გართობა
რას წარმოადგენს BURJ AL ARAB შიგნიდან…!
ერთად ვიმოგზაუროთ მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ სასტუმროში…
“BURJ AL ARAB”-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ სასტუმროდ ითვლება. მასში 202 ნომერია. “BURJ AL ARAB”-ში ვერ შეხვდებით ჩვეულებრივ ნომერს, იქ ყველა ნომერი ლუქსის ტიპისაა და ამასთანავე ყველა ორსართულიანია. ყველაზე პატარა ნომერი 170 კვ.მ-ია, ხოლო ყველაზე დიდი 780 კვ.მ. “BURJ AL ARAB”-ში ყველაზე იაფი ნომრის ღირებულება 1500 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს ემსახურებიან როლს-როისის მარკის ავტომობილები. “BURJ AL ARAB”-ის არქიტექტორი გახლავთ ტომ ვრაითი, ხოლო ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის ხუა ჩიუს. ის პირველი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროა მთელს მსოფლიოში და დუბაის სიმბოლოდ ითვლება.
მგონი ძალიან საინტერესო იყო არა?