საკითხავისამხედრო

ძველი რომის კულტურა; გლადიატორები

გლადიატორი (ლათ. gladius — «ხმალი», «გლადიუსი») — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომელებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ  მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.

ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაობა, ნარკოტიკების მსგავსი იყო.

ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.

რომაელ არისტოკრატთა შორის თანდათან მოდაში შემოვიდა საკუთარი გლადიატორების ყოლა, რომლებსაც თავიანთი გამოსვლით პატრონისათვის არამარტო შემოსავალი მოჰქონდა, არამედ პირადი დაცვის ფუნქციასაც ასრულებდნენ.  ამ მხრივ ყველას იულიუს კეისარმა აჯობა, რომელსაც 2 000 გლადიატორი ჰყავდა.


(იულიუს კეისარი)

აღსანიშნავია, რომ გლადიატორები არა მხოლოდ მონად გაყიდული ადამიანები ხდებოდნენ. მათ რიგებს ზოგჯერ ისეთებიც უერთდებოდნენ, რომლებსაც დიდება და სიმდიდრე ხიბლავდათ. ამ ”პროფესიის” საშიშროების მიუხედვად , სოციალურად დაბალი ფენიდან გამოსულ, მაგრამ ძლიერ ახალგაზრდას გამდიდრების შანსი ეძლეოდა.იმპერატორმა ნერონმა , ერთ-ერთ გლადიატორს მთელი სასახლეც კი აჩუქა.


(ნერონი)

ზოგიერთი ცნობილი გლადიატორი კი ნებისმიერ მსურველს ფარიკაობის გაკვეთილს უტარებდა, რაშიც კარგ გასამრჯელოს იღებდა. ყველაზე ბოლოს არენაზე გლადიატორები გამოდიოდნენ, რომლებიც მარჯვენა ხელს იშვერდნენ და ყვიროდნენ: ”კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით! თითქმის ყველა რომაელი იმპერატორი თამაშების გრანდიოზულობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რითაც ხალხის ბრბოს სიყვარულის მოპოვებას ცდილობდა. იმპერატორმა ტიტუსმა კოლიზეუმის გახსნისას იმ 17 000 ებრაელის მოკვლის ბრძანება გასცა, რომლებიც ამ გიგანტური ნაგებობის მშენებლობაში მონაწილეობდნენ,ხოლო იმპერატორმა კომოდოსმა გლადიატორების სკოლა თავადაც გაიარა. რასაკვირველია, იმპერატორის მონაწილეობით გამართული ყველა ბრძოლა მისი გამარჯვებით მთავრდებოდა.


(კომოდოსის როლში ხოაკინ ფენიქსი)) ;) ;)

სისხლიან ორგიებს საბოლოო წერტილი დაუსვა ქრისტიანულმა ეკლესიამ.365 წელს ეკლესიამ, რომლის პირველი მიმდევრებიც არენაზე ცხოველების ლუკმად იქცნენ, ამ ორთაბრძოლების აკრძალვას მიაღწია, ხოლო 404 წელს ბერი ტელემაქი გლადიატორთა ბრძოლაში ჩაერია და საკუთარი სიცოცხლის ფასად , მათი შეჩერება შეძლო. ეს ინციდენტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ქრისტიანი იმპერატორისთვის, რომელმაც გლადიატორთა ბრძოლა აკრძალა.

1post))

წყარო:http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close