არქივი

ტყუილი და ემოცია

kqhyf

ადამიანისთვის არც თუ ისე უჩვეულოა ტყუილი და მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ. სტატისტიკამ აჩვენა რომ ადამიანი საშუალოდ 10 წუთიან საუბარში მინიმუმ 3 ტყუილს ამბობს ხოლო ყოველი ტყუილის შემდეგ სავარაუდოდ იგი იყენებს 2-3 ტყუილს რათა პირველი ტყუილის დაცვა შეძლოს. მიუხედავად იმისა თუ რას ვამბობთ ჩვენ, ამ დროს განცდილი ემოციები აუცილებლად გამოისახება ჩვენ სხეულზე სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით კი ტყუილის შემთხვევაში. ამ ტყუილის შესამჩნევად პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ იქცევა ესა თუ ის ადამიანი, რაც დაგვეხმარება ცვლილებების შემჩნევაში. მსგავსი რამის დადგენის ერთ-ერთი ფაქტორია ხმა ანუ რამდენად შეცვლილია ხმის ტემბრი და ტონი ადამიანთან საუბრისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსაუბრე იტყუება. შეიძლება იგი იტყუებოდეს, ან უბრალოდ ინტერესს გამოხატავდეს.
მეორე რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება ესაა სახე. სახე ერთ-ერთი საუკეთესო გამომხატველია ადამიანის ემოციებისა. ადამიანის საახისთვის დამახასიათებელია შვიდი ძირითადი ემოცია: სიხარული, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, მოწყენა, შიში და უკმაყოფილება. ესაა ის შვიდი ძირითადი ემოცია რომელსაც ადამიანის სახე გამოხატავს. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

უკმაყოფილება

a19bz

უკმაყოფილება არის ერთ-ერთი იმ ემოციათაგან, რომელსაც უნდა ერიდო. უკმაყოფილება გამოიხატება ტუჩის ცალი მხრის მაღლა აწევთ. იგი შეიძლება იყოს, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს და იგი ტოვებს ირიბი ღიმილის შთაბეჭდილებას. ემოცია წამოიჭრება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ამ ადამიანს დაუსვამთ კითხვას ან ეტყვით ისეთ რამეს, რაც მასში იწვევს უკმაყოფილებას, არამედ ეს ემოცია შეიძლება ნიშნავდეს უკმაყოფილებას საკუთარი თავს შესახებ, მაგალითად თუ მას გაახსენდება ისეთი რამ, რაც მასში მსავს ემოციას იწვევს.

g96h7

r9rzu

სიხარული

o7z9o

სიხარული არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ემოცია და მისი მახასიათებელია ღიმილი. ღიმილი იყოფა ორ ნაწილად: პირველი მათგანი წარმოადგენს ტუჩის უბრალო მოძრაობას რომლის დროსაც მისი კუთხეები ზევითკენ იწევა, რაც მარტივი საკონტროლებელია და მარტივად შეიძლება იგი ცრუ იყოს, ხოლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა დავაკვირდეთ ლოყებს და თვალის გარშემო ადგილს. თუ ლოყები ზევით აიწია და თვალების გარშემო ადგილები დანაოჭდა მაშინ ეს ღიმილი ნამდვილია, მაგრამ ცრუ ღიმილიც არ ნიშნავს ტყუილს და იგი უბრალოდ ზრდილობიან ჟესტად შეიძლება ჩავთვალოთ.

ზიზღი

114jw

ზიზღი არის ძალიან ცუდი ემოცია, შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდიც კი რომელიც შეიძლება იმ ადამიანის სახეზე დაინახო ვისთანაც გაქვს კონტაქტი. ზიზღს ახასიათებს ის, რომ ამ ემოციისას ყველაფერი მიემართება წარბებს შორს წერტილისკენ, ესენია ცხვირი, წარბები და ტუჩი, მაგრამ ფარულ ზიზღს შეიძლება არ ახასიათებდეს ყველა ეს მოძრაობა ერთდროულად და შეიძლება დაფიქსირდეს უბრალოდ ტუჩის ზევით აწევა ან წარბების ერთმანეთთან მიახლოება – ესაა ფარული ზიზღი. ზიზღის დანახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თქვენ მიმართ განიცდის ამ ემოციას. ზიზღი შეიძლება მიმართული იყოს ცუდი მოგონებებისკენ ან შეიძლება იყოს გარემო ფაქტორების ბრალი, შესაბამისად ეს ემოცია შეიძლება შეამჩნიოთ იმ შემთხვევაშიც თუ მოსაუბრესთან ახსენებთ მისთვის რაიმე არასასურველს.

9dndt

frc4c

wiwut

გაოცება

გაოცება არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს ერთი განსაკუთრებული რამ – მისი ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ წამზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხელოვნურადაა გამოხატული. გაოცებისას წარბები იწევა მაღლა, რასაც შეიძლება ასევე მოყვეს პირის გაღებაც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ემოცია მხოლოდ წარბების ზევით აწევით შემოიფარგლება. ასევე წაბების აწევა იწვევს თვალის გარშემო სივრცის გაფართოებას, რაც ასევე გაკვირვებას ახასიათებს.

2za6y

მოწყენა

ამ ემოციის გამოხატვისას მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტუჩების კუთხეებს, ნებისმიერ შემთხვევაში კუთხეების დახრა მოწყენას გამოხატავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სევდას განიცდის. ამ ემოციას ასევე ახასიათებს ქუთუთოების მოდუნება, რომლეს დროსაც თვალის არე არის შევიწროვებული. ასევე მოწყენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია ირიბი წარბები, რომელიც შეიძლება ძნელი შესამჩნევი იყოს.

mommo

ბრაზი

4h1kr

ბრაზის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა შეკრული წარბები, როდესაც წარბები ერთმანეთთანაა მიახლოებული და ქვევითკენაა მიმართული. ბრაზის დროს ადვილი შესამჩნევია ქვედა ტუჩი, რომელიც წინ არის წამოწეული და მკვეთრადაა გამოკვეთილი.

შიში

agv50

შიშისას ადამიანის წარბები ზევით არის აწეული და ერთმანეთთან არის მიახლოებული. წარბებთან ერთად იწევა თვალის ზედა ქუთუთოც, ხოლო პირი მიმართულია უკანა მხარეს – ყურებისკენ. შიშის დროს ასევე შესაძლებელია მისი დაფარვის მიზნით სახეზე აღიბეჭდებოდეს ღიმილი, მაგრამ ზემოთ მიმართული და მიახლოებული წარბები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

lu2qw

ეს არის ის შვიდი ძირითადი ემოცია, რომელიც შეიძლება შევამჩნიოთ ადამიანის სახეზე, მაგრამ არა მარტო სახეზე შეიძლება გამოიხატოს ემოცია, იგი ასევე შეიძლება გამოხატული იქნას რაიმე მოძრაობით ან ჟესტით.

სირცხვილი

mo6wp

სირცხვილის ემოციის გამოხატვის რამოდენიმე სახე არსებობს, მაგრამ ძირითადად იგი ხელის ან ხელების სახეზე აფარებით გამოიხატება, რაც ნიშნავს ადამიანის ნერვიულობას და სირცხვილს.

3mkdq

“შუა თითი”

3g7mk

“შუა თითი” არის კარგად შენიღბული ჟესტი და მისი დანახვა ხდება იმ დროს როდესაც ადამიანი “თითის” ადრესატზე საუბრობს. ეს ჟესტი არაპირდაპირია და ამ დროს ეს ადამიანი თითს ისმევს წარბზე ან ტუჩზე და ა.შ. ეს ჟესტი გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ.

dyoqq

სიჩუმე

yip6o

ამ ჟესტის დროს ადამიანი, რომელიც მსგავსად მოქმედებს, ცდილობს ხმა არ ამოიღოს, ანუ იგი საკუთარ თავს მოუწოდებს სიჩუმისკენ.

zq8pe

P.S. თუ მოგეწონათ სხვა ჟესტებსაც დავდებ.

მსგავსი ამბები

Back to top button