58–ე საშტაბო კოლონის განადგურება. მოვლენები და ანალიზი
გაბედულებითა და შესრულების ხარისხით, ქართველი კომანდოსების ამ ოპერაციას ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება სპეცოპერაციების ისტორიაში, რის გამოც ის უდავოდ სამხედრო სახელმძღვანელოებში შევა…ომი
58–ე არმია, გენერალ ლებედის ყოფილი არმია, რუსული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი შენაერთია. სწორედ ის აგებს პასუხს კავკასიაზე. მან ამ ყველაზე რთულ რეგიონში დიდი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა. ცეცხლის ხაზზე არმიის ნაწილების მუდმივი ყოფნახელს უწყობს იმას, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები კარგად გაწრთვენილნი და დისციპლინირებულნი არიან. არმიის მეთაური გენერალ–ლეიტენანტი ანატოლი ხრულოვი ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი რუსი სარდალია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა რუსული ჯარების მოქმედებებს სამხრეთ ოსეთში. აქედან გამომდინარე მით უფრო გასაკვირია ქართველი კომანდოსების წარმატება.
თავდასხმის მომენტში 58–ე არმიის სარდალთან მყოფმა “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტმა დაწერა მონოლოგი თუ როგორ განვითარდა მოვლენები:
“ჩვენ ცხინვალში 58–ე არმიის სარდლის კუთვნილი ჯავშანმანქანით მივდიოდით. კოლონა 30 საბრძოლო მანქანისაგან შედგებოდა. მათი მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ალყაში მოქცეული რუსი სამშვიდოებოების და ჟურნალისტების განთავისუფლება იყო. ცხინვალში სამხრეთიდან შევედით. ძირითადი ძარის გზა უმოწყალოდ იცხრილებოდა, ამიტომ სხვა გზით წასვლა გადავწყვიტეთ, ის კი ტყეზე გადიოდა. უცებ აფეთქებულ ტანკთან 2 ქართველი დავინახე. კარგად რო დავაკვირდი მივხვდი რომ ყოველი ბოძის უკან ქართველები იდგნენ – ავტომატებით ტყვიამფრქვევებით. გვერდით მჯდომ სამხედროს ვუთხარი ქართველები არიან მეთქი და კოლონა გაჩერდა”
როგორც ჩანს, ქართველებს ზუსტი მონაცემები ჰქონიათ კოლონის გადაადგილების შესახებ. შესაძლოა ქართველებს ეს მონაცემები აგენტურული ქსელიდან მიეღოთ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ქართული დაზვერვის მუშაობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ქართველებმა მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მოახერხეს და საშტაბო კოლონაში დაბნეულობა შეიტანეს.
“ქართველებმა მალე ააფეთქეს ჩვენი ორი ჯავშანმანქანა. ისროდნენ ყველა მხრიდან, ხალხი ეცემოდა, ჩვენებიც და ქართველებიც. ბრძოლა ერთმანეთისგან 10 მეტრით დაშორებულ მხარეებს შორის მიმდინარეობდა. ამის შემდეგ კოლონა სხვადასხვა მიმართულებით დაიშალა. ჩვენ უკან გაქცევა გადავწყვიტეთ და უკანდახეულ ჯავშანმანქანას გავყევით. ჩვენს წინ გენერელი მირბოდა. ცოტა ხანში იგი კვამლში გაუჩინარდა. ამ დროს ის მანქანა აფეთქდა რომლის მიმართულებითაც გავრბოდით. წინ ქართველი გადმომიხტა.”
ძალიან ნათელი სურათი იკვეთება – ჩანს, რომ ქართველი სპეცრაზმელები სრულად ფლობდნენ ბრძოლის ველს.
წყარო: სამხედრო ბროშურა… კიდე დავდებ ასეთებს თუ სურვილი იქნება…