ახალი ამბებიუცნაური

სფერული ელვა

speruli elva
სფერული ელვა ხშირად ჩვეულებრივი ელვის პარალელურად ჩნდება. თუმცა მზიან დარშიც შეიძლება მისი ნახვა. მას მომცრო ბურთის ფორმა აქვს და 100-ვატიან ნათურასავით ანათებს. ნათების ფერი ყვითელ-მომწვანოა. ბურთის დიამეტრი რამდენიმე სმ-დან მეტრამდეა.

სფერული ელვის მოქმედება სრულიად ამოუცნობია. მას უმცირესი ნაპრალიდან შეუძლია ოთახში შეღწევა და 8-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მათ შორის- ქარის საწინააღმდეგოდაც. სფერულ ელვას თან სდევს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ამასთან, ახშობს რადიოელექტროსიგნალებს. ცეცხლოვანი ბურთი 10 წამიდან რამდენიმე საათამდე “ცოცხლობს”- წყნარად ქრება, თუმცა საშინელი ხმით აფეთქებაც შეუძლია, რა დროსაც დიდ ენერგიას გამოყოფს.

სფერულმა ელვამ შესაძლოა ადამიანის ირგვლივაც იმოძრაოს, ხან კი”თავსაც ესხმის”- რაც დამწვრობით ან სიკვდილით მთავრდება- სამწუხაროდ, მსგავსი დასასრული შემთხვევათა 9%-ში გვხვდება.

ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა სფერული ელვა ერთ კონკრეტულ ადამიანს “დასდევს”.

მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ძველ დროში სფერულ ელვას უწმინდურ ძალას უწოდებდნენ, დღეს კი ზოგი მკვლევარი მას ჩვენი პლანეტის შესასწავლად უცხო სამყაროდან მოვლინებულ ობიექტად მიიჩნევს. სფერული ელვა რომ უმეტესად ჭექა-ქუხილის დროს ჩნდება, იმით აიხსნება, რომ მძლავრი ენერგეტიკული განმუხტვების დროს იხსნება პარალელური სამყაროს პორტალები, საიდანაც ჩვენთან ინფორმაციის შემგროვებლები შემოდიან.

თუ სფერული ელვა თავს დაგატყდათ…

მთავარი წესია- არ ჩავარდეთ პანიკაში! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ გაიქცეთ! სფერული ელვა ძალზე მგრძნობიარეა ჰაერის უმცირესი რხევის მიმართ, რომელსაც წარმოვქმნით მოძრაობის დროს.

თუ შინ შემოგივარდათ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. დიდი შანსია, ცეცხლოვანი ბურთი გარეთ გაფრინდეს.

არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ რამე! შეიძლება ნაღმივით აფეთქდეს და მძიმედ დაგაშავოთ: მიიღოთ დამწვრობა, ტრავმა, გონება დაკარგოთ. გამორიცხული არ არის ლეტალური შედეგიც.

თუ ელვა შეეხო ადამიანს და მან გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე საჭიროა სუფთა ჰაერი, დათბუნება და ხელოვნური სუნთქვა.

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button