გასართობისაკითხავისასარგებლო

აინშტაინი ( ფაქტები და უცნაურობები, ნაწილი 3)

e23d7ebe06a6

ესეც მესამე ნაწილი … ( ბოდიში დაგვიანებისთვის)

უდიდესი მუსიკოსი

ერთეხელ  ალბერტ აინშტაინი და ცნობილი ვიოლენჩელოისტი გრიგორი პიატაგორსკი ერთად გამოდიოდნენ საქველმოქმედო კონცერტზე. მაყურბლებში იჯდა ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელსაც უნდა დაეწერა ანგარიში კონცერტის შესახებ.  მან მიმართა კითხვით ერთ მსმენელს:

–         მაპატიეთ, პიატაგორსკის ჩვენ ყველა ვიცნობთ, მაგრამ ეს აინშტაინი, რომელიც გამოდის დღეს მასთან ერთად ….

–         ღმერთო ჩემო, ნუთუ თქვენ არ იცით ეს ხომ სახელოვანი აინშტაინია!

–         დიახ  , რაღათქმაუნდა , – შერცხვა ჟურნალისტს და რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში.

შემდეგ დღეს გაზეთში გაჩნდა სტატია  გრიგორ პიატაგორსკიზე და ალბერტ აინშტაინზე – როგორც უდიდეს მუსიკოსებზე და ვირტუოზებზე. აინშტაინზე, რომელიც უკრავდა ვიოლინოს და არაფრით ჩამოუვარდებოდა პიატაგორსკის. ამ  სტატიამ  ყველას სიცილი მოგვარა, განსაკუთრებით აინშტაინს. მან ეს სტატია ამოჭრა, მუდამ ჯიბით ატარებდა აჩვენებდა ნაცნობებს და ეუბნებოდა

–         თქვენ გგონიათ,რომ მე მეცნიერი ვარ ? არა, მე ცნობილი მევიოლინე ვარ, აი ვინ ვარ სინამდვილეში.

მომხსენებლის სირთულეები

ერთხელ აინშტაინი დაძაბულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებას კითხულობდა. კონფერენციის დამთავრების შემდეგ კონფერენციის  „ადმინისტრაციამ“ ჰკითხა, თუ რომელი მომენტი იყო მისთვის ყველაზე ძნელი. აინშტაინმა უპასუხა:

–         ყველაზე დიდი სირთულე იყო, გამეღვიძებინა აუდიტორია თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც წარმადგინა მე აუდიტორიის წინაშე.

სატელეფონო ნომრებზე

ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა სთხოვა აინშტაინს, რომ დაერეკა მისთვის, მაგრამ გააფრთხილა, რომ მისი ტელეფონის ნომერი ძალიან რთული დასამახსოვრებელი იყო:

–         24-361. დაიმახსოვრეთ? გამიმეორეთ!

–         რა თქმა უნდა, დავიმახსოვრე!  ორიათეული და 19  კვადრატში.

ყველაფერი  ფარდობითია

1943 წელს ერთმა მოსწავლე გოგონამ ვაშინგტონიდან მისწერა აინშტაინს, რომ მისთვის რთული იყო მათემატიკა და უხდებოდა ძალიან ბევრი მეცადინეობა თანაკლასელებს რომ არ ჩამორჩენოდა. აინშტაინმა უპასუხა:

–         არ გაბრაზდეთ თქვენს სირთულეებზე მათემატიკასთან, დამიჯერეთ ჩემი სირთულეები გაცილებით დიდია, ვიდრე თქვენი.

93d129c5cc2a

ჰანს ეისლერი

აინშტაინი და კომპოზიტორი ჰანს ეისლერი როგორღაც მოხვდნენ ერთად, ერთ სახლში. დიასახლისმა იცოდა, რომ აინშტაინი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, სთხოვა დაეკრა მას ეისლერთან ერთად. კომპოზიტორი დათანხმდა, აინშტაინმაც მოამზადა თავისი ვიოლინო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენჯერაც ეისლერმა დაიწყო დაკვრა, აინშტაინი ვერა და ვერ ჩაჯდა ტაქტში. ეისლერი ადგა როიალიდან და თქვა:

–         არ მესმის მთელი მსოფლიო რატომ თვლის უდიდეს ადამიანად კაცს, რომელსაც სამამდე თვლა არ შეუძლია.  (ცოტა არ იყოს და ჰანს ეისლერზე გავბრაზდი :armjera:  )

მადლობთ ყურადღებისთვის, სურვილისამებრ მეოთხე ნაწილიც დაიდება :) ….

ეს კი პირველი და მეორე ნაწილები:
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close