საკითხავისასარგებლოუცნაური

მკვლელი კლოუნი +16


სერიული მკვლელები, ნაწილი 3

სერიული მკვლელები ნაწილი: 1, 2

არაა გასაკვირი, რომ ჯონ უეინ გეისის პიროვნება ადამიანთა ნაწილში  იწვევდა  აღფრთოვანებას,  მეორე  ნაწილში  კი  შურს.  ის  იყო  შესანიშნავი  ბიზნესმენი,  რომელიც  ხარჯავდა  თავის  დროს  არა  მნიშვნელოვანი  კონტრაქტების გაფორმებაში, არამედ ხალხის  გახალისებაში.  ჯონი  ახალისებდა  ყველა  დღესასწაულს  თავისი კლოუნის პერსონათი.   ადამიანები, რომლებიც  იცნობდნენ  გეისს,  ახასიათებდნენ  როგორც  ხელგაშლილ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს. თუმცა  მის პიროვნებას  ქონდა  მეორე “ბნელი”  მხარე.

ჯონ უეინ გეისი დაიბადა 1942 წელს ჩიკაგოში. როგორც სერიული მკვლელების უმრავლესობას, მასაც რთული ბავშვობა ქონდა. მამამისი ხშირად სვამდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ცოლს. ჯონის მამა ცოლს ცემდა მაშინაც კი, როდესაც იგი ფეღმძიმედ იყო.  ამან დიდი გავლენა მოახდინა გეისის ფსიქიკაზე. დაბადებიდან ჯონს ქონდა  პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო გენეტიკასთან. გეისი ბავშვობაში სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. 4 წლის ასაკიდან ის ხშირად კარგავდა გონებას. 5 წლისას დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი.  რომელიც შემდეგ ოპერაციის გზით მოაშორეს.


ჯონი დედასთან ერთად

ბავშვობის ასაკიდან შემორჩა მოგონება მამამისის მეგობარ პედოფილზე, რომელმაც გააუპატიურა.   როგორც თვითონ განაცხადა, სწორედ იმ დროს დაიბადა მისი “ბნელი” მხარე. 17 წლის ასაკში, როდესაც პირველად ქონდა სექსუალური კავშირი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, მან დაკარგა გონება, რის გამოც გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი.  ერთი წლის შემდეგ გეისმა მიატოვა სკოლა და გადავიდა ლას-ვეგასში საცხოვრებლად, სადაც მან შეძლო მორგში მუშაობის დაწყება. სამი თვის შემდეგ  მორგის უფროსმა განუცხადა პოლიციას, რომ ჯონი ამყარებდა სექსუალურ კავშირს გვამებთან. მაგრამ მაშინ პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია გეისისთვის. რამოდენიმე წლის განმავლობაში გეისზე არაფერი ისმის.

1964 წელს გეისი გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ ვატერლოუში, აიოვას შტატში. ამავე წელს მან ცოლად მოიყვანა მერილინ მეიერსი და გახდა სწრაფი კვების ობიექტის ხელმძღვანელი, რომელიც მის  სიმამრს ეკუთვნოდა.

გეისი ყოველდღიურად 12 საათზე მეტს მუშაობდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა იგი გვიანობამდე მუშაობდა არა მხოლოდ მისი შრომისმოყვარეობის გამო, ასევე პათოლოგიური სიყვარულის გამო მოზარდებისადმი. გეისი აიძულებდა ობიექტზე მომუშავე მოზარდ ბიჭებს ქონოდათ მასთან სექსუალური კავშირი. ამ ყველაფერზე მოზარდები ჩუმად იყვნენ რადგან ეშინოდათ უფროსის მუქარის. არ შეშინებია მხოლოდ ერთ მოზარდს, 15 წლის დონალდს. რომელმაც მაშინაც კი არ გამოიტანა სარჩელი პოლიციიდან როდესაც იგი სასტიკად ცემეს.

 1968 წელს გეისი დააპატიმრეს და ამავე წელს გაიმართა მისი პირველი სასამართლო. რომელმაც გეისი ცნო დამნაშავედ  3 მოზარდის გაუპატიურებაში და მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მაგრამ 18 თვის შემდეგ გეისი გაათავისუფლეს ციხეში კარგი მოქცევის გამო. გეისის და მერილინის ოჯახი დაინგრა  სასამართლოს შემდეგ.


1968 წელი.

ციხიდან გამოსვლიშ შემდეგ გეისი გადავიდა საცხოვრებლად ჩიკაგოს გარეუბანში 1971 წელს, სადაც დაკავდა სამშენებლო ბიზნესით. ამავე წელს იგი შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიაში. ერთი შეხედვით ეწეოდა ჩვეულებრივ კანონიერ ცხოვრებას, მაგრამ როდესაც 1972 წელს გეისმა ცოლად მოიყვანა სკოლის მეგობარი კეროლინ ჰოფტი, ამ დროს ის უკვე მკვლელი იყო.

პირველი მკვლელობა გეისმა ჩაიდინა 1975 წლის 2 იანვარს. თავის ჰომოსექსუალ პარტნიორთან ტიმოტი მაკკოისთან გატარებული ღამის შემდეგ გეისი საწოლზე ისვენებდა, როდესაც ტიმოტი საძინებელ ოთახში სამზარეულოს დანით შემოვიდა. გეისს ძალიან შეეშინდა, და თავის დაცვა დაიწყო. თავდაცვის მომენტში მას შემოაკვდა თავისი  ახალგაზრდა შეყვარებული. მოგვიანებით, როდესაც გეისი გავიდა სამზარეულოში და გამოარკვია, რომ ტიმოტი უბრალოდ სადილს ამზადებდა მათთვის, გეისი დიდად არ შეწუხებულა მკვლელობით. რადგან  მან დიდი სიამოვნება მიიღო ჯერ ჩხუბით, ხოლო შემდეგ მკვლელობით.

მეორე და ამავდროულად ბოლო ქორწინებამაც დიდხანს ვერ გასტანა. გეისი მიხვდა რომ ჰეტეროსექსუალური კავშირები მისთვის არ იყო. 1975 წელს ცოლმა ის მიატოვა. განქორწინების შემდეგ აღარაფერი უშლიდა გეისს ხელს, რომ  გაეგრძელებინა  თავისი  საქმიანობა.  იმავე  წელს  ჯონმა  საბავშვო  დღესასწაულებზე  კლოუნის  ფორმით გამოსვლა დაიწყო. გეისის და მის ცოლს დამთავრებული არ ქონდათ დოკუმენტების გაფორმება გაყრაზე, გეისს კი უკვე მიყვანილი ყავდა სახლში შემდეგი გეი მოზარდი. მეორე მსხვერპლი. მეორე მკვლელობიდან 2-3 წუთში გეისის სახლში მივიდა კეროლინი მაგრამ ვერაფერი ვერ შეამჩნია. გეისი შეშინებული იყო და სხეული სასწრაფოდ ავტოფარეხში გადამალა. რის შემდეგადაც მკვლელობებს უფრო ზუსტად გეგმავდა.

მკვლელობის გეგმა შემდეგნაირი იყო: საღამოობით გეისი დასეირნობდა მანქანით  და  არჩევდა  მსხერპლს,  ათიდან  ოცდახუთ წლამდე. შემდეგ ეცნობოდა და თავისთან მოყავდა სახლში,  აუპატიურებდა, ცემდა  და  აწამებდა.  ეს  ყოვლივე  კი  ძალიან  დიდხანს  გრძელდებოდა.  წამებებს შორის  კი გეისი  მსხვერპლს  ბიბლიას უკითხავდა. შემდეგ კლავდა და სარდაფში მალავდა ან როდესაც სარდაფი გადაივსო, მდინარეში  აგდებდა. ზოგ შემთხვევაში მსხვერპლი  თავად  მიდიოდა  გეისთან  სამშენებლო  კომპანიაში  სამსახურის  დაწყების  მიზნით.  გეისი პატიჟებდა მათ გასაუბრებაზე, რის შემდეგაც იწყებოდა მისი “”თამაში.”

მისი საქციელი უფრო და უფრო საშინელი ხდებოდა. ერთ დღეს მან სახლში მოიყვანა ერთდროულად ორი  მსხვერპლი. რენდელ რეფეტის და სემ სტეპლტონის გვამები მან დამარხა 69-ე პოზაში. გეისიმ გვამები საპირისპირო მიმართულებით დააწყო და ერთმანეთის სასქესო ორგანოები  პირში ჩაუდო. პოლიციამ განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი ყველაზე საშინელი საქციელი და ბოლო მკვლელობამ ეს დაამტკიცა. გადარჩენა შეძლო მხოლოდ ორმა მსხვერპლმა, რობერტ დონელიმ და დეფრი რიგნალმა. რატომ გადაუხვია სერიულმა მკვლელმა თავისი სქემიდან, არავინ იცის.

1978 წლის 22 მაისს, ჯეფრი რინგალი, 26 წლის ჰომოსექსული პროსტიტუტი, დაბრუნდა ფლორიდიდან ჩიკაგოში. ჯეფრიმ გადაწყვიტა ქალაქში გაესეირნა, სადაც მისი გზა გადაკვეთა შავმა ავტომობილმა, რომლის მძღოლმაც შესთავაზა სახლამდე მიეყვანა. ჯეფრი სიხარულით დათათანხმდა, მაგრამ მათ არც კი ქონდათ გავლილი  1-2 კილომეტრი, როდესაც მძღოლმა ამოიღო ქლოროფილით გაჟღენთილი ნაჭერი და ჯეფრის გაგუდვა დაიწყო. რის გამოც მან გრძნობა დაკარგა. გეისი აწამებდა და აუპატიურებდა მას მთელი ღამის განმავლობაში.

 მეორე დილას კი რინგალმა გაიღვიძა პარკში ქანდაკების ქვეშ.  ის  გაკვირვებული  იყო  და  ვერ  ხსნიდა,  თუ  რატომ  დატოვა  ცოცხალი  სერიულმა  მკვლელმა.  ჯეფრი  საკმაოდ  მძიმედ  იყო  ნაცემი  და  ქონდა  ასევე  ჭრილობები, რის გამოც მან სავადმყოფოში 6 დღე გაატარა. ჯეფრი ამბობდა,  რომ იგი  გააუპატიურა  ჯონ გეისიმ. მაგრამ პოლიციამ მას არ დაუჯერა და მეტიც, მას შანტაჟში დასდეს ბრალი, რადგან  გეისი  გამორჩეული  პიროვნება  იყო  ქველმოქმედებაში.  გარდა ამისა,  ის უწევდა  შესამჩნევ ფინანსურ  დახმარებას  პოლიციას.  გეისი ასევე იყო  ადგილობრივი მასონური ლოჟის წევრი,  რომელიც  დაკავებული  იყო  ქველმოქმედებით, სავადმყოფოებისა და სხვა დაწესებულებების მონახულებით.  პოლიციამ  ისიც კი არ  გადაამოწმა,  რომ გეისი წარსულში ნასამართლები იყო.

1978 წლის 11 დეკემბერს გაუჩინარდა 15 წლის მოზარდი რობერტ პისკი, რომელიც ბოლოს ცოცხალი ნახეს გეისის სახლთან. რობერტის დედამ განუცხადა პოლიციას რომ რობერტი წავიდა გეისთან  სამუშაოს  საშოვნელად.  პოლიციამ აიოვას შტატში გააგზავნა მოთხოვნა,  რომ გაეგოთ იყო თუ არა წარსულში  ჯონ  უეინ  გეისი ნასამართლები. 1978 წლის 21 დეკემბერს პოლიციამ დააპატიმრა გეისი.  იმავე  დღეს  გაჩხრიკეს  მისი  სახლი. სარდაფში პოლიციამ იპოვნა 29 გვამი. ჯონმა აღიარა,  რომ კიდევ 4 გვამი მან  გადააგდო  მდინარეში. 9 გვამის ამოცნობა ვერ მოხერხდა. 2007 წელს ამოიცნეს  მხოლოდ ერთი გვამი.  ეს იყო  ტიმოტი  მაკკოი. გეისის პირველი მსხვერპლი.


სარდაფი, სადაც პოლიციამ 29 გვამი აღმოაჩIნა.

მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება ვნახოთ ამ სურთზე:

ეს სურათი იპოვნა პოლიციამ სახლის ჩხრეკისას.  სურათზე  არის  უეინ  გეისი  როზალინ  კარტერთან  ერთად,  როზალინი იყო ამერიკის მომავალი პირველი ლედი.  გეისის პიჯაკზე ჩანს ნიშანი,  რომელიც  მიგვითითებს რომ გეისი იყო  ამერიკული სპეცსამსახურის თანამშრომელი.  რაც  ანიჭებდა  გეისს  უმაღლესი  დაცვის დონეს. ამ სამსახურის ერთ-ერთი დავალებაა, პრეზიდენტის დაცვა.

ჯონ უინ გეისმა სასამართლოს განუცხადა, რომ აქვს პიროვნების გაორება და  ყველა  დანაშაული  ჩაიდნა  არა მან,  არამედ მისმა მეორე მემ “ჯეკ ხენლიმ”. ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ წარმოადგინა  მთელი  რიგი  დარღვევები  მკვლელის  ფსიქიკაში.  კერძოდ:  ალკოჰოლიზმი  და  ნარკომანია,  სექსუალური  დარღვევები,  რეალობის დამახინჯებულად აღქმა, არაადექვატურობა და სხვა დარღვევები.

1980 წელს დაიწყო სასამართლო რომელიც იმავე წლის 13 მარტს დამთავრდა.  სასამართლომ გეისი  ცნო  დამნაშავედ 33 ადამიანის მკვლელობაში და მიუსაჯა 12 სასიკვდილო განაჩენი და 21 სამუდამო პატიმრობა.

1994 წლის 10 მაისს განაჩენი აღასრულეს სასიკვდილო ინექციით.  სიკვდილით დასჯის წინა  დღეს კი  ამერიკული  ტრადიციით  გამოკვებეს  ისე,  როგორც  გეისის  სურადა.  მისი  არჩევანი  იყო:  კრევეტები,  შემწვარი წიწილა, მარწყვი და შემწვარი კარტოფილი.  მისი ბოლო სიტყვები იყო “kiss my ass” (მაკოცეთ უკანალზე).

გეისის სიკვდილით დასჯა ამერიკაში იყო დიდი მოვლენა.  ციხესთან  შეიკრიბა  ადამიანთა  დიდი  რაოდენობა,  სადაც  იყიდებოდა მაისურები და სუვენირები,  მიძღვნილი  ამ  მოვლენისადმი.  როდესაც  გამოცხადდა,  რომ გეისი დასაჯეს სიკვდილით, გამართეს დიდი წვეულება.

 დღევანდელ დღეს გეისი ითვლება ერთერთ ყველაზე ცნობილ ციხის მხატვრად.  სიკვდილის  მოლოდინში  გეისი  ხატავდა  ნახატებს,  ძირითადად კლოუნებს.  რომლებიც  დღემდე  იყიდება  მთელი  მსოფლიოს  მაშტაბით  და მათი ფასი 195-იდან 9500 დოლარამდეა.  ზოგ ნახატს ყიდულობდნენ  მსხვერპლის  ნათესავები,  რათა შემდეგ დაეწვათ.

2003 წელს გადაიჭეს ფილმი «Gacy» მარკ ჰოლტონი ჯონ უეინ გეისის როლში.

გეისის მსხვერპლები.

Iuri Sabauri | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close