ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ჰოროსკოპის მეცამეტე ნიშანი – გველისმჭერი

წაკითხვა არ დაგეზაროთ, საინტერესოა, რადგან თუ მეცამეტე ჰოროსკოპის ნიშანი დაამტკიცეს, ჰოროსკოპი აირევა და მაგალითად თუ ხარ ლომი, შეიძლება ქალწული აღმოჩნდე ან პირიქით ;) გააგრძელეთ და წაიკითხეთ. მერე რა რომ დიდია, არ დაგეზაროთ

ზოდიაქო არის ეკლიპტიკაში შემავალი თანავარსკვლავედები, რომლებსაც გადის დედამიწა მზის გარშემო ბრუნვის დროს. ჩვენ ვიცით ეკლიპტიკაში შემავალი 13 ზოდიაქო:
1)ვერძი 2)კურო 3)ტყუპები 4)კირჩხიბი 5)ლომი 6)ქალწული 7)სასწორი 8)მორიელი 9)გველისმჭერი 10)მშვილდოსანი 11)თხის რქა 12)მერწყული 13)თევზები
ძველად ასტროლოგები აკვირდებოდნენ გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს და ორიენტაციას იღებდნენ 12 ზოდიაქალურ ნიშანზე და ათასწლეულების მანძილზე ამ დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბდა დღევანდელი სახე ასტროლოგიისა.

მაგრამ ვინაიდან დროსთან ერთად მოხდა პრეცესია, ზოდიაქალური თანავარსკვლავედების გავლას მზე ახორციელებს განსხვავებულ პერიოდებში იმასთან შედარებით რაც იყო 2000 წლის წინ….

დღეს რეალური სურათი ასე გამოიყურება

Рыбы (11 марта – 17 апреля)
Овен (18 апреля – 12 мая)
Телец (13 мая – 20 июня)
Близнецы (21 июня – 19 июля)
Рак (20 июля – 9 августа)
Лев (10 августа – 15 сентября)
Дева (16 сентября – 29 октября)
Весы (30 октября – 21 ноября)
Скорпион (22 – 28 ноября)
Змееносец (29 ноября – 16 декабря)
Стрелец (17 декабря – 18 января)
Козерог (19 января – 14 февраля)
Водолей (15 февраля – 10 марта)

აქ კარგად ჩანს რომ ვერძის თანავარსკვლავედში მზე შედის 18 აპრილს, და არა 22 მარტს როგორც კლასიკურ ასტროლოგიაში არის მიღებული.

მაგალითად, თხის რქა იწყება არა 22 დეკემბერს არამედ 19-20 იანვარს და ა.შ.
რაც შეეხება გველისმჭერს: მზე გადის ამ თანავარსკვლავედს 29 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე…

ახლა განვიხილოთ კლასიკური ასტროლოგიის შეხედულება გველისმჭერის შესახებ.

კლასიკურ ასტროლოგიაში ეკლიპტიკა არ იყოფა თანავარსკვლავედებად!
ზოდიაქოს ნიშნებად მიღებულია არა თანავარსკვლავედები, არამედ 30 გრადუსიანი სექტორები(სულ 12) რომელიც საფუძვლად უდევს ეკლიპტიკას.
ათვლის წერტილად არის აღებული გაზაფხულის ბუნიობა ანუ 20-21 მარტი.

კლასიკური ასტროლოგიით მზე გადის ეკლიპტიკის 12 სექტორს შემდეგნაირად:

და გველისმჭერი კი ემთხვევა მორიელის ბოლო 7 გრადუსსა და მშვილდოსნის პირველ 7 გრადუსს. ანუ ძველი ტრადიციით მისი გავლენის პერიოდია 16 დან 30 ნოემბრამდე.
კლასიკური ასტროლოგია გველისმჭერს, როგორც ადამიანის მახასიათებელ ზოდიაქოს არ აღიარებს…

მზე, სანამ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება, რამოდენიმე დღის გან-ში (26.11- 16.12) გადის გველისმჭერის თანავარსკვლავედს, მაგრამ რადგან ზოდიაქოს თანავარსკვლავედები მხოლოდ 12 უნდა იყოს, შესაბამისად წელიწადის 12 თვისა, გველისმჭერს არ თვლიან ზოდიაქოში. ასტროლოგია ანიჭებს მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან თვლის, რომ ამ დროს დაბადებული ადამიანი ატარებს ხასიათის ინფერნარულ (адский, дьявольский) თვისებებს. ეს თანავარსკვლავედი მოიცავს ეკვატორიალური ცის ვრცელ რეგიონს და კარგად არის შესწავლილი.

მაგრამ დიდი ხნის გან-ში ასტროლოგები და მაგები არ ესაუბრებოდნენ ადამიანებს ზოდიაქოს მე-13 ნიშანზე, როცა კეთილი და ბოროტი ძალები იწყებენ შეურიგებელ ბრძოლას ადამიენბის სულების დასაუფლებლად.
ცოდნა გველიმჭერზე მოდის დღევანდელი ევროპელების წინაპარი არიელებიდან.
მეტნაკლებად ეს ცოდნა შერჩენილი აქვთ ინდუისტ და ზორო-ასტრალურ ქურუმებს.

გველიმჭერი ბატონობს 2 კვირა. პირველი ემთხვევა მორიელის დამთავრების პერიოდს, მეორე- მშვილდოსნის აღმავლობის პერიოდს. სიმბოლურ ჰოროსკოპში, რომელიც შედგება 12 თანაბარი ნაწილისაგან, დაფარული სახით შედის გველისმჭერის ნიშAანი, რომლსაც აქვს გასავლელი სხვა სამყაროებში-ასტრალი, მენტალი, კარმული ურთიერთკავშირი. გველისმჭერს არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი ზოდიაქოში. გრაფიკულად ის არის რძიანი გზის პროექცია ზოდიაქოს წრეში.

მორიელ-მშვილდოსნის დროს ხანდახან “დამწვარ გზას” ეძახიან. ეს არის ასტროლოგიაში სიმბოლო გზისა, რომელზეც ჩვენ გველოდებიან ყველაზე მძიმე გამოცდები. ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, ამ დროს დედამიწის თავზე ცეცლლწაკიდებული ეტლით გადამფრენმა მზის შვილმა ფაეტონმა დაწვა ყველაფერი ცოცხალი და კოსმოსური ქაოსიდან ზედაპირზე გამოძვრნენ ურჩხულები.
ძველი არიელები ასეთ დროს იხსენებდნენ სამყაროს მბრძანებელ ზაკხაკს, რომელიც ბოროტი ძალებით იყო შეპყრობილი. მას მხრებზე ამოზრდილი ჰქონდა ადამიანისმჭამელი გველები.
მორიელ-მშვილდოსნის პერიოდი არის ბოროტი ძალების მძლავრობის პერიოდი.

ამ ორი კვირის განმავლობაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ თავისი თავის იმედი. გველისმჭერი გვასწავლის: შიში-არის ბოროტის მთავარი იარაღი და ბოროტის ყველაზე საშინელი გამოვლინება არის ტყუილი.

ის ვინც გაიცნობიერებს ამას და დასძლევს შიშს, გათავისუფლდება. სხვებს ელოდებათ ფაეტონის ბედის განმეორება,-ჩავარდნა და “დამწვარი გზა” ფეხქვეშ. მორიელის მშვილდოსანში გადასვლის პერიოდი ( ე.წ. მორიელის 30 გრად. ან Mსვილდოსნის ნულოვანი გრად.) იწოდება გათავისუფლების წერტილად.
ნამდვილი ასტროლოგები ყოველთვის ითვალისწინებენ გველისმჭერელის გავლენას ადამიანის ბედზე.
თუ თქვენ დაიბადეთ 27 ნოემბრის და 17 დეკემბრის პერიოდში, თქვენ ხართ არა მორიელი ან მშვილდოსანი, არამედ გველისმჭერელი, მორიელის შტრიხებით და მორილეის და მშვილდოსნის დახასიათება შეგესაბამებათ მხოლოდ ნაწილობრივ. თქვენ ინარჩუნებთ თქვენს თავში ამ ნიშნების ძირითად თვისებებს, მაგრამ თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ბედის ადამიანი.

თქვენ შეგიძლიათ გაქრეთ სამუდამოდ, გამოუმშვიდობებლად, უკვალოდ. გაქვთ უნარი სრულიად გარდაქმნის, სხვა ადამიანად გადაქცევის. ზოგიერთი ადამიანებისთვის თქვენ მოგაქვთ დაუჯერებელი სიხარული და ბედნიერება, სხვებისთვის- სიმწარე და ნგრევა. თქვენ უკან შლეიფივით მოგყვებათ მთელი რიგი უცნაური და აუხსნელი მოვლენებისა, რომელთა ახსნა ხანდახან თავადაც არ ძალგიძთ.

გველისმჭერელები ჩვეულებრივ ბევრს გადაადგილდებიან, ყოველთვის გზაში არიან. ხვდებიან უამრავ განსხვავებულ ადამიანს და ყველა მათგანს უძებნიან თავის გასაღებს და აყალიბებენ მათთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მათ შეიძლება ჰქონდეთ რამოდნეიმე ოჯახი სხვადასხვა ქალაქში, რამოდენიმე ცხოვრება ან ცხოვრების შრეც კი, ურთიერთობის სხვადასხვა წრეები.

ის არსით ნამდვილი ქამელეონია, რომელიც იცვლის ფერს, შეფერილობას, ქცევის მანერას, რომელსაც ნებიმსიერ წუთს შეუძლია შეცვალოს თვაისი ცხოვრება, გადააქციოს ფერფლად წარსული, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

გველისმჭერები შეიძლება ზალიან საშიშნი იყვნენ. თუ თქვენ მიაყენებთ ზიანს გველისმჭერს, მას შეუძლია საპასუხოდ მოგიტანოთ დიდი უსიამოვნებები, ნგრევები და სიკვდილიც კი. და ეს არა იმიტომ , რომ გველისმჭრლები ბოროტი ხალხია და ამს გამზრახ აკეთებენ. ამ ნიშნის ბუნებაა- “დამწვარი გზის” ეფექტი. როდესაც ის თავისი ყოფნის ადგილს ტოვებს, ის ყველა ხიდს წვავს თავის უკან.

ამ ადამიანს შეუძლია დაიწყოს ნულიდან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მაინც შეძლოს ყველაფრის თავიდან აშენება.

გველისმჭერელს შეუძლია ‘წაშალოს” თვაისი წარსული და ისე დაიწყოს ცხოვრება ნულიდან, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მას არ ეშინია საშიში სიტუაციების, მას არ აქვს შიშის გრძნობა, მას უყვარს ავანტურები და თავგადასავლები. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ის ჩვეულებრივ გადარჩება, ის არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანია. თუ ხდება ავიაკატასტროფები, ყევლა იღუპება და გველისმჭერელი გადარჩება. ძველი რომაელი ასტროლოგი მანილი წერდა, რომ გველისმჭრელის აღმავლობის პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის გველები აბსოლუტურად უვნებელნი არიან.

ლათინურად ამ თანავარსკვლავედს Serpentarius ეწოდება , თარგმანში ის ნიშნავს -“ის ვინც გველს ატარებს”.
გველისმჭერელის ცხოვრებაში ყოველთვის არის კონტრასტი- ხან სრული დაცემა, ხან ბრწყინვალე აღზევება. მესამე არ არსებობს. ის სიამოვნებით ანგრევს იმას რაც ადრე შექმნა, რათა თავიდან შექმნას რაღაცა ახალი. ეძებს ახალ თავგადასავლებს, ისწრაფვის გამოცდებისაკენ. მეორე მხრივ, მას ისე შეუძლია იმხიარულოს და დატკბეს ცხოვრებით, როგორც სხვას არავის. მას შეუძლია სრულიად ჩაიძიროს სიმაოვნების და გიჟური სიხარულის, რისკის და თავგადასავლების მორევში.

ძირითადი განსხვავება გველისმჭერელისა სხვა ნიშნებისგან არის ის, რომ ცხოვრება არ აძლევს მას გაჩერების საშუალებას. სხვა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს გაჩერება, დაბრკოლება, კონსერვატიზმი, უკან მობრუნება, გველისმჭერელს -არა! ის მხოლოდ წინ მიდის. თუ ის გაჩერდება , მაშინვე მოხდება შლა და ნგრევა, რაც მას აიძულებს გზა გააგრძელოს.

გველისმჭერის ბუნება ისეთია , რომ მას მხოლოდ ამ ძნელ, არსებითად არაადამიანურ პირობებში შეუძლია ცხოვრება. მისთვის ეს ერთადერთი მისაღები, ადამიანური პირობებია.

გველისმჭერელისთვის მთელი ცხოვრება ეს – ბრძოლათა სერიებია. მის ცხოვრებაში მუდმივად წარმოიშობა სიტუაციები, რომლებშიც მას არავინ ეხმარება და ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ასე მოხდა პაგანინის შემთხვევაშიც, როცა მან მხოლოდ ერთი სიმით დაუკრა.

გველისმჭერელის გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესო,ა მაგრამ ამავე დროს მოუსვენრად გრძნობ თავს. მათ შეიძლება ქონდეთ თავბრუდამხვევი, ერთი შეხედვით მოულოდნელი და დაუმსახურებელი წარმატებებიც კი ცხოვრებაში. მაგრამ მათ ექნებათ ასეთივე წარუმატებლობებიც.

სამწუხაროდ მას მოაქვს წარუმატებლობები იმ ადამიანებისთვისაც ვინც მასთან არიან დაკავშირებულნი. იმ დროს როცა შენ მას მიეჩვევი და გგონია რომ შენ ის შეიცანი, შეისწავლე, ის მთლიანად შენს ხელთაა და შენ მას აკონტროლებ, ის უეცრად აბსოლუტურად სხვანაირი ხდება, ჩნდება სხვა მხრიდან. მასთან ურთიერთობა რთულია, არ იცი როგორ მიუდგე მას. ის ტოვებს ორმაგობის ურთიერთსაწინააღმდეგოს შთაბეჭდილებას, რაც ასე ახასიათებს გველისმჭერელს.

გველისმჭერელი ეს სულიერი გამოფხიზლების ნიშანია, ნიშანი რომლეიც გვაერთებს კოსმოსთან . გველისმჭერელი ეს ისაა, ვინც კარმა დაამარცხა.
ამ ნიშნით დაბადებული გამოჩენილი ადამიანები ; ნოსტრადამუსი, შარლ დე გოლი, ალექსანდრე სუვოროვი, სპინოზა, ლოპე დე ვეგა და ა.შ.

გველისმჭერის ამოცანა ხშირად არის ადამიანების სამსახური, რომელიც ბევრჯერ თავგანწირვამდე მიდის. ნამდვილი გველისმჭერი ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის ბედს გადააბიჯა. საკუთარი პრობლემები მას უფრო ნაკლებად Aღელვებს ვიდრე გარშემომყოფების და რაც უფრო რთული სიტუაცია იქმნება, მით უფრო ენერგიულად და შეუპოვრად ეჭიდება ის საქმეს. მისი იშვიათი ნებისყოფა და ტალანტი ეხმარება მას დიადი საქმეების განსახორციელებლად.

თანამედროვეები ძნელად უგებენ და ღებულობენ გველისმჭერს. ადამიანთა რუხ მასას მშვენივრად ესმის რომ ეს ადამიანები გამორჩეულები არიან. ისინი არა იმდენად მზის სისტემის, რამდენადაც ირმის ნახტომის(რძიანი გზის) ანუ ჩვენი გალაქტიკის შვილები არიან. და ფაქტია, რომ არავის უყვარს ის, ვინც მთელი თავით მათზე მაღლა დგას და ამავე დროს რაღაც გაურკვეველი მისია აკისრია.

ეს ხვედრი თავისთავზე გამოსცადეს პაგანინმა, ნოსტრადამუსმა და სხვა ამ ნიშნის წარმომადგენლებმა.
რა თქმა უნდა ყველა ვინც მორიელისა და მშვილდოსნის მიჯნაზეა დაბადებული არ არის ნამდვილი გველიმჭერი. ნამდვილ გველისმჭერს ნიშანი აქვს იღლიისქვეშა მიდამოში ხალის ან თანდაყოლილი ღია ყავისფერი ლაქის სახით ( ქალებს მარცხნივ და მამაკაცებს მარჯვნივ). თუ ეს ნიშანი მოგვიანებით გაჩნდება , ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანს “პატარა მისია” აკისრია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალების ჯგუფი( 2 ჰორიზონტალურად და 3 ვერტიკალურად) მკერდზე ან ზურგის შუაში ასო “Т”-ს ანუ გველისმჭერის თანავარსკვლავედის ფორმით.

ანუ თუ თქვენ დაიბადეთ გველისმჭერის ნიშნის ქვეშ და ამათან ერთად გაქვთ ხალი ან ლაქა იღლიის ზონაში, ეს ნიშნავს , რომ თქვენ განსაკუთრებული მისია გაკისრიათ, რომელიც უნდა შესრულდეს.

გლობას უწერია, რომ იყო გველისმჭერი არ არის აუცილებელი მორიელისა და მშვილდოსნის საზღვარზე გყავდეს მზე, თუ გაქვს კოსმოგრამის პლანეტარული ტიპი ანუ როცა მზე და მთვარე გყავს სულ სხვა ნიშნებში, მაგრამ პლანეტების ჯგუფი მორიელისა და მშვილდოსნის ზღვარზე. ვისაც ყავს პლანეტები მე 8 და მე 9 სახლის საზღვარზე არიან არსით გველისმჭერები. როცა მზე გყავს გველისმჭერში- ეს არის გველისმჭერის შემოქმედებითი ტიპი, შემოქმედებითი აღმოჩენა. თუ პლანეტები არიან გველისმჭერში , “დამწვრობის” შეგრძნება და ცხოვრების ნულიდან დაწყება აუცილებლად იქნება.
ითვლება აგრეთვე კვანძები გველისმჭერში. თუ აღმავალი კვანძია გველისმჭერში -ადამინზე იგრზნობა მომავლის ზეწოლა, ის უარყოფს წარსულს. თუ დაღმავალი- წარსული ექაჩება , ადამიანი იძულებულია ორიენტირდეს უკან.
და თუ თქვენ ხართ გველისმჭერი და თქვენ იქ( ყევლაფერთან ერთად) გაქვთ მთვარის კვანძები, თქვენ უფრო მეტად გიმძიმთ. კვანძები შეიძლება იყოს სადაც გინდა, ოღონდ არა გველისმჭერში. ძალიან ძნელია ცხოვრება, ისევე როგორც ძნელია, როცა კვანძები მე8 და მე9 და მე2 და მე 3 სახლის საზღვარზეა). ეს უკვე ცხოვრების განაჩენია)

– რა თვისებებით აჯილდოებს გველის მგეშავი ადამიანებს?

– მე–13 ზოდიაქოს არსებობის ვერსია ძალიან წინააღმდეგობრივია, ამიტომ პროფესიონალი ასტროლოგები მას იშვიათად იყენებენ. პირადად მე ამ თანავარსკვლავედის მე–13 ზოდიაქოდ ჩათვლის წინააღმდეგი ვარ და რატომ – 12 არის საკრალური რიცხვი და სამყაროსეულ ჰარმონიას უკავშირდება. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ადამიანთა კოლექტივი პროდუქტიულად იწყებს მოქმედებას, თუ მათი რიცხვი აღწევს 12–ს ან 12–ის ჯერადია (24, 36, 48 და ა.შ.), 6 ან 6–ის ჯერადია. ეს კანონზომიერება ცხოველთა სამყაროშიც შეინიშნება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტერმიტები მაშინ იწყებენ ბუდის მშენებლობას, როცა მათი მინიმალური რაოდენობის მასა შეიკვრება და ხშირად მათი რიცხვი 12–ია. კალენდარში არსებობს 12 თვე. ჩინური ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის ორგანიზმში არის 12 ძირითადი მერიდიანი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში აქტიურდება, პლანეტების შესაბამისად. ასევე არსებობს 12 ზოდიაქო, ხოლო 13 არანაირად არ ზის სამყაროსეული ლოგიკის არც ერთ კონტექსტში.

– მაშ რამ გამოიწვია ასტროლოგიაში მე–13 ზოდიაქოს ვერსიის წარმოქმნა?

– ასტროლოგიაში არის ტერმინი “ვია კომბუსტა”, რაც ქართულად ნიშნავს დამწვარ გზას. ის არის კაშკაშა ვარსკვლავების კრებული, რომელიც დედამიწიდან სამყაროს ცენტრის მიმართულებას მიგვანიშნებს. ძველი ასტროლოგიური წყაროები მიუთითებენ, რომ ვია კომბუსტა მოიცავს ნაწილობრივ სასწორის ზოდიაქოს გრადუსებს და გადადის მორიელში. თანამედროვე ასტროლოგები კი თვლიან, რომ ის იწყება ანტარესიდან (ანტარესი არის ვარსკვლავი მშვილდოსნის ზოდიაქოში), მშვილდოსნის 15 გრადუსიდან და გრძელდება თხის რქის 10 გრადუსამდე. გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენას ძველი ასტროლოგები სასწორსა და მორიელს უკავშირებენ, ხოლო თანამედროვე ასტროლოგები – მორიელსა და მშვილდოსანს. ეს არის პერიოდი 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

როგორც ხედავთ, არსებობს სხვადასხვა ვერსია. ძნელია დაადგინო რომელიმე მათგანის სისწორე, მაგრამ ცხადია, რომ ამ პერიოდში რაღაც ნამდვილად ხდება. გველის მგეშავის თანავარსკვლავედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავთკრებულია და მისი ვარსკვლავები შედარებით მაღალ სფეროზე გავლენას ახდენენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად ადამიანებზეც. სწორედ ამ გავლენის საფუძველზე შეიქმნა მე–13 ზოდიაქოს ვერსია. თუმცა ეს საკმარისი მოტივი არ არის, ვინაიდან დანარჩენ ზოდიაქოებზეც შეინიშნება სხვადასხვა თანავარსკვლავედის გავლენა. ამასთან, ყველა ზოდიაქოში შეიძლება გამოვნახოთ მე–13 ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ ეს ზოდიაქოს გავლენა არ არის, ეს ვარსკვლავების ზეგავლენაა.

– გველის მგეშავის თანავარსკვლავედი კონკრეტულად რა გავლენას ახდენს აღნიშნულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებზე?

– ამ თანავარსკვლავედს ძველი ბერძნები მიაწერდნენ მედიცინის ღვთაება ასკლეპიოსს. აქედან წამოვიდა გველის ემბლემა. ავესტური ასტროლოგია ამ ვარსვლავთკრებულს უკავშირებს მეფე ვაჰავის შესახებ მითს: მეფე ვაჰავი აცდუნა ეშმაკმა, მისი კოცნის შემდეგ ვაჰავს ხელზე წამოეზარდა გველები, რომლებიც ადამიანის ტვინით იკვებებოდნენ. ხალხი იძულებული გახდა, გველების დანაყრების მიზნით, მეფისთვის ახალგაზრდები შეეწირათ. ამდენად, გველის მგეშავის თანავარსკვლავედს ბერძნები მედიცინას უკავშირებენ, ხოლო ავესტური ასტროლოგია მას ეშმაკისაგან ცდუნებული ადამიანის ენერგეტიკის მატარებლად თვლის.

როგორც ვხედავთ, აქაც გარკვეული წინააღმდეგობაა. პრაქტიკულ ასტროლოგიაში ამ თანავარსკვლავედს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გავლენა. როდესაც გარკვეული პლანეტები მოძრაობენ ამ ვარსკვლავების ფონზე, ანუ ამ თანავარსკვლავედში შედიან და გამოდიან, სატურნისა და მარსის შემთხვევაში მხოლოდ ნეგატიური გავლენაა. მორიელს (იგულისხმება 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებული ადამიანები) გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენით, ექმნება გარკვეული პრობლემები, მაგალითად, თუკი ის რაიმე სფეროში ძალაუფლებას მიაღწევს, უნდა ერიდოს მის ბოროტად გამოყენებას. ამ დროს მას ეძლევა გარკვეული ფსიქოლოგიური დომინირების შესაძლებლობა, როგორც კი დაიწყებს ვინმესთვის ზიანის, ტკივილის მიყენებას, მოსალოდნელია ერთი ხელის მოსმით დაკარგოს ეს ძალაუფლება.

რაც შეეხება მშვილდოსანს (ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებულები), აქ მარსის და იუპიტერის გავლენა უფრო იკვეთება. ეს მშვილდოსნები ადვილად აღწევენ წარმატებას და ძალაუფლებას, მთავარია აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. როგორც კი გაჩერდებიან, მათ გარშემო მყისვე ყველაფერი ჩერდება. როდესაც აქტიურობენ, მათ წინაშე წარმატებათა ახალ–ახალი პერსპექტივები იშლება. ეს ვარსკვლავების გავლენაა და არა – ზოდიაქოსი.

ავესტური ასტროლოგია, რომელიც ამ უძრავ ვარსკვლავებზეა აგებული, ცოტა არ იყოს, ფატალურ, საბედისწერო ხასიათსაც ატარებს. აქ აღიქმება საზოგადოების, კოლექტიური ცნობიერების გავლენა ადამიანზე. მაგალითად, თუ მორიელი აღწევს ძალაუფლებას და საზოგადოება ამის პირობებს უქმნის, იგივე საზოგადოება მის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას, როგორც კი მორიელი ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შეეცდება. აქ ადამიანის ნება იმდენად არ არის გამოკვეთილი, როგორც ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა. ასევეა მშვილდოსანიც: საზოგადოება მისგან ელის აქტიურობას, ეხმარება მას და მაქსიმუმს აძლევს თავისი მხრიდან, მაგრამ თუ მშვილდოსანი პასიურია, ის საზოგადოებისგან გარიყული აღმოჩნდება. სწორედ ეს არის ფატალურობა, საბედისწერო, იძულებითი ვარიანტი, თუ შეიძლება, ასე ითქვას.

ანალოგიური ვარიანტი სხვა ზოდიაქოებზეც შეინიშნება. ავიღოთ ვარსკვლავი ალგორაბი სულ სხვა თანავარსკვლავედიდან, სასწორის მე–15 გრადუსში. იგულისხმება 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დაბადებული ადამიანები (მარსისა და სატურნის შერწყმა). ალგორაბის ზეგავლენა ნიშნავს, რომ ადამიანი, მართალია, აქტიურობს, მაგრამ მისი აქტიურობა უნდა იყოს განსაზღვრული ხანგრძლივ პერსპექტივაზე. ამ ადამიანს საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში ამჩნევს, როდესაც მას წარმატების მისაღწევად უკვე დიდი ენერგია აქვს დახარჯული. სანამ ის ენერგიის აუცილებელ, სხვა ადამიანებთან შედარებით დიდ ნაწილს არ დახარჯავს, წარმატება მასთან არ მოვა. ასევე შეინიშნება სხვა ზოდიაქოებზე განსხვავებული ვარსკვლავების ზეგავლენაც. ამდენად, ამ ლოგიკით მაინცდამაინც გველის მგეშავის თანავარსკვლავედის ცალკე ზოდიაქოდ აღიარება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა უდავოა. ამას მხოლოდ არეულობა შემოაქვს ასტროლოგიაში.

– ვინ შემოიტანა პირველად ეს არეულობა?

– გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენაზე ჯერ კიდევ ავესტური ასტროლოგია მიუთითებს, მაგრამ მისი ზოდიაქოდ აღიარება გასული საუკუნის 80–იან წლებში ოტო ნოეჰარდის სახელს მიეწერება. მან დაწერა წიგნი, სათაურით “ზოდიაქოს მე–13 ნიშანი”. ეტყობა, მას ორიგინალურობის პრეტენზია ჰქონდა. ძირითადად მითოლოგიურ მიდგომას ამჟღავნებდა. ის აღნიშნავდა, რომ ამ დროს ხდება ტრანსფორმაცია, ადამიანის ქვეცნობიერი მგრძნობელობის გაძლიერება. სანამ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ქვეცნობიერება მგრძნობიარე ხდება მეტწილად ბოროტების მიმართ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანებისადმი.

22–დან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებულ ადამიანებზე მოდის პოზიტიური ძალების გავლენა, ანუ ადამიანს უბიძგებს აქტიურობისაკენ და ამ აქტიურობას მოაქვს დადებითი შედეგები. ოტო ნოეჰარდი ამ პერიოდში ადამიანების ქცევას დააკვირდა, რაღაც ზეგავლენა ცხადყო და ეს მე–13 ზოდიაქოს მიაწერა.

– 15–დან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებული ღრიანკალი და მშვილდოსანი მხოლოდ ამ ნიშნებით განსხვავდებიან იმავე ზოდიაქოების სხვა წარმომადგენლებისგან?

– მხოლოდ ამ ნიშნებით განსხვავდებიან, სხვა ყველაფერი იგივეა. მხოლოდ აქ არის უფრო მაღალ დონეზე ადამიანების შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. მაღალ დონეზე – იმ შემთხვევაში, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი საზოგადოებაზე და საზოგადოება რას მოითხოვს მისგან.

– ზოგიერთი ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული ხალხია, სხვა დონეა. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასეთი დამოკიდებულება?

– არავითარ შემთხვევაში! განსაკუთრებულობა ყველა ადამიანს აქვს და ამ განსაკუთრებულობაზე მათ ჰოროსკოპში ხშირად მიუთითებს სხვა თანავარკვლავედები ან ვარსკვლავები.

– ამ ზოდიაქოებთან დაკავშირებით რა ცნობებს გვაწვდის ძველი ეგვიპტური ასტროლოგია?

– ძველი ეგვიპტელები თითოეულ ზოდიაქოს კიდევ ნაწილებად, ტერმებად შლიდნენ. მორიელის ზოდიაქოს ბოლო ტერმს (15–22–ის ფარგლებში) მართავს სატურნი. ეს პლანეტა მოიაზრება, როგორც დამსჯელი, რომელიც ადამიანს შეცდომებს არ პატიობს და დამსახურებისამებრ მიუზღავს. ამიტომ მორიელისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს აყენებს. მშვილდოსნისთვის კი ეს ტერმი მოხვდა იუპიტერის მმართველობის დროს. აქ პირიქით, მშვილდოსანს ყველა პირობა შეუქმნა წარმატებისთვის – მთავარია, მშვილდოსანმა გამოავლინოს ინტელექტუალური თვისებები და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. თუ გაჩერდება, ვერაფერს მიიღებს.

ყველა ზოდიაქო დაშლილია ექვს ტერმად. მაგალითად, 15–დან 20 აპრილამდე დაბადებულ ვერძს საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის საშუალებას საზოგადოება აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერძი დაძლევს ნებისმიერ წინააღმდეგობას, რაც მას შეხვდება, ხოლო თუ ის სიძნელეებს გაექცევა, მაშინ მის ცხოვრებაში პრობლემები იმატებს. 20–დან 28 აპრილის ფარგლებში დაბადებული ტყუპებისთვის ფინანსური და მატერიალური წარმატების შესაძლებლობები იზრდება, თუკი ისინი თავიანთი იდეების მაქსიმალურ რეალიზაციას მოახდენენ და ა.შ.

წყარო: forum.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close