გემები და თვითმფრინავები, რომლებმაც სხვადასხვა დროს განიცადეს მარცხი და ფსკერზე აღმოჩნდნენ, დღეს კი მხოლოდ მათი დაჟანგული ნაწილებიღა შემორჩა..
ფოტოგრაფი ბილ კერტსინგერი
ოქროს თასი, ამფორა და ფინჯანი, სახელად კილიქსი – ეს ყველაფერი ანტიკურ დროში მცხოვრები ვაჭრის გემზე ინახებოდა, მაგრამ მტარვალმა ბედმა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მიუჩინა ადგილი. 15 მ სიგრძის ხომალდი დატვირთული იყო ძვირფასეულობითა და ფართო მოხმარების საქონლით, მაგრამ 3400 წლის წინათ თურქეთის ტერიტორიის სიახლოვეს მარცხი განიცადა.
ფოტოგრაფი დევიდ დუბილეტი
წითელი ზღვის ფსკერზე ჩასულ მყვინთავებს დახვდებათ მარჯნებით დაფარული ბრიტანული თბომავალი “კარნატიკი”, რომელიც 1869 წლის სექტემბერს ჩაიძირა. დღევანდელი შეფასებით, მასზე არსებული ოქროს ფასი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უდრიდა. განძის ამოღება და გადარჩენა მოახერხეს, თუმცა არის ჭორები, რომ რაღაც ნაწილი ისევ გემზეა, რაც რომანტიულ ელფერს მატებს მის ისტორიას.
ფოტოგრაფი დევიდ დუბილეტი
წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულის, ესპირიტუ სანტოს სიახლოვეს წყლის სიღრმეებში დაგხვდებათ 1931 წელს აგებული ძვირფასი საოკეანო ლაინერი “President Coolidge”. მას მოგვიანებით საბრძოლო ფუნქცია მიანიჭეს II მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. 1942 წლის 26 ოქტომბერს კუნძულთან მიახლოებისას შეცდომით ჭურვები დაუშინეს და ჩაძირეს. ზარბაზანი სურათზე President Coolidge-ის საომარ შემადგენლობაში იყო.
ფოტოგრაფი დევიდ დუბილეტი
II მსოფლიო ომის დროინდელი იაპონური თვითმფრინავი, რომელიც პაპუა-ახალი გვინეის სიახლოვეს განისვენებს. კუნძულზე მდებარე ქალაქი რაბაული ერთ დროს იაპონელების დასაყრდენი ადგილი იყო, ახლა კი მისი (რაბაულის) წყლები თვითმფრინავის ნაწილებს აქეთ-იქით ფანტავენ.
ფოტოგრაფი ჯო სტანკამპიანო
მყვინთავები და თევზები გარს უვლიან გემს, რომელმაც კაიმანის კუნძულის სიახლოვეს, კარიბის ზღვაში განიცადა მარცხი.
ფოტოგრაფი ნიკ კალოიანისი
საუკუნეების მანძილზე არსებულმა საზღვაო მიმოსვლამ და ვაჭრობებმა ჩრდილო ამერიკის სანაპირო წყლები გემების ნარჩენებით აავსო. სურათზე ერთ-ერთ მათგანს ხედავთ, ეს უიღბლო გემი ბაჰამასთან მისცემია სამუდამო ძილს.
ფოტოგრაფი უოლკოტ ჰენრი
ფილიპინების ტერიტორიაზე, ტუბატაჰას რიფის თხელი წყლებიდან გემის დაჟანგული კორპუსი ამოჩრილა. ტუბატაჰას რიფი, რომელიც სულუს ზღვაში 32 000 ჰექტარს იკავებს, იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და მსოფლიოს 7 ახალი საოცრების სიაზე იყო ნომინირებული.
ფოტოგრაფი ჰეთერ პერი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები მყვინთავებისთვის ნამდვილი სამოთხეა, ხოლო წარსულში მცხოვრები რამდენიმე კაპიტნისთვის – ჯოჯოხეთი. აქ იშვიათობა არაა ჩაძირული გემები. სურათზე ერთ-ერთ მათგანს ხედავთ – საბუქსირო გემს, რომლისთვისაც კარიბის ზღვა საფლავად იქცა.
ფოტოგრაფი ემორი კრისტოფი
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ამ სიისა – ტიტანიკი. წყალქვეშა განათება მოჩვენების იერს აძლევს ერთი საუკუნის წინ აგებული ოლიმპიკის კლასის ბრიტანული ლაინერის ცხვირს. ის ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შედეგად, 1912 წლის აპრილში. აღმოაჩინეს 1985 წელს, ნიუფაუნდლენდის კუნძულთან 3800 მეტრის სიღრმეზე.
ალბათ მიხვდით, რომ სურათები ეკუთვნოდა National Geographic-ს.
დასასრული.