საკითხავისასარგებლო

ვამსხვრევ 3 მითს პროგრამირებაზე

hh08k

ამ პოსტში ვეცდები დავამსხვრიო 3 პოპულარული მითი პროგრამირებაზე…

1. “მათემატიკის ექსპერტი უნდა იყო რომ პროგრამირებაში რამეს მიაღწიო”

კიდევ კარგი ეს მითია და არა რეალობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი უმუშევარი იქნებოდა. კომპიუტერები იქნებოდნენ ელიტალური მოწყობილობები რომელთა გამოყენება მხოლოდ ინჟინრებსა და მეცნიერებს შეეძლებოდათ. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ის უბრალოდ წარმოუდგენელი იარაღი იქნებოდა, რომლითაც მხოლოდ მეცნიერები სარგებლობენ და მეტი არაფერი. ასევე სხვადასხვა სფერობშიც გამოიყენებდნენ მას მარა, იმდენ სარგებელს ვერ მოიტანდა რომ ყველას სურვილი დაეკმაყოფილებინა როგორც ახლა ახერხებს. შეიძლება უბრალოდ ცუდად კი არ იცოდეთ მათემატიკა ან საერთოდ არ გიყვარდეთ, შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ ის და ისე შეძლოთ პროგრამირების სწავლა.  მათემატიკის სწავლა არაა აუცილებელი პირობა, კომპიუტერი თავად აკეთებს იმას რისთვისაც მათემატიკის ცოდნა გჭირდებათ. მსოფლიოში შეიძლება ძალიან ბევრ ისეთ პროგრამისტს შეხვდეთ რომელთაც 64-დან კვადრატული ფესვიც კი არ იციან რამდენია. საბოლოოდ კი ზოგჯერ ასეც ხდება: რაც უფრო კარგი პროგრამისტი ხდებით დიდი შანსია აღმოაჩინოთ, რომ მათემატიკაშიც უფრო ადვილად ერკვევით(თუ დაგჭირდათ იმ შემთხვევაში). პროგრამირებაში თქვნი უნარების გაუმჯობესებით, თქვენი ტვინის მარცხენა მხარე ვითარდება(ფსიქოლოგების თქმით ეს ის მხარეა სადაც მათემატიკისა და ციფრული უნარების განვითარება ხდება)

2.”კომპიუტერული პროგრამები უშვებენ შეცდომებს”

დიახ ეს მითია, თანაც ძალიან სულელური მითი და ახლავე აგიხსნით რატომაც.

კომპიუტერები არ უშვებენ შეცდომებს – ადამიანები უშვებენ შეცდომებს! ძალიან ბევრია შემთხვევა როდესაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს გაუაზრებლად აბრალებენ კომპიუტერებს. აი მაგალითად: შედიხართ ბანკში და მოლარე გეუბნებათ, რომ რატომღაც თქვენი შემნახველი ანგარიშიდან არასწორად “წაიშალა”  24 ლარი. თქვენ გიჩნდებათ კითხვა “რატომ?” მოლარე კი გპასუხობთ “იმიტომ რომ კომპიუტერში რაღაც აირია, კომპიუტერმა დაუშვა შეცდომა, კომპიუტერმა შეცდომით წაშალა” და უამრავ ასეთ გუაზრებელი ბრალდება შეიძლება მოისმინოთ კომპიუტერის მისამართით. მოლარეს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს წარმოდგენა სინამდვილეში რა მოხდა.  სანამ კომპიუტერებს გამოიგონებდნენ ბანკები თავიანთ ჩანაწერებს ინახავდნენ სპეციალური ჟურნალის საშუალებით. როგორ ფიქრობთ? როდესაც რომელიმე მოლარე იპოვიდა შეცდომას, გეტყოდათ რომ ჟურნალმა შეცდომა დაუშვა? და თუ გეტყოდათ სასაცილო და თანაც უაზრო არ მოგეჩვენებოდათ პასუხისმგებლობის არიდების ასეთი სულელური ხერხი? რათქმუნდა მოგეჩვენებოდათ და რათმქუნდა ჟურნალი ნამდვილად ვერ იქნება დამნაშავე. არადა ადამიანები ზუსტად მსგავსად აბრალებენ ჩვენ დროში კომპიუტერებს თავიანთ შეცდომებს. ადამიანები აპროგრამებენ კომპიუტერებს, ადამიანები მართავენ მათ, ადამიანებს შეჰყავთ სწორი თუ არასწორი ინფორმაცია და რა შუაშია აქ მანქანა რომელსაც ადამიანებმა რაღაც შეცდომით დაავალეს და მანაც ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა დავალებული. საქმე იმაშია რომ კომპიუტერები, გარკვეული ოპერაციების შესრულებისას ძალიან სწრაფები არიან. შესაბამისად როდესაც ადამიანი უშვებს შეცდომას კომპიუტერები ამ შეცდომას გაათმაგებული სიჩქარით იმეორებენ და შესაბამისად ზოგჯერ ყველაფერი აირევ-დაირევა ხოლმე. სისულელეა რომ კომპიტერს შემთხვევით შეეშალოს და ცარიელი ბალანსი აჩვენოს თქვენს მოლარეს. კომპიუტერები ვერ დაუშვებენ შემთხვევით შეცდომებს. ისინი არ არიან ადამიენები რომ შემთხვევით მოუვიდეთ რამე. ზუსტად ასრულებენ დადგენილ და მიწოდებულ ინსტრუქციებს. თუ შეცდომა გამოვლინდა ეს იმის ბრალია რომ არასწორად დააპროგრამა ვიღაცამ ან უფრო იმის ბრალია რომ დასამუშავებელი ინფორმაცია თავად მოლარემ არასწორად შეიტანა. კომპიუტერები შეზღუდული მანქანებია რომლებიც ერთი და იმავე ინფორმაციის შეტანისას ერთსა და იმავე ინფორმაციას გამოიტანენ და თუ რომელიმე სხვა კლიენტის შემთხვევაში არ უშვებენ შეცდომებს ესეიგი სწორად არიან დაპროგრამებულნი და თუ სწორად არიან დაპროგრმებული და მაინც თქვენ შემთხვევაში, შეცდომა გამოვლინდა ესეიგი ბანკის მოლარეა დამნაშავე. ეს მარტივი ლოგიკაა – კომპიუტერები ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იგივეს, ერთსა და იმავე პირობებში. თუ კომპიუტერი დაზიანდა და მართლა უშვებს შეცდომებს ეს შეცდომები ნამდვილად არ იქნება მხოლოდ თქვენი 24 ლარიანი ბალანსის არევა. ის მასიურ შეცდომებს დაუშვებს მანამ სანამ მისი დაზიანება არ აღმოიფხვრება. ყველაფერი აერ-დაერევა და არა მხოლოდ თქვენი ბალანსი. რატომ შეიძლება დაზიანდეს? ტიპიური დაზიანებებია ის რომ მთლიანად გაფუჭდეს, ან მყარი დისკი დაუზიანდეს, ან უბრალოდ ელექტრო ენერგია გაეთიშოს. ანუ ყველა ეს მიზეზი რატომაც კომპიუტერმა შეიძლება აურიოს ან შეწყვიტოს მუშაობა მთლიანად ფიზიკურია და არა პროგრამული. კარგი ამბავი კი ისაა რომ როგორც წესი კომპიუტერები იშვიათად ზიანდებიან ფიზიკურად და ელექტრო ენერგიის მიწოდებაც სტაბულურია XXI საუკუნეში. ცუდ ამბავს თავადაც კარგად ხვდებით – შეცდომებს ადამიანები ხშირად უშვებენ!

3. “პროგრამირება ძნელია”

ესეც მითია და თან მიხარია რადგან ამ სფეროში მომიწევს მოღვაწეობა.

კომპიუტერები ყოველდღიურად მეტად და მეტად ადვილად გამოსაყენებლები ხდებიან. შანსი იმისა რომ იყენებთ კომპიუტერს მაშინ როცა მანქანას მართავთ, ტელევიზორს უყურებთ თუ მიკროტალღურ ღუმელს რთავთ ძალიან დიდია. მითუმეტეს XXI საუკუნეში თითქმის ყველა მოწყობილობა კომპიუტერით მართვადია. კონოიუტერების მწარმოებლები სულ მეტად ცდილობენ მისი გამოყენება გაცილებით მარტივი გახადონ. ეს იმისთვის რომ ყოველდღიურ პრობლემებთან მეტად მარტივად შეძლოთ გამკლავება. პროგრამების წერა რათქმაუნდა გაცილებით მეტ ენერგიასა და შრომას მოითხოვს ვიდრე მიკროტალღური ღუმელის ტაიმერის შექმნა.  პროგრამირება მოითხოვს გარკვეულწილად კომპიუტერის შედარებით ღრმა ნიუანსების გარკვევას და იმის კარგად გაგებას თუ რას ელის მანქანა ადამიანისგან. როგორც კომპიუტერების გამოყენება ხდება მარტივი ისევე მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მიღება და სწავლაც მარტივი ხდება.  ინტერნეტში პროგრამირების შესახებ უამრავ კარგ წიგნსა თ  ინფორამციას მოიძიებთ. შეძლებთ უყუროთ უამრავ ვიდეო გაკვეთილს და ა.შ. (ეს ყველაფერი ტ ვენც კარგად იცით)

ასე რომ ნუ შეხედავთ კომპიუტერებს როგორც ჯადოსნურ ყუთებს და პროგრამისტებს როგროც ჯადოქრებს. პროგრამისტების საქმიანობა დიდად სასარგებლოა როგორც საზოგადოებისთვის ასევე პროგრამისტებისთვის. მათი სამუშაო კარგადაა დაფასებული და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეთ კარგი პროგრამისტი ყოველგვარი ზებუნებრივი ნიჭისა თუ განსაკუთრებული განათლების გარეშე. თან ეს სამუშაო ერთ-ერთია მაღალანაზღაურებად სამუშაოთა რიცხვში.

წყარო: http://newsmacne.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close