არქივი

რატომ გვიყვარს საქართველო

cf3e55e453d3

რატომ გრძნობს თავს კომფორტულად ჩვენი ქვეცნობიერი საკუთარ სამშობლოში.

იმიტომ, რომ აქ ვიცით, როცა ვამბობთ, რომ დასარეკი არ გვაქვს, შეუძლებელია, არ დაგვიჯერონ.

იმიტომ, რომ აქ როცა ვმგზავრობთ ტრანსპორტით ნაცნობთან ერთად და ფული არ გვაქვს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან თუ ჩვენი ნაცნობი ჩვენზე ადრე ჩავა, ფულს ის გადაიხდის.

იმიტომ, რომ აქ ქალაქში ჯერ კიდევ მოძრაობენ მარშუტკები.

იმიტომ, რომ აქ არსებობს “პოსლეს” ინსტიტუტი.

იმიტომ, რომ აქ თუ მოვინდომებთ, ყოველთვის ვიშოვით სიგარეტს ღერებით.

იმიტომ, რომ აქ უცნობი ადამიანისთვის სიგარეტის თხოვნა არანაირ უხერხულობას არ ბადებს.

იმიტომ, რომ აქ როცა მზესუმზირას ვყიდულობთ, გამყიდველი სავსე ჭიქას მზესუმზირას კიდევ აყრის ზევიდან და ჩვენც გული სითბოთი გვევსება და კმაყოფილები მივდივართ.

იმიტომ, რომ აქ საჭესთან მჯდომმა შეგვიძლია შევაგინოთ ნებისმიერ სხვა მძღოლს და ამისთვის ის პასუხს ვერ მოგვთხოვს.

იმიტომ, რომ აქ გოგოს თვალწინ გინება და წუთში 10-ჯერ გადაფურთხება მაგარი ტიპის იმიჯს გვიქმნის.

იმიტომ, რომ აქ თუ გული გულობს, “ზეიკიძე” იჭმევა, ოღონდ, ცალი ხელით.

იმიტომ, რომ აქ გვიყვარს ქართული სუფრა.

იმიტომ, რომ აქ ყოველი დღესასწაული ან თუ მეგობართა თავშეყრა საკმარისი მიზეზია, რომ მძლავრად გამოვთვრეთ.

იმიტომ, რომ აქ ზოგიერთ ქართულ ვარეზზე, მათი  პოპულარობის გამო საქეიფო სიმღერები პირდაპირ მთავარ გვერდზეა გამოტანილი.

იმიტომ, რომ აქ ფეხბურთის მატჩზე, პირველი ტაიმის შემდეგ უბილეთოდ უშვებენ.

იმიტომ, რომ აქ თუ ძმაკაცს დედაზე “შუტკა” არ გასდის, შეგვიძლია, მამის დედა შევაგინოთ.

იმიტომ, რომ აქ როცა ლექსიკური მარაგი გაგვითავდება, შეგვიძლია, ეგრევე მივცეთ “ბოშყო”.

იმიტომ, რომ აქ ისეთი სიტყვების გადმოქართულებაც კი თავისუფლად შეგვიძლია, როგორებიცაა like, love, remark upload, back…

იმიტომ, რომ აქ შეგვიძლია, თავი არ შევიწუხოთ ისეთი სიტყვებისთვის ქართული შესატყვისის გამოებნით, როგორებიცაა: “ვაბშე”, “კაროჩე”, “პროსტო” “ცვეტში” და “იტოგში”.

იმიტომ, რომ აქ თუ რეპს ვუსმენთ, თავისუფლად შეგვიძლია როკის მსმენლებს დავცინოთ და სატანისტები ვუწოდოთ.

იმიტომ, რომ აქ თუ თეთრ ლექსებს ვწერთ და სიმთვრალეში ბოხი ხმით ვკითხულობთ, ყველას გონია, რომ რომანტიკულები ვართ.





მსგავსი ამბები

Back to top button