არქივი

ნუ მოიწყენ, ცხოვრება მშვენიერია!!!

514c04ca8b87
ყველაფერი კარგად იქნება….შემოდი ,სრულიადში ერთი მშვენიერი პოსტი მკითხველს ელის…
პრობლემა გაქვს , და არ იცი როგორ გადაწყვიტო?მაშინ ეს პოსტი შენთვისააა…..ესეიგი პირველ როგში , აზრებს თავი მოუყარე…იქნებ ეს პრობლემა შენ გამოიწვიე?და იმაზე იფიქრე როგორ გამოასწორო….ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.წმინდა მამები ამბობენ : ადამიანს ძალუძს თავის თავში დაამარცხოს ყველაზე მძიმე ცოდვაც კი, და საბოლოოდ განდევნოს იგი…ახლა დავიწყოთ ბრძნული აზრების ფრქვევა :

1)როგორც მანქანა ვერ იმუშავებს , ბორბლების გარეშე,ისე წარმატებას ვერ მიაღწევ დაგეგმვის გარეშე…
2)დიდი ილია:კაცად მაშინ ხარ საქები,თუ ეს წესი,წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
3)მე თუ დავგეგმავ სწავლას , უნდა ვისწავლო როგორ დავგეგმო
4)ერთად რომ მიდიხართ,არის დასაწყისი,ერთად რომ ხართ არის პროგრესი , ერთად რომ მუშაობთ არის წარმატება!
5)შეგეძლოს მთავარის გამოყოფა და მისგან დაიწყე საქმე
6)თვალი ადევნე,ჩაიწერე შენი ნიშნები , დაუკვირდი არის თუ არა პროგრესი
7)რაც შეგიძლია გააკეთო დღეს ნუ გადადებ ხვალისთვის.
8)მაშინ შეაქე მეგზური,გზას რომ ბოლომდე გაივლი!!
9)იფიქრე დადებითზე,უარყოფითზე ფიქრი ვერ მიგიყვანს წარმატებისკენ
10)ხვალინდელი დღე არის მომავალი,დაივიწყე წარსულის მარცხი
11)მოერიდე სიტყვებს : ყოველთვის და არასოდეს
12)ყოველი დიდი მოგზაურობა , ერთი პატარა ნაბიჯით იწყება.
13)გაჭყლეტილი ჭიანჭველაც ისევე იტანჯება როგორც გაჭყლეტილი სპილო(ნუ ჯერ-ჯერობით არ მინახავს სპილო ვინმეს გაეჭყლიტოს,მაგრამ მინც)
14)ისწავლე საკუთარ შეცდომებზე , მით უკეთესი თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი
15)ბრძენი ის არის ვინც იცის საჭირო და არა ბევრი
16)მშვიდობისას შვილები მარხავენ მამებს, ომში კი მამები შვილებს. (ჰეროდოტე)
17)ან კაცობრიობა დაამთავრებს ომს, ან ომი დაამთავრებს კაცობრიობას. (ჯონ ფიცჯერალდ კენედი)
18)დედამიწას სიყვარული ატრიალებს. – გურამ დოჩანაშვილი
19)სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
ილია ჭავჭავაძე
20)„რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია.“
ეს ცოტაოდენი ფილოსოფიური აზრების ფრქვევა,იმედია ერთ ადამიანს მაინც დაეხმარა,თუ ეს მართლა ასე მოხდა,მე ძალიან გამიხარდება….თუ არადა “იმით ვინუგეშებ თავს,რომ ცუდად ჯდომას,ცუდად შრომა სჯობია” (ილია ჭავჭავაძე)……

მსგავსი ამბები

Back to top button