გასართობისაკითხავისასარგებლო

ვინ გამოიცნობს…?

1.  ერთ-ერთი ინგლისური კომპანიის მფლობელმა თავის ოფისში გამოაკრა გარკვეული შინაარსის ლოზუნგი, რის შემდეგაც მისმა მოლარემ ასი ათასი გირვანქა სტერლინგი მიითვისა და გაიქცა. მთავარმა ბუღალტერმა მიატოვა ცოლი და უფროსის მდივანთან გააბა რომანი. მბეჭდავმა ქალმა ფანჯრიდან მოისროლა საბეჭდი მანქანა და უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მოითხოვა ხელფასის გაზრდა.

კითხვა: რა ეწერა ლოზუნგზე?

2. “ჭამაში ზომიერებას მე ჩემმა აღმზრდელმა ლეონიდამ მიმაჩვია. იგი ხშირად ხსნიდა ჩემი ქვეშაგებისა და ტანსაცმლის სკივრს და გულდასმით ათვალიერებდა, დედაჩემს ტკბილეულობა ან სხვა ზედმეტი რაიმე არ ჰქონოდა ჩადებული”.

კითხვა: ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?

3. ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა: “საიდმულოს შენახვა სამ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ  … ……. …….. “.

დაასრულეთ გამონათქვამი.

4.  ამ პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ მისმა მეუღლემ თანაგრძნობის გამომხატველი 2 მილიარდი წერილი მიიღო.

კითხვა: დაასახელეთ დაღუპული პრეზიდენტის ქვრივის მეორე ქმრის ეროვნება. :)

5. იპოლიტე ხვიჩია ამბობდა: “სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ იმის კი მეშინია, სასაფლაოდან ყველა რომ წამოვა და მე კი იქ დავრჩებიო”. ამის გამო დასაფლავების შემდეგ პირველი ღამე სასაფლაოზე მას ერთმა ადამიანმა გაუთენა.

კითხვა: დაასახელეთ ამ ადამიანის დაბადების წელი.

წყარო: ვიკიპედია, forum.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close