გართობა

საინტერესო ფაქტები (ნაწ2)

4ea9af3e2638

პირველ ნაწილზე არანაკლებ საინტერესო ფაქტები

1.ძვირფასი თვლების ფერი განპირობებულია მათი „უსუფთაობით“, ანუ მინარევებით. მაგალითად, ლალს წითელ შეფერილობას აძლევს მასში არსებული ქრომი, რომელიც ზურმუხტს რატომღაც მწვანე შეფერილობას ანიჭებს.

b64f1356e169

2.66 წლის ელექტრიკოსს რეი ლეკომბერს ოჯახმა მეტსახელად „კატა“ შეარქვა, რადგან მან, ფაქტიურად, 9–ვე სიცოცხლე გამოიყენა. იგი „მოკვდა“ 2–ჯერ– სახლში გულის შეტევით, 4–ჯერ – სასწრაფოს მანქანაში და 3–ჯერ – საავადმყოფოში. და ეს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. ყოველი მორიგი „გაცოცხლების“ შემდეგ ის აგრძელებდა „წინა“ ცხოვრებაში დაწყებულ საუბარს, ვითომც არაფერი მომხდარა. ახლა იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.

25185538bca8

3.საკმაოდ უცნაური დამთხვევებია აბრაამ ლინკოლნსა და ჯონ კენედის შორის. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1846 წელს, კენედი – 1946 წელს. ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წელს, კენედი – 1960 წელს. ორივე მოკვდა თავში ნასროლი ტყვიით. ორივე მოკვდა პარასკევს. ლინკოლნის შემდგომი პრეზიდენტი იყო ენდრიუ ჯონსონი, დაბადებული 1808 წელს. კენედის შემდგომი პრეზიდენტიც ჯონსოსნი იყო, ლინდონი, დაბადებული 1908 წელს. ლინკოლნი მოკლეს თეატრის შენობაში და მკვლელები დაიმალნენ ბანკის შენობაში. კენედი მოკლეს ბანკის შენობიდან და მკვლელი დაიმალა თეატრის შენობაში.

602d2fed7426

4.ანატიდაფობია არის შიში იმისა, რომ სადღაც, დედამიწის ზურგზე, არსებობს იხვი, რომელიც გიყურებს.

a5e649cb7768

5.ქალი დღეში საშუალოდ 7000 სიტყვას ამბობს, კაცი – 2000.

39b649eaef3f

6.Hippopotomonstrosesquippedaliophobia – ეს არის გრძელი სიტყვების შიში

4ac497c1e8cf

7.მედუზები მზეზე ორთქლდებიან, რადგან მათი 98% წყალია.

fcbedd8cbb17

8.არ შედოთ ყურძენი მიკროტალღურ ღუმელში, ისინი აფეთქდება.

5d9f1e287218

9.კუბიკ–რუბიკს აქვს  43,252,003,274,489,856,000 შესაძლო კომბინაცია. ყოველ ერთ წამში ერთი დატრიალება რომ მოვახდინოთ, 1400 ტრილიონი წელი მოვუნდებით ყველა კონფიგურაციის გავლას. წარმოდგენისათვის, ეს რომ დიდი აფეთქების დროს დაგვეწყო, ჯერ კიდევ არ გვექნებოდა დამთავრებული.

239af5a91796

10.იაპონიაში ოთხკუთხედ საზამთროებს მიირთმევენ.

b15ddceac8de

11.ხამანწკებს შეუძლიათ „წაღმა–უკუღმა“ ცვალონ თავიანთი სქესი.

d639545c73f5

12.თუ ერთი დღის განმავლობაში ისუნთქებთ ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, ჩათვალეთ რომ 2,5 კოლოფი სიგარეტი მოწიეთ.

635c170accda

13.სტატისტიკაზე დაყრდნობით, ორშაბათი საყვარელი დღეა თვითმკვლელებისთვის.

0af9e730df2c

14. ფილმ „ავატარს“ ჭირდება ერთი პენტაბაიტი სივრცის მარაგი (storage space). პენტაბაიტი უდრის 500 ცალ 2 ტერაბაიტიან მყარ დისკს (1 ტერაბაიტი= 1000 გეგაბაიტს).

e9b1c884d137

15.მთქნარება იმდენად გადამდებია, რომ არათუ დანახვა, მასზე გაფიქრებაც კი საკმარისია. ამის წამკითხველთა  50% დაამთქნარებს

796f0aa6281d

მსგავსი ამბები

Back to top button