ახალი ამბებისაკითხავი

არადამაჯერებელი ფანტასტიკური ფილმები


მეცნიერებმა ყველაზე არადამაჯერებელი ფანტასტიკური ფილმები დაასახელეს.

ნასას სპეციალისტებმა შვიდი ყველაზე ცუდი და შვიდი საუკეთესო ფილმი დაასახელეს, დამაჯერებლობის თვალსაზრისით. მათი აზრით, ბოლო წლებში გადაღებული ფილმების სცენარისტებმა და რეჟისორებმა ბევრი სამეცნიერო უზუსტობა დაუშვეს, ზოგიერთებმა კი საერთოდაც გამოიგონეს სრულიად არადამაჯერებელი ამბები. მაშ ასე, ნასას მეცნიერთა ვერსიით, ყველაზე ცუდი ფილმები მათში წარმოდგენილი ტექნოლოგიების დამაჯერებლობის თვალსაზრისით:
1. “2012” (დარწმუნებული ვიყავი, ამას გაიყვანდნენ პირველზე)
2. “დედამიწის გული”
3. “არმაგედონი”
4. “ვულკანი”
5. “ჯაჭვური რეაქცია”
6. “მეექვსე დღე”
7. “საიდუმლოებით მოცული”

გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე წარმოადგინეს იმ ფილმების სიაც რომლებშიც მათი აზრით, სხვადასხვა სამეცნიერო თეორია სწორად არის ნაჩვენები:
1. “გატაკა”
2. “კონტაქტი”
3. “მეტროპოლისი”
4. “დღე, როცა დედამიწა გაჩერდა”
5. “ქალი მთვარეზე”
6. “რაღაც სხვა სამყაროდან”
7. “იურული პერიოდის პარკი”

აბა რას იტყვით? მათ ადგილზე რომ იყოთ რამე ცვლილებას თუ შეიტანდით ამ სიებში?
BY ბერო

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close