საკითხავისასარგებლოსურათები

ჯოტო დი ბონდონე


სრულიადში ნახეთ იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი შუა საუკუნეების ფლორენციიდან, მისი ნამუშევრები და ისტორია.

ჯოტო დი ბონდონე დაიბადა 1267წ. გავრცელებული აზრით, ჯოტო დაიბადა ვესპინიანოში, ფლორენციასთან ახლოს. მისი მამის სახელი იყო ბონდონე; თავად ჯოტო შეიძლება იყოს როგორც ნამდვილი სახელი, ასევე Ambrogio-ს ან Angelo-ს კნინობითი ფორმა. ჯოტო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფიგურას ხელოვნების ისტორიაში, რომელმაც გაარღვია შუასაუკუნეობრივი ხელოვნების ზღვარი, გადალახა ბიზანტიური ხატმწერული ტრადიციები და გახდა იტალიური რენესანსის ერთ-ერთი დამაარსებელი.მას გააჩნდა უნარი გამოესახა ადამიანური, მიწიერი განცდები, და ტრადიციულ რელიგიურ თემატიკაში შეექმნა სიცოცხლით სავსე სახეები.

დაახლოებით 20 წლის ასაკში ჯოტომ ცოლად შეირთო რიჩევუტა დი ლაპო დელ პელა (ჩიუტა) ვისგანაც ეყოლა 8 შვილი, რომელთაგანაც ერთი, ფრანჩესკო, შემდგომში მხატვარი გახდა.1288 წლისათვის დაიწყო წმინდა ფრანჩესკოს სახელობის ზედა ტაძრის მოხატვა ქალაქ ასიზში. მიჩნეულია, რომ ფრესკების სერია, რომელიც ასახავს წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრებას, ჯოტოს ნამუშევარია. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ჯოტოს ცნობილი 5 მეტრი სიმაღლის ჯვარცმა და ხარების ფრესკა (ორივე სანტა მარია ნოველას ტაძარში, ფლორენცია).საუკუნის ბოლოს ჯოტო მუშაობდა რომში, სადაც შემორჩენილია მისი ფრესკები წმინდა იოანე ლატერანელის ბაზილიკაში.

1303-1310 წლებში ჯოტომ შექმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, სკროვენის კაპელას (იგივე არენას კაპელა) ინტერიერის დეკორაცია პადუაში. კაპელა, რომელიც გარედან წარმოადგენს ვარდისფერი აგურით აშენებულ უბრალო შენობას, მიძღვნილია ხარებისადმი და დეკორაციის თემაა ხსნა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია მარიამ ღვთისმშობელზე.

1318 წელს დაიწყო ფლორენციის სანტა კროჩეს ბაზილიკის ოთხი კაპელის მოხატვა. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბარდის კაპელა, სადაც კვლავ წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრების ამსახავი თემატიკაა ასახული. ამ ფრესკებში ჯოტო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთა ფიგურების გამოსახვას და უფრო მარტივ არქიტექტურულ ფორმებს.1328-1333 წლებში ჯოტო მოღვაწეობდა ანჟუელთა კარზე, ნეაპოლში, სადაც მეფე რობერტ ანჟუელმა მას კარის მხატვრის წოდება მიანიჭა. 1334 წელს, დაინიშნა ფლორენციის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის მთავარ არქიტექტორად, რომლის კოშკი (კამპანილე) ჯოტოს სახელს ატარებს, თუმცა მხატვარი მის დასრულებას ვერ მოესწრო.

ჯოტო გარდაიცვალა 1337 წელს. იგი დაასაფლავეს ფლორენციაში, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარში.
ჯოტოს შექმნილი ადამიანების სახეები და განცდები სრულიად განასხვავებს მას თანამედროვეებისაგან-ეგვიპტეში მიმავალი ხალხი ჭორაობს იოსებსა და მარიამზე. ფსიქოლოგიურო ზეწოლით გამოირჩევა იუდას კოცნა, სადაც ყურადღებას იპყრობს ორი ცენტრალური პერსონაჟი – ქრისტე და იუდა. აქ ჯოტომ როგორც სახის გამომეტყველებით, ისე სამოსით გამოხატა განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

იუდას კოცნა

ჯოტოს შემოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა იტალიური აღორძინების ეპოქას და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ისეთ გენიალურ მხატვრებზე როგორიცაა მაზაჩო, მიქელანჯელო და სხვები.

იესოს დატირება

იესო

საიდუმლო სერობა

ქალწული და ბავშვი

წმინდა ფრანჩესკოს დატირება

უკანასკნელი დასჯა

იოაჰიმის სიზმარი

მარია მაგდალენას საუბარი ანგელოზებთან

წყარო: wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close