არქივი

რა არის მეხსიერება?

3c803251cb13

მეხსიერება – ტვინის მოქმედების ერთ-ერთი ფსიქიკური მოქმედებაა, რომელიც დანიშნულია ინფორმაციის შესანახად, დასახარისხებლად და წარმოსაქმნელად. სწორედ მეხსიერების საშუალებით ჩვენ ვიყენებთ გამოცდილებას, როგორც სხვა ადამიანისას, ასევე საკუთარს… თუმცა, როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? ან რაზეა იგი დამოკიდებული?

მოკლეხნიანი და გრძელხნიანი მეხსიერება

არსებობს ორი ტიპის მეხსიერება: მოკლეხნიანი, ანუ ოპერატიული და ხანგრძლივი. გამოცდების დროს სტუდენტები ცდილობენ ერთი ღამის განმავლობაში დაიმახსოვრონ დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც გამოცდის დასრულების თანავე ქრება. თუმცა ზოგიერთ ადამიანს ისიც კი ახსოვს, რა მოხდა შორეულ წარსულში, ან ბავშვობაში, თუმცა ვერ იხსენებს, რა მოხდა ნახევარი საათის წინ. ტვინი თავად ახარისხებს, რა რა დროით შეინახოს. ზოგი რამ შეიძლება ერთი წუთის შემდეგაც აღარ გვახსოვდეს, ზოგი რამ კი 20 წლის შემდეგაც დაწვრილებით გავიხსენოთ.

ბილ გეტსს ახსოვს პროგრამული ენისათვის შექმნილი ასეულობით კოდი

მეხსიერების შესაძლებლობები უსაზღვროა. ითვლება, რომ ზრდასრულ არამიანს შეუძლია ოციდან ას ათასამდე სიტყვის დამახსოვრება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ უნივერსალური მეხსიერება. ალექსანდრე მაკედონელმა მისი ყველა მეომრის სახელი იცოდა. აკადემიკოსმა აბრაამ იოფემ ზეპირად იცოდა ლოგარითმების ცხრილი. მოცარტისთვის საკმარისი იყო მოესმინა მუსიკალური ნაწარმოები მხოლოდ ერთხელ, რომ იგი თავად შეესრულებინა და შემდეგ ფურცელზე გადაეტანა. ასეთივე ნიჭით გამოირჩეოდა სერგეი რახმანინოვი. დირიჟორ არტურო ტოსკანინის ზეპირად ახსოვდა ყველა ნოტი 400 პარტიტურიდან. უინსტონ ჩერჩილმა ზეპირად იცოდა შექსპირის თითქმის მთელი შემოქმედება. როგორც ქვესათაურიდან ჩანს, ბილ გეიტსს ზეპირად ახსოვს ასობით კომპიუტერული კოდი.

მეხსიერება ინდივიდუალურია

მეხსიერებაზე ბევრი რამ მოქმედებს. ვიღაც უკეთ იმახსოვრებს იმას, რასაც ხედავს, ხოგი კი იმას, რაც ესმის. ამ შემთხვევებში ამბობენ, რომ აქვთ ვიზუალური ან სმენითი მეხსიერება. უკეთ გვამახსოვრდება ის, რაც ჩვენს ინტერესს იწვევს. ემოციურ მდომარეობაში ხანდახან ისეთი რამ ამოგვიტივტივდეს გონებაში, რაც დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა. მეხსიერებისთვის აუცილებელია მოტივაცია. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უცხო ენის შესწავლა არ შეუძლია, თუ მოხვდება უცხო ქვეყანაში გამოუვალ მდგომარეობაში, აუცილებლად და უპრობლემოდ ისწავლის ენას. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშსაც.

გულმავიწყობა ცუდი მეხსიერების ნიშანი არაა

გულმავიწყობას და დაბნეულობას ხშირად ცუდ მეხსიერებას აბრალებენ. თუმცა ასეთი ადამიანები უბრალოდ გართულნი არიან საკუთარი ფიქრებით, ვერ ახერხებენ სხვა თემებზე ყურადღების სრულყოფილად კონცენტრირებას. ხშირად მეხსიერების დარღვევას მივყავართ უყურადღებობამდე, რომელიც გამოწვეულია მაგალითად გადაღლილობით, ან იმ სიტუაციით, რომელშიც იმყოფება ადამიანი. მეხსიერების დასუსტება აბრკოლებს ყნოსვას. ეს აიხსნება ტვინის “დამმახსოვრებელი” და ყნოსვითი ზონიების “მეზობლობით”. მეხსიერების მწვავე რეაქცია სუნზე დაპროგრამებულია: ყნოსვის როლი ძველი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი იყო.

32f7f2bf5d45

ასაკთან ერთად მეხსიერება ყოველთვის არ უარესდება

ჩივილები მეხსიერების გაუარესებაზე მატულობს 40 წლის ასაკის შემდეგ. სინამდვილეში, ეს ასე სულაც არაა. უბრალოდ, აქტიური შესწავლის პერიოდის შემდეგ, იკლებს სწავლის შესაძლებლობა და მეხსიერება “დეტრენირების” სტადიაშია. ეს ხდება იმის გამო, რომ ტვინს და შესაბამისად – მეხსიერებას, აღარ აქვს სამუშაო და ის დუნდება. ახლა, ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. გერმანიაში და აშშ-ში), პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანები აბარებენ უნივერსიტეტებში, უფრო ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. სრულყოფილად უწევენ კონკურენციას ახალგაზრდა სტუდენტებს და მათზე არანაკლებ აბარებენ გამოცდებს.

დავიწყების უნარი

ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია. დავიწყების უნარს უდიდესი როლი აქვს ადამინის სიცოცხლისათვის. ტვინი უნდა გათავისუფლდეს გამოუსადეგარი და არასაჭირო შთაბეჭდილებებისაგან. მეხსიერება თავად არეგულირებს თავის “ტვირთს”, ემზადება ახალი “ტვირთის” მისაღებად. ამის შედეგად, ძველი ინფორმაცია სულაც არ ქრება უკვალოდ, უბრალოდ აქტიური მეხსიერებიდან გადადის პასიურში.

მეხსიერება უნდა გავაუმჯობესოდ

უმრავლეს შემთხვევაში მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია. ადრე ითვლებოდა, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინის ნეირონები აღარ იყოფოდა და ნელ-ნელა კვდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ნეირონები იყოფა 70 წლის ასაკშიც კი. ახლა მეცნიერები თვლიან, რომ მეხსიერების ასაკობრივი დასუსტება არა ნეირონების დაღუპვის, არამედ მათ შორის კონტაქტის დარღვევის ბრალია. ამ კონტაქტის აღდგენის საშუალებები ცნობილია. პირველ რიგში ესენია ვიტამინები С, Е, В6, В12, ბეტა-კაროტინი, ცხოველური ცხიმები, რომელსაც შეიცავს ორაგული, ქაშაყი და სხვა ჯიშის თევზები.

შთაბეჭდილება, გამეორება და ასოციაცია

საშუალოდ ადამიანი იყენებს საკუთარი მეხსიერების არა უმეტეს 10%-ს. დანარჩენი ძალა კი იკარგება, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია (ან არ ვინდომებთ) მეხსიერების ბუნებრივი კანონების გამოყენება. ეს კანონები კი სრულიად მარტივია და ესენია შთაბეჭდილება, განმეორება და ასოციაცია.
მაშ ასე, თქვენ გსურთ რამე დაიმახსოვროთ. პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა ყურადღება მოვიკრიბოთ და მივიღოთ შთაბეჭდილება. ამისათვის გამოვიყენოთ არა მხოლოდ ვიზუალური აღქმა, არამედ შეხება და ხმაც. ვიზუალური შთაბეჭდილება ყველაზე მყარია. ნერვები, რომლებიც თვალსა და ტვინს აკავშირებს, ოცჯერ სქელია, ვიდრე ტვინისა და ყურის დამაკავშირებელი. მარკ ტვენს არ შეეძლო საკუთარი გამოსვლების დამახსოვრება, სანამ იგი იყენებდა ჩანაწერებს. მაგრამ როცა მან დასამახსოვრებლად გამოიყენა ნახატები, ეს პრობლემა მოეხსნა.
მეხსიერების მეორე კანონი – გამეორება. უამრავმა სტუდენტმა იცის ზეპირად სასწავლო წიგნი ხშირი გამეორების ხარჯზე.
და ბოლოს, მესამე კანონი – ასოციაცია. ერთადერთი შესაძლებლობა, საიმედოდ დაიმახსოვროთ ფაქტი, დააკავშიროთ რაიმე სხვასთან.

მეხსიერების შესახებ მეტ-ნაკლებად მიიღეთ ინფორმაცია. ახლა ცოტა გავვარჯიშდეთ.
სავარჯიშოები თქვენი მეხსიერებისთვის:

1. გაღვიძებიდან 5-10 წუთის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად დაითვალეთ 100-დან ერთამდე.

2. გაიმეორეთ ანბანი, მოიფიქრეთ თითოეულ ასოზე სიტყვა. თუ თქვენ დაგავიწყდათ რომელიმე ას, ან ვერ იხსენებთ შესაბამის სიტყვას, არ გაჩერდეთ. აქ მთავარია ტემპი.

3. დაასახელეთ მამაკაცის 20 სახელი და ამდენივე ქალის.

4. აიღეთ ერთი ასო ანბანიდან და დაასახელეთ 20 სიტყვა, რომელიც ამ ასოზე იწყება.

5. დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ ოცამდე.

6. შეგიძლიათ ისწავლოთ ლექსები. მთავარია, რომ ეს გააკეთოთ რეგულარულად, გაზარდოთ სასწავლი ლექსის ზომები. მთავარია, რომ ლექსი მოგწონდეთ – თუ დამახსოვრების პროცესი ძალდაუტანებლად ჩაივლის, კარგ შედეგებს მიაღწევთ.

7. გაიხსენეთ ყოველ დღეს. საღამოს, ძილის წინ, აუცილებელია მთელი დღე გადაახვიოთ, როგორც კინო-ფირი, საღამოდან დილისაკენ. ამისათვის საჭიროა გაიხსენოთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.

მთავარია, რომ ამ სავარჯიშოებმა გაგამხიარულოთ, თანაც უნდა გააცნობიეროთ მათი აუცილებლობა. შედეგად კი არ მოიწევთ ტვინის ჭყლეტა იმაზე, თუ რომელი მსახიობი მონაწილეობდა იმ ფილმში, რომელიც გუშინ საღამოს ნახეთ. წარმატებებს გისურვებთ!!!

მორჩა კინო… :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button