7065f31e84

წყალქვეშა ნავი (ნაუტილი)

ნაუტილი ფრანგული წარმოშობის მცირე წყალქვეშა ნავია, რომელსაც 3 ადამიანის ჩაყვანა შეუძლია ზედაპირიდან 6000 მეტრის სიღრმეზე. ნავი რომლის აგება 12 მილიონი გირვანქა სტერნლინგი ჯდება, 19,3 ტონას იწონის, მისი სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 2,7 მეტრი. ნაუტილი ტიტანის უმტკიცესი შენადნობისგანაა აგებული და 10 სმ სისქის კედლები აქვს, ამიტომ წყლის დიდი მასის ზეწოლის გაძლება შეუძლია. ნავს ელექტროძრავა ამოძრავებს, ხოლო წყალქვეშა ლოკატორი ანუ სონარი ზღვის ფსკერზე მყოფი ობიექტების მოძებნაში ეხმარება. გარდა ამისა, ნავი აღჭურვილია კამერებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით, ხლო ტროსზე მიბმული რობოტით შესაძლებელია ჩაძირული გემების შესწავლა.

e0647bfa3381

14aa1b23cde7

da91e8bc0dd1

და ბოლოს

ეს უკანასკნელი საქართველოს მიღწევა არ გეგონოთ, არ ვიცი საიდან მოხვდა ჩვენი სახელმწიფო ინდექსი ავღანეთში (ნუთუ იმ მებრძოლი ქართველების დამსახურებაა?  :lol2:  )  მაგრამ ფაქტია რომ დიდი მომავალი აქვთ)) ეს სატრანსპორტო საშუალება  ეკოლოგიურად სუფთა, ნუ საშუალოდ მოძრაობს 30კმ/სთ სიჩქარით, მოგემსახურებათ მინიმუმ 18 წელი უპრობლემოდ, ასევე კარგი საშუალებაა საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად მიუდგომელ ადგილებში, ტვირთის გადასაზიდად და ა.შ. ამასთანავე მშვენიერი სიგნალიც აქვს, მაგრამ როგორც ყველას და ყველაფერს ამასაც აქვს ერთი დიდი მინუსი საშინლად ჯიუტია, რაც სულ ცოტა ფიზიკური ძალისხმევის შედეგად მოგვარებადია))
8e61537e565a

800246a1a9ea

წარმატებებს გისურვებთ სულ მწვანეზე გევლოთ))



წყარო:Dorling Kindersley Book

ამას დამატებული მე და googl-ი)))

მსგავსი ამბები

Back to top button