გართობაუცნაური

თევზები კომპიუტერში

rjgbi
დანიაში ენთუზიასტებმა იმდენი იჩალიჩეს, რომ მიაღწიეს ახალ კომპიუტერულ კორპუსს, თანაც შეთავსებული იქნა big tower-ის ფორმატის კეისი და აკვარიუმი

დიახ დიახ აკვარიუმი, არც მე შემშლია და არც თქვენ, უბრალოდ ამისათვის საჭირო გახდა ცოტაოდენ მოდიფიკაცია ჩაეტარებინა ენთუზიასტების ჯგუფს ჩინური წარმოების კორპუსზე, კერძოდ კი საჭირო გახდა აკვარიუმის დამჭრი მოწყობილობის მოფიქრება. თვით აკვარიუმი ახლად გამოჩენილმა მოდერებმა შეიძინეს ჩვეულებრივ მაღაზიაში, და იქვე შეძინეს პლასტმასის თევზები. კორპუსის შიგნით მოწყობილი იქნა ლურჯი განათება და ამასობაში საჭირო გახდა ჰაერის და წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. მეორე სურათზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება აკვარიუმი და კომპიუტერი თევზების გარეშე.

kugqa

ნამდვილი თევზების ჩასმა ამ აკვარიუმში მიზანშეუწონლად მიაჩნიათ დამპროექტებლებს. მიზეზი კი რამოდენიმეა, ძნელია თევზების კვება, ასევე ძნელია აკვარიუმის გაწმენდა და რა თქმა უნდა მაღალი ტემპერატურა, ეს ბოლო განპირობებულია კომპიუტერის მიერ გამოყოფილი დიდი რაოდენობის სითბოთი. ყველაფერთან ერთად ძნელად არის მიჩნეული ასეთ კორპუსში ახალი მაკომპლექტებელი ნაწილების ჩასმა და გამოცვლა.

წყარო: www.ful.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button