არქივი

კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანების მიერ ჩადენილი ყველაზე სამარცხვინო და ლაჩრული ქცევები

image

ჩვენ გვახსოვს და ვიცით უამრავი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს სხვების გადასარჩენად, მაგრამ არანაკლებ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ლაჩარივით სულმდაბლად იქცევიან და სხვებს განსაცდელში ტოვებენ. მოდით გავიხსენოთ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა.

 

1. “ვიძირებით! ..სასწრაფოდ ჩაკეტეთ მგზავრები!”

 

image

 

არა მგონია, ოკეანეში ისეთი სივიწროვე იყოს, რომ ხომალდები ერთმანეთს ეჯახებოდნენ. მით უმეტეს, XIX საუკუნეში სულაც არ უნდა ყოფილიყო ამის საშიშროება. მიუხედავად ამისა, 1848 წლის ერთ შტორმიან ღამეს ორმა ხომალდმა”მოახერხა” და ერთმანეთს დაეჯახა ოკეანეში. ამასთანავე ერთო ხომალდი უვნებლად გადარჩა, ხოლო მეორემ სწრაფად იწყო ჩაძირვა.

ჩასაძირად განწირულ ხომალდზე 100 მგზავრი იმყოფებოდა. მათ მშვიდად ეძინათ თავიანთ კაიუტებში და მხოლოდ შეჯახებამ დაურღვიათ ღამის იდილია. კაპიტანს სასწრაფოდ უნდა ეპოვა რაღაც გზა მგზავრების გადასარჩენად: მაშველი ნავები გემზე საერთოდ არ იყო, გადარჩების ერთადერთი გზა მეორე, უვნებლად გადარჩენილ გემზე გადასვლა იყო, მაგრამ ის ძალზე პატარა იყო და ყველა მგზავრს ვერ დაიტევდა. მაშინ მცირეოდენი თათბირის შემდეგ ჩაძირული ხომალდის ეკიპაჟმა საოცრად “ბრძნული” გადაწყვეტილება მიიღო: მათ ჩაკეტეს ტრიუმის ლუკი, რათა მგზავრებს ხელი არ შეეშალათ მათ განზრახვაში, მთელი ეკიპაჟი გადაბარგდა მეორე გემზე საკუთარი ტყავის გადასარჩენად და დასახრჩობად განწირული მგზავრები ბედის ანაბარად მიატოვეს.

 

image

 

საბედნიეროდ, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს: მგზავრებმა შეძლეს ტრიუმის ლუკის გატეხვა და გემბანზე ამოსვლა, მათ გასახარად ამ ამბავს ახლოს ჩავლილი მესამე გემი შეესწრო. გემმა საკუთარ ბორტზე აიყვანა ყველა მგზავრი და ისინი უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.

გადარჩენილმა მგზავრებმა საჩივარი შეიტანეს გემის უსინდისო ეკიპაჟის წინააღმდეგ, რომელმაც მათ სასტიკი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.



2. “ეს მხოლოდ მიწისძვრაა, ბავშვებო!”

 

image

 

მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლო საქმე რომაა, ეს ძალიან კარგად იცოდა ჩინელმა მასწავლებელმა ფან მეზონგმა, რომელიც სიჩუანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ასწავლიდა. ამიტომ როცა მიწისძვრა დაიწყო, მან გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ყველა კარგი მასწავლებელი. ფანმა უთხრა მოსწავლეებს: “-შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიწისძვრაა”. თითქოს ამ ისტორიაში უჩვეულო არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: თქვა თუ არა ეს სიტყვები, ფანი თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ და პანიკაში ჩავარდნილი მოსწავლეები საკლასო ოთახში მიატოვა. როცა მან მთელი ეზო გადაირბინა და ფეხბურთის მოედანიც ზედ მიაყოლა, მხოლოდ მაშინ შეჩერდა, გააცნობიერა რა, რომ არასწორად იქცეოდა და საკლასო ოთახში დაბრუნდა, თუმცა ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო.

 

image

 

როცა ფანს მოუწია ახსნა – განმარტება მიეცა სკოლის ხელმძღვანელობის წინაშე ამ ფაქტის გამო, მან გულახდილად თქვა :”-ჩემში გამძაფრებულია თვითგადარჩენის პრინციპი, მე არასოდეს ვიყავი გულადი და სიმართლე რომ გითხრათ, სხვისი სიცოცხლე დიდად არ მაღელვებს”. რა თქმა უნდა, პატიოსანი აღიარება მასწავლებლის დადებით ხასიათზე მეტყველებს, მაგრამ ის მაინც დაითხოვეს სკოლიდან.



3. “თვითმფრინავი თვითონ გაფრინდება, მე კი აქედან უნდა ავითესო!”

 

image

 

1989 წლის ივლისის ერთ მშვენიერ დღეს ნატოს რადიოლოკაციურმა სისტემამ აღმოაჩინა რუსული გამანადგურებელი, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარს. ორიოდე წუთის შემდეგ ცაში უკვე აშშ-ის საჰაერო ესკადრილიის ორი გამანადგურებელი აიჭრა, რომლებსაც ბაზა ჰოლანდიაში ჰქონდათ. კიდევ ორიოდე წუთის შემდეგ მათმა პილოტებმა დედამიწაზე გადმოსცესსაოცარი ფაქტი: რუსული МиГ-23 ჰაერს უპილოტოდ კვეთდა.

სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა არა იმიტომ, რომ თითქოსდა თვითმფრინავს უჩინარი პოლტერგეიტსი მართავდა, არამედ იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი ლითონის მანქანა, სავსე იარაღით და ტყვია-წამლით, ადრე თუ გვიან დედამიწაზე ჩამოვარდებოდა და საშინელ აფეთქებას გამოიწვევდა, დაბლა კი უკვე ბელგიის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული რაიონები იყო…

 

image

 

აი რა მოხდა სინამდვილეში: გამანადგურებლის პილოტმა პოლკოვნიკმა ნიკოლაი სკურიდინმა მანქანა ჰაერში აიყვანა პომარანსკის ავიაპოლკის აეროდრომიდან. თვითმფრინავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა. აფრენიდან რამოდენიმე წუთში სკურიდინმა შეამჩნია, რომ ძრავამ უჩვეულო ხმაური და გამანადგურებელმაც სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. დამფრთხალმა სკურიდინმა გადაწყვიტა, რომ სადაცაა ძრავა აფეთქდებოდა და სასწრაფოდ მოახდინა კატაპულტირება. შემდეგ გაირკვა, რომ ძრავას სერიოზული დაზიანება არ ჰქონია და მისი უჩვეულო ხმა საწვავის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია. მალე შეფერხება გამოსწორდა და გამანადგურებელმა ისევ იწყო მაღლა ასვლა და ავტოპილოტით იფრინა მანამ, სანამ საწვავი არ დამთავრდა.

გამანადგურებელი საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარზე ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა…ერთი ადამიანი დაიღუპა.



4. ” გავიქცეთ..დანარჩენებს აისბერგი უშველის!”

 

image

 

“ტიტანიკი”-ერთადერთი ხომალდი არ ყოფილა, რომელიც აისბერგთან შეჯახებისას ჩაიძირა. 1849 წელს ხომალდს, ლამაზი სახელწოდებით “HANNA”, ზუსტად იგივე ბედი ეწია. ხომალდს გეზი კვებეკისაკენ ჰქონდა აღებული.
გემის ბორტზე 200 ადამიანი იმყოფებოდა და მას ძალიან ცოტა სამაშველო ნავი ჰქონდა. უფრო სწორად, ასეთი ნავი სულ ერთადერთი იყო. აისბერგთან შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გემმა მაშინათვე დაიწყო ჩაძირვა. სიტუაცია უმართავი გახდა. მაშინ გემის ეკიპაჟი იმ ერთადერთ ნავში ჩახტა და სასწრაფოდ დატოვა კატასტროფის ადგილი, მიატოვეს რა სასიკვდილოდ განწირული 200 ადამიანი.

სამწუხაროდ, “HANNA”-მგზავრებს არ გაუმართლათ და სიახლოვეს არანაირი ხომალდი არ ჩანდა. მაშინ მგზავრებმა გადასარჩენად მიმართეს მას, რამაც ისინი კინაღამ დაღუპა: ისინი აძვრნენ აისბერგზე, კარგად მოკალათდნენ იქ და მშველელს დაუწყეს ლოდინი.

 

image

 

მაშველი ძალა მართლაც გამოჩნდა: შორიახლოს ჩავლილმა ხომალდმა ნახევრად გათოშილი მგზავრები ბორტზე აიყვანა. ბედის ირონიაა, მაგრამ ამ გემმა ისინი იმავე პორტში მიიყვანა, სადაც მოგვიანებით გაქცეული გემის ეკიპაჟი მობრძანდა: ისინი ორი დღე დაეხეტებოდნენ ოკეანეში და ძლივძლივობით მიაღწიეს ამ პორტს. წარმომიდგენია, რა “გულთბილ” შეხვედრას მოუწყობდნენ გადარჩენილი მგზავრები ლაჩრულად გაქცეული გემის ეკიპაჟს.



5. “ნავში მგზავრების ადგილი არაა, ჩემს ჩემოდნებს წყალში ხომ არ გადავყრი?”

 

image

 

1880 წელს თბომავალი “ჯედა”, რომლის ბორტზე მაჰმადიანი მომლოცველები იყვნენ, მექას მიმართულებით მიემგზავრებოდა. ეს იყო თანამედროვე თბომავალი ოთხი საკმაოდ დიდი სამაშველო ნავით. ასე რომ, თუკი რაიმე მოხდებოდა, ყველას გადარჩენა იყო შესაძლებელი, მაგრამ…

სამი დღის შემდეგ შტორმი დაიწყო. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ხომალდის საქვაბეები მოგლიჯა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ხომალდი წინსვლას ვეღარ შეძლებდა, გარდა ამისა, ტრიუმში წყალმა დაიწყო დენა და გემი ნელ-ნელა წავიდა ფსკერისაკენ..

მიუხედავად იმისა, რომ 900 მომლოცველი განუწყვეტლივ ტუმბავდა წყალს ტრიუმიდან, სიტუაცია უმართავი გახდა. კაპიტანმა ბრძანება გასცა სამაშველო ნავები მოემზადებინათ, მაგრამ ამ დროს გამოირკვა, რომ ნავები საკმარისი იყო მხოლოდ ეკიპაჟისა და მისი ტვირთისათვის. კაპიტანს არ სურდა თავისი ქონების ჩასაძირად განწირულ გემზე დატოვება.

 

image

 

გაცეცხლებულმა მუსულმანებმა ორი ნავი დალეწეს, მესამე წყალში ისროლეს სრულიად ცარიელი და მხოლოდ კაპიტანმა მოახერხა მეოთხე ნავით გაპარვა თავის ბარგთან ერთად. სანამ ნაპირთან მიცურდებოდა, კაპიტანმა მოიფიქრა ისტორია, რომ თითქოსდა მომლოცველების მაგივრად გემზე მძარცველების ბანდა აღმოჩნდა, რომლებმაც ამოწყვიტეს ეკიპაჟი და ჩაძირეს ხომალდი. მას ეგონა, რომ გემი მგზავრებითურთ უკვე ოკეანის ფსკერზე განისვენებდა. რაოდენ დიდი იყო გაქცეული კაპიტნის გაოცება და შოკი, როცა პორტში შესულმა იქ მდგომი “ჩაძირული” თავისი ხომალდი დაინახა. თურმე ჩავლილმა გემმა შეამჩნია ჩასაძირად განწირული ხომალდი და ბუქსირით მოიყვანა პორტში.

ლაჩარ და უსინდისო კაპიტანს მალე სასამართლოს წინაშე მოუწია თავის მართლება, თუმცა უშედეგოდ.

წყარო : intermedia.ge

Back to top button