არქივი

Wat Rong Khun ქათქათა ბუდისტური სამოთხე

336243537ed5

ულამაზესი ბუდისტური ტაძარი

ბუდისტური ტაძარი ”Wat Rong Khun”, რომელიც მდებარეობს ტაილანდის ქალაქ ჩანგ რეი-ში, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ქათქათა ტაძარი, რომელიც არ გავს სხვა ტრადიციულ ტაძრებს, ადვილად გახდა ეროვნული ღირსშესანიშნაობა და  მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს.

61fe48910115

4b8d6e240f93

c45bd23e8638

73a0789574c1

bcbcb8e4f0fd

72fa32175130

d1851d829715

ტაძრის აშენების იდეა ეკუთვნის ტაილანდიელ მხატვარს ჩალემჩაი კოსიტპიპატს (Chalermchai Kositpipat). მისი პროექტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ტრადიციული ბუდისტური ტაძრებისგან მდგომარეობს იმაში, რომ ”Wat Rong Khun” გარედან მთლიანად თეთრია. ავტორის აზრით, თეთრი ფერი სიმბოლურად გამოხატავს ბუდას სიწმინდეს, ხოლო მშენებლობაში თეთრი შუშის გამოყენება ბუდას სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც ანათებს მთელ დედამიწას და სამყაროს.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დღემდე არ დამთავრებულა. საქმე იმაშია, რომ ჩალემჩაი აპირებს შექმნას 9 შენობისაგან შემდგარი მთლიანი კომპლექსი. მისი გამოთვლებით,  ამ იდეის რეალიზაციას დაჭირდება 60 – 90 წელი, ამიტომაც 55 წლის არქიტექტორმა თავისი გეგმები გაუმხილა 5 დამხმარე სტუდენტს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ თავისი მასწავლებლის საქმე. საინტერესოა, რომ ჩალემჩაი არ იღებს არანაირ სპონსორულ შეთავაზებას, მისი აზრით სპონსორების ჩარევა მათი ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიწვევს პირველყოფილი გეგმის შეცვლას, რაც ავტორს დაუშვებლად მიაჩნია.

b3d2be98f0b8

e9c7758b6bcb

cf27e9cc42bb

965a6659f247

51883188cf27

464226216498

f86c1c438627

136dd98b352e

ტაძარი სიმბოლურად განასახიერებს სამოთხეს და მასში მოსახვედრად უნდა გაიარო სიმბოლური ჯოჯოხეთი – ხიდი, რომლის ქვემოდანაც ფეხით მიმავლისკენ ცოდვილთა ხელები იწევენ. ტაძრის გარშემო მოწყობილ პარკში ასევე თეთრი, მითოლოგიური სკულპტურებია განლაგებული, თითოეული მათგანი განსაზღვრულ აზრს ატარებს და განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია.

763005ce2001

a9655a46da83

a40949f81389

d22300902748

საინტერესოა, როდის დამთავრდება ამ ულამაზესი შენობის მშენებლობა და როგორი იქნება მისი საბოლოო სახე, თუმცა ამის სანახავად, ავტორს თუ ვენდობით, მინიმუმ 50 წელი უნდა ვიცადოთ.

სხვათაშორის, კომპლექსში ყველაფერი თეთრი არ არის, ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლამაზი ”ოქროს” შენობა, რომელსაც ტურისტები ერთმნიშვნელოვნად თვლიან ერთ-ერთ ტაძრად, თუმცა ეს ოქროსფერი შენობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ტუალეტია :):):)

cf7f52eba3f3

P.s ჩემი პირველი პოსტი :):):)

მსგავსი ამბები

Back to top button