არქივი

იცით თუ არა, რომ…

2be97bd0ba4e

მოკლედ, თუ თქვენ დაიბადეთ ორშაბათს, მაშინ…

ორშაბათს (მთვარის დღე) გურმანები და თავადაც კარგი კულინარები იბადებიან. ჯიუტები, მაგრამ მოსიყვარულეები არიან. უყვართ სწავლა და ბეჯითობით გამოირჩევიან.

სამშაბათს (მარსის დღე) დაბადებულებს მებრძოლი ხასიათი აქვთ. უყვართ ლიდერობა და ხშირად კარგი ხელმძღვანელები არიან. სიძნელეებს არ ეპუებიან, ბრძოლისთვის მუდამ მზად არიან.

ოთხშაბათს (მერკურის დღე) წარმატებული ადამიანები იბადებიან. მათ სიყვარულში და კარიერაში უმართლებთ და ხშირად, შედევრებს ქმნიან.

ხუთშაბათს (იუპიტერის დღე) დაბადებულებს უყვართ მოგზაურობა, სიახლეები. სამართლიანები არიან და სუსტს არასოდეს დაჩაგრავენ.

პარასკევს (ვენერას დღე) მოსიყვარულე, თავაზიანი და მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. მთელი ცხოვრება სიყვარულის გამო იტანჯებიან. უყვართ ფლირტი. ძირითადად ხელოვნები არაინ და ამ სფეროში წარმატებასაც აღწევენ.

შაბათს (სატურნის დღე) ფილოსოფოსები, პედაგოგები და მეცნიერები იბადებიან. სხვებზე ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარ თავზე. გქონდეთ მათი იმედი.

კვირას (მზის დღე) დაბადებულები, სტატისტიკის მიხედვით, სხვებზე წარმატებულები არიან. შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოებულები და ყველა სირთულეს ფილოსოფიურად უდგებიან. (კვირას ვარ დაბადებული მე)

BY ბერო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button