გასართობისაკითხავიუკატეგორიო

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომრები


რამდენს ჩამოაჭრის თქვენს საკრედიტო ბარათს ერთი ღამის სიამოვნება? პასუხი სრულიადში….

ზოგი მოგზაურისთვის სასტუმროს ნებისმიერი ნომერი ფუფუნებაა; ყველაფერს თავი დავანებოთ, ვიღაც საწოლს გილაგებს, აბაზანას გიწმენდს, საუზმეს გართმევს და ყოველ დილით გაზეთიც მოაქვს შენთვის. თუმცა მოგზაურებისთვის, რომლებსაც ექსტრავაგანტული გემოვნება აქვთ, ფუფუნება სულ სხვა რამეა. თუმცა, როცა სიამოვნება მოდის, ფული მიდის…


10. Ambassador’s Bure at Wakaya Club & Spa (ფიჯი)
ერთი ღამის ღირებულება — $4.900
თუ თქვენთვის ფუფუნება კუნძულზე განმარტოვებაა, ეს სასტუმრო თქვენს სამსახურშია. სხვათაშორის, ეს მარტოობის სავანე ამ პოსტში დასახელებულ სხვა ნომრებთან შედარებით ბევრად იაფია. ეს პირადი დასასვენებელი სახლი მხოლოდ 10 კოტეჯს მოიცავს და ეს ნომერი არის ყველაზე დიდი — 418.063 მ². კოტეჯს აქვს პირადი სპა, საცურაო აუზი, გემბანი, ჰამაკი და კერძო გასასვლელი წყნარი ოკეანის სანაპიროზე.


9. Imperial Suite at Park Hyatt Vendôme (პარიზი)
ერთი ღამის ღირებულება — $19.000
თქვენ თავს ისევე კომფორტულად იგრძნობთ, როგორც კნუტი, როდესაც შეიგრძნობთ პარიზის მზის სხივებს სასტუმროს მეორე სართულიდან. 19.000 დოლარად შემოგთავაზებენ 76.1804 მ² მოცულობის მაღალჭერიან ოთახებს, სპას (მასაჟის მაგიდით), დიდ სასტუმრო, სასადილო და სამუშაო ოთახებს. ასევე 24-საათიან მომსახურეობას და ოთახის დაცვას თქვენი ძვირფასეულობისთვის.


8. The Royal Suite at Burj Al Arab (დუბაი)
ერთი ღამის ღირებულება — $22.900
ეს 25-ე სართულზე განთავსებული, ორ-საწოლიანი ნომერი პირდაპირი განმარტებაა ბურჯ-ალ-არაბის სუპერ-ფუფუნების პრივილეგიისა. მას შემდეგ რაც მოგატარებენ ქალაქის გარშემო თქვენს მიერ არჩეული როლს-როისით ან ბმვ-თი, მას შემდეგ რაც თქვენი კერძო ლიფტით აგაბრძანებენ 25-ე სართულზე, თქვენ იხილავთ ოთახის მარმარილოს, ოქროს, წითელი ხისა და ლეოპარდის დეკორაციას. მოიარეთ ყოველი ოთახი და აღმოაჩინეთ სხვადასხვა განსაკუთრებული სუნამო და ტანის საშუალებები თითოეულ სააბაზანოში, კედელ-ცვალებადი საწოლი ოთახი, კერძო კინოთეატრი და ბიბლიოთეკაც კი… და ყოველი შემთხვევისთვის, თუ პირადი ვერტმფრენი დაგჭირდათ, სასტუმრო ამასაც გთავაზობთ (თუმცა თანხის დამატება მოგიწევთ).


7. Bridge Suites, Royal Towers at Atlantis (ბაჰამა)
ერთი ღამის ღირებულება — $25.000
გარდა მე-16 სართულიდან გადაშლილი უმშვენიერესი ხედისა და 74.3224 მ² ფართობის მქონე აივნისა, სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩებიან 7-კაციანი კერძო პერსონალის მომსახურეობით. ფუფუნებითი გაზვიადებები, როგორიცაა 22 კარატიანი ოქროს ჭაღი სასადილო ოთახში და უზარმაზარი როიალი სასტუმრო ოთახში, ხდის ამ სასტუმროს ნომერს ბაჰამური ექსტრავაგანტიზმის უნიკალურ ნიმუშს.


6. Presidential Suite at the Ritz-Carlton (ტოკიო)
ერთი ღამის ღირებულება — $25.000
ტოკიოს უმაღლეს შენობაში ცხოვრება ძალიან, ძალიან ბევრი დაგიჯდებათ, მაგრამ ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან BusinessWeek-ის მიხედვით ტოკიო მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ქალაქია. 25.000 დოლარად თქვენ ისიამოვნებთ საოცარი ხედით, მარმარილოს სააბაზნოთი, 40 იანჩიანი პლაზმური ტელევიზორით და კონსიერჟის პირადი მომსახურეობით.


5. Royal Plaza Suite at the Plaza Hotel (ნიუ-იორკი)
ერთი ღამის ღირებულება — $30.000
ეს ნომერი დიზაინერებს ლუი XV-ის სამეფო ოთახმა შთააგონათ. 408.773 მ² მოცულობის ოთახი საკმაოდ დიდია ქალაქისთვის, რომელსაც არასდროს სძინავს. გარდა ამისა, სტუმრებს სთავაზობენ თანამედროვე სამზარეულოს (პირადი მზარეულებისთვის, რათქმა უნდა), სასადილო ოთახს 12 კაციანი მაგიდით, ბიბლიოთეკას უნიკალური წიგნებითა და საოცარ ხედს მეხუთე ავენიუზე. ყველაფერი რომ გადავფაროთ, ნომერს აქვს 24-კარატიანი ონკანები სააბაზანოებში. დიახ, სააბაზანოებში, რადგან ამ ოთახს სამი სააბაზანო აქვს.


4. Ty Warner Penthouse at the Four Seasons (ნიუ-იორკი)
ერთი ღამის ღირებულება — $40.000
ამ სასტუმროს მინებიანი აივნებიდან გადაგეშლებათ მანჰეტენის ულამაზესი ხედი. შიგნით კი სტუმრები აღტაცებულები დარჩებიან დიზაინერების კრეატიულობით, რომლებმაც ყველაფერი დეტალურად დაგეგმეს, დაწყებული 7.62 მეტრი სიმაღლის ჭერიდან, დასრულებული დაჭრილი მინის ჭაღით. თუ ეს საკმარისი ფუფუნება არაა, ნომრის სტუმრები უზრუნველყოფლნი არიან პირადი მსახურთუხუცესით, მწვრთნელით/თერაპისტით და მძღოლით.


3. Hugh Hefner Sky Villa at the Palms Casino & Resort (ლას-ვეგასი)
ერთი ღამის ღირებულება — $30.000
დიახ, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ლას-ვეგასში 30.000 დოლარი ბლექჯექის მაგიდამდე მიუსვლელად ამ სასტუმროში. თუმცა, სანაცვლოდ, თქვენ იცხოვრებთ იმავე აპარტამენტებში, სადაც კენი ვესტი ცხოვრობდა 2007 წელს. სავსე ბარი, პლეიბოის აუზი (გვაპატიეთ, “კრუდღლები” მომსახურეობის პაკეტში არ შედიან), სოლარიუმი, პლაზმური ტელევიზორები, მეფური ზომის საწოლი და ლას-ვეგასის პანორამული ხედი ამ ოთახის პირადი აღჭურვილობაა.


2. Royal Villa at the Grand Resort Lagonissi (ათენი)
ერთი ღამის ღირებულება — $45.000
რამდენიმე ბუხარი, მარმარილოს სააბაზანოები, BVLGARI-ს ტანის საშუალებები, გადახურული და ღია აუზები არის ძალიან ცოტა ნომრის ღირსებათაგან. ამასთანავე, სტუმრის პირად საკუთრებაში არის 4-კაციანი მომსახურე პერსონალი — მწვრთნელი, მასაჟისტი, მოსამსახურე, ლიმუზინის მძღოლი. თუ გაგიმართლათ, იქნებ ექსკლუზიური საჰაერო ხომალდის მომსახურეობითაც ისიამოვნოთ.


1. Royal Penthouse Suite at the President Wilson Hotel (ჟენევა)
ერთი ღამის ღირებულება — 65.000$
ამ დაუჯერებელ ფასად სტუმარს შეუძლია ისიამოვნოს 1679.965 მ² ფართობის მქონე ძვირადღირებული აპარტამენტითა და ჟენევის ტბის მოციმციმე ხედით. აბაზანებში შესულს Acqua di Parma-ს უნიკალური პროდუქცია დაგხვდებათ. ოთახის მომსახურება 24-საათიანია და ნომერს ასევე გააჩნია უნიკალური დაცვითი სისტემა, რადგან თუ ასეთ სასტუმროში ისვენებთ, ლოგიკურია, თან დიდი განძი გქონდეთ. რათქმა უნდა, სატელიტური ანტენა და თითქმის ულიმიტო არჩევანი მუსიკისა და ფილმებისა თქვენს განკარგულებაშია.

იმედია, ისიამოვნეთ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close