გგონიათ გეხუმრებით,არა? ;) გააგრძელე
როგორ გგონიათ: რა უფრო მძიმეა — ერთი ტონა ხე, თუ ერთი ტონა რკინა? — ამ სახუმარო შეკითხვაზე ზოგი დაუფიქრებლად წამოიძახებს, რომ ტონა რკინა უფრო მძიმეაო, — ასეთი პასუხი ჩვეულებრივ მოსაუბრეთა შორის საერთო ხარხარს იწვევს.(მართალია მოძველებული შეკითხვაა მაგრამ მაინც.)
მაგრამ, მხიარული სიცილი უფრო ძლიერი იქნებოდა, თუ ვინმე იტყვის, რომ ტონა ხე უფრო მძიმეა, ვიდრე ტონა რკინაო. ასეთი მტკიცება ხომ სრულიად შეუსაბამოდ მოგეჩვენებოდა, ამავე დროს კი, სისწორით თუ ვიტყვით, ეს პასუხი სავსებით სამართლიანია!
საქმე ისაა, რომ არქიმედის კანონი ვრცელდება არა მარტო სითხეებზე, არამედ გაზებზეც. “ყოველი სხეული კარგავს ჰაერში თავისი წონიდან იმდენს, რამდენსაც იწონის სხეულის მიერ დაკავებული ჰაერის მოცულობა.”
ხეც და რკინაც, ცხადია, ჰაერში თავისი წონის ნაწილს კარგავენ. მათი ნამდვილი წონის მისაღებად, საჭიროა დანაკარგის მიმატება. ჩვენს შემთხვევაში, ხის ნამდვილი წონა უდრის: 1 ტონას + ხის მოცულობის ჰაერის წონა; რკინის ნამდვილი წონა უდრის: 1 ტონას + რკინის მოცულობის ჰაერის წონა.
მაგრამ ტონა ხეს გაცილებით უფრო მეტი მოცულობა აქვს, ვიდრე ტონა რკინას (ასე 15-ჯერ) და, ამიტომ ჩვენი ერთი ტონა ხის ნამდვილი წონა მეტი იქნება, ვიდრე ერთი ტონა რკინის წონა! ანუ, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით: ნამდვილი წონა იმ ხისა, რომელიც ჰაერზე ერთ ტონას იწონის, მეტია იმ რკინის ნამდვილ წონაზე, რომელიც აგრეთვე ჰაერზე ერთ ტონას იწონის.
ერთი ტონა რკინის მოცულობა 18 კუბ. მეტრს შეადგენს, ხოლო ერთი ტონა ხისა — თითქმის 2 კუბ. მეტრს, ამიტომ მათ მიერ გამოდევნილი ჰაერის წონათა სხვაობა დაახლოებით 212 კგ-ს უნდა შეადგენდეს. აი, რამდენად უფრო მძიმეა სინამდვილეში ერთი ტონა ხე ერთ ტონა რკინაზე! :)
წყარო: სახალისო ფიზიკა