გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოს მასწავლებელი

სპეციალური პოსტი უფროსკლასელთათვის, ვისაც წელს გამოცდების ჩაბარების ბედნიერება უხვად მოელის…

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბილ გეითსის შვილებს და ჩვეულებრივ აფრიკელ მოზარდებს? პასუხი რათქმაუნდა ცხოვრების პირობები არ არის, მათ ჰყავთ საერთო მასწავლებელი!

თუკი დაგუგლავთ მის სახელს, სამწუხაროდ პირველივეს ამოაგდებს  ბოლივუდელ მსახიობს, ასევეა Facebook-ზე, სადაც ამ ადამიანის გვერდს ვერაფრით მივაგენი, რადგან ზემოდ ხსენებულ მსახიობის ასობით ფან გვერდი არსებობს, თუმცა მთავარი ამ პოსტში ეს არ არის…

გაიცანით… სალმან ხანი, წარმოშობით ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან, დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალ ორლეანში, კერძოდ ლუიზიანაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა მათემატიკისადმი სიყვარულით, მას აქვს ბაკალავრის ხარისხები მათემატიკაში, ელექტულ ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნირებებში, მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხები ელექტრულ ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნიერებებში მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში), მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში – M.B.A. (Master of Business Administration), ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ის მხოლოდ 33 წლისაა.

ის მუშაობდა ჰედჯ ჰონდში ანალიტიკოსად და საკმაოდ კარგადაც გამოიმუშავებდა ფულს, მოკლედ რომ ვთქვათ ჰედჯ ფონდი ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, არაოფიციალური მონაცემებით 2008 წელს მისი წლიური ბრუნვა იყო 2.5 ტრილიონი დოლარი (ცნობისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა და მის ჩასაწერად საჭიროა 13 რიცხვი!) , სწორედ ამ სამსახურს დაანება თავი ჩვენი პოსტის გმირმა და დაიწყო ვიდეო გაკვეთილების კეთება, რომელზეც ხელი ნებისმიერ მსურველს უფასოდ მიუწვდება.

ყველაფერი კი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, 2004 წელს ის თავის უმცროსკლასელ ნათესავს ასწავლიდა კილოგრამების გრამებში გადაყვანას, ხოლო ცოტახანში მას თავიდან მოუწია მისთვის ახსნა, მაგრამ ამჯერად უკვე ინტერნეტის საშუალებით, ის ძალიან გაოცდა როდესაც მისმა ნათესავმა მას უთხრა, რომ ინტერნეტით ახსნილი მას უკეთ ესმოდა, ვიდრე როდესაც ის მის გვერდით იჯდა. ამის შემდეგ სალმა (მას ყველა ასე ეძახის “სალ”) გადაწყვიტა თავისუფალ დროს გაეკეთებინა პატარა ვიდეო გაკვეთილები და Youtube-ზე აეტვირთა, მისმა ვიდეოებმა პოპულარულობა მალე მოიხვეჭეს და სალმაც თავის მაღალანაზღაურებად სამსახურს თავი დაანება და ამ უფასო ვიდეოების კეთება დაიწყო, წერის მომენტში სალს გაკეთებული აქვს 2000-ზე მეტი ვიდეო, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა ძირითად ტექნიკურ დარგს: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ორგანული ქიმია, კოსმოლოგია, ასტრონომია… ასევე აქვს გაკეთებული ვიდეოები ბიზნესის მენეჯმენტსა და ფინანსებზე… ასევე ცოტაოდენი ვიდეოები ისტორიაზე.

მაგალითად მათემატიკაში ვიდეოები იწყება ელემენტალური არითმეტიკით…

და ადის უმაღლეს კალკულუსამდე …

ასევეა სხვა დარგებში ფიზიკა, ქიმია და ა.შ.

როგორც სალის ერთერთი მოსწავლე, შემიძლია ვთქვა რომ ის საუკეთესო მასწავლებელია რომელიც ოდესმე მყოლია, მისი ახსნის მეთოდები არ ჰგავს იმ მასწავლებლების/ლექტორების ახსნის მეთოდებს რომლებიც ცდილობენ მაღალფერდოვანი და ძნელად გამოსათქმელი სახელის მქონე თეორიების მეშვეობით აგიხსნან ის რაც ორი სიტყვით შეიძლება იყოს ახსნილი, რათა მოსწავლის/სტუდენტის თვალში უფრო განათლებული გამოჩნდეს. მათგან განსხვავებით სალს არ ეშინია გამოჩინოს ის რომ მანაც არ იცის ყველაფერი, ის არასოდეს მალავს თავის შეცდომებს და აღიარებს მათ, როგორც თვითონ სალი იძახის, მისი ლექციების წარმატების მიზეზი ის არის რომ, სტუდენტს არ ეშინია ჩაუღრმავდეს იმას რაზეც კითხვის დასმას ჩვეულებრივ ლექციაზე ვერც კი გაბედავდა, ვთქვათ აღარ გახსოვთ როგორ იყოფა ერთმანეთზე ათწილადები (გამოტყდით რომ არ გახსოვთ, ეს საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და თუ ხშირად არ გიწევთ ათწილადების გაყოფა, მაშინ გავიწყდებათ როგორ კეთდება ეს, იმის მიუხედავად რომ ეს V კლასის მათემატიკაა), თუ შენ ხარ უმაღლეს სასწავლებელში და აღარ გახსოვს თუ როგორ იყოფა ათწილადები, მაშინ არამგონია გაბედო და იკითხო თუ როგორ ხდება ეს, ეს ხომ იქ მყოფთა ჩუმ ღიმილს გამოიწვევს (იმის მიუხედავად რომ მათ 90% არ ახსოვს თუ როგორ კეთდება ეს), ხოლო როდესაც შენ ინტერნეტში სწავლობ, შენ მხოლოდ გჭირდება რომ მოძებნო საჭირო ვიდეო და უყურო მას, სწორედ ეს არის ინტერნეტით სწავლის ხიბლი…

როდესაც ისეთი ადამიანი როგორიცაა ბილ გეითსი, ამბობს რომ ისიც სწავლობს ამ საიტიდან და მისი შვილებსაც ურჩევს უყუროს სალის ვიდეოებს, ეს უკვე დიდი მიღწევაა, ალბად დამეთანხმებით…

ცოტა ხნის წინ გუგლმა გამოაცხადა კონკურსი იმ საიტებისთვის რომელებსაც დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიიო განვითარებაში, სალის საიტი იყო ერთერთი რომელმაც მოიგო 2 მილიონი დოლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდება საიტის განვითარებას…

სალმან ხანის კონფერენცია რომელიც დაგანახებთ თუ როგორი ადამიანია და როგორია მისი სამომავლო გეგმები საიტთან დაკავშირებით

ალბათ მიხვდებოდით, რომ სალი არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც უბრალოდ სურს განათლება მისცეს მას ვისაც ეს უნდა, ის ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, და მთელ თავის თავისუფალ დროს თავისი საიტის განვითარებას უთმობს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, სალის ვიდეოები ყველაზე მოხმარებადი ვიდეოებია ინტერნეტში, რომლებიც განათლებას ემსახურება, ყოველთვიურად სალის ვიდეოებ 20 000 უნიკალური მომხმარებელი უყურებს, ეს კი “ხანის აკადემიას” აქცევს ყველაზე დიდ სასწავლებლად მსოფლიოში!!!

თუ წაიკითხეთ პოსტი, ალბათ მიხვდით, რომ ადამიანის მიმართ უდიდესი სიმპატიით ვარ განწყობილი და დიდ პატივს ვცემ მის შრომას, მაშ ასე თუ მზად ხარ დაიწყო შენი გზა განათლებისკენ მაშინ დააწექი ქვემოთ სურათს!!!

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close