როგორ იღებდნენ ფილმს „მოკალი ბილი“
გთავაზობთ, ნახოთ თუ როგორ მიმდინარეობდა ცნობილი ფილმის „ მოკალი ბილი“ გადაღებები, სადაც მთავარ როლშია უმა თურმანი (Uma Thurman).
ამ ფილმის რეჟისორია -კვენტინ ტარანტინო (Quentin Tarantino), რომელიც თანამედროვეობის უდიდეს კინორეჟისორად არის მიჩნეული. მისი ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრებადაა აღიარებული. კვენტინ ტარანტინოს ფილმი „მოკალი ბილი“კრიმინალური, მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერია…
რეჟისორის სრული გვარია–კვენტინ ჯერომ ტარანტინო და როგორც თვითონ აღიარებს, იგი „ფუტ ფეტიშისტია”, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს ქალის ფეხებისა და ფეხის თითებისადმი.
კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს რობერტ როდრიგესთან. მუსიკისთვის ფილმში „მოკალი ბილი” მან როდრიგესს ერთი დოლარი გადაუხადა. არც როდრიგესი დარჩა ვალში და ფილმ „ცოდვების ქალაქში” ტარანტინო მოწვეული რეჟისორის ამპლუაში დაასაქმა და ჰონორარად ერთი დოლარი გადაუხადა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვენტინ ტარანტინოს მუზა უმა ტურმანია. რეჟისორის თქმით, მას პლატონურად უყვარს უმა და მისთვის ის ნამდვილი შთაგონების წყაროა. საგულისხმოა, რომ „მოკალი ბილის” გადაღებების დაწყებას ტარანტინო ჯერ კიდევ 2001 წელს აპირებდა, თუმცა ტურმანის ფეხმძიმობის გამო გადაღება გადაიდო…
დაათვალიერეთ, თუ როგორ იღებდნენ ფილმს: