არქივი

ყველაზე დიდი ,,ბიზნეს მარცხები”

2946aeb48fb2

მსხვილი კომპანიებიც კი უშვებენ შეცდომებს, რასაც დიდი ზარალი მოყვება ხოლმე. გაგრძელებაში ნახავთ რამდენიმე დიდ ,,ბიზნეს მარცხს”.

ef0427a6857f

რეისი ტორონტო-კვიპროსი 39$

იტალიურმა ავიაკომპანია Alitalia-მ საიტზე დაუშვა შეცდომა, სადაც არასწორად მიუთითა ტორონტო-კვიპროსის რეისის ფასი. ეს ფასი ბიზნეს კლასისთვის შეადგენდა 39$, რეალურად კი 3900$. სანამ შეცდომას აღმოაჩენდნენ, უკვე 2000 ბილეთი იყო გაყიდული. შეცდომის გამოსწორება არ იყო ადვილი, ამიტომ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც იყო. კომპანიის წაგება 7,71 მილიონი დოლარი აღმოჩნდა.

a95d4a94ffc2

კოკა-კოლა და მისი ,,New Coke”-ის ფიასკო

1895 წელს კომპანია ,,კოკა-კოლამ” გამოუშვა სასმელი სახელწოდებით ,,New Coke”. 1992 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეცვალათ მისთვის სახელი და დაერქმიათ ,,კოკა-კოლაII”. ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. კომპანიის მთავარ ოფისში, ატლანტაში მიდიოდა წერილები, რომელიც უკმაყოფილებით იყო აღსავსე. 400 000-ზე მეტი ზარი და წერილი შევიდა. გაიხსნა ცხელი ხაზი, სადაც ფსიქიატრი ესაუბრებოდა უკმაყოფილო კლიენტებს. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების რეაქცია გავდა მათსას, ვინაც დაკარგა ახლობელი ადამიანი.
ახალი კოლა წარუმატებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ის წინაზე ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ხალხი მიეჩვია ძველ ბრენდს. სამი თვის შემდეგ დააბრუნეს ძველი Coke. გაყიდვებისგან შემოსული თანხა ძალიან გაიზარდა და რამდენჯერმე გადააჭარბა ძველი დროისას. ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე იყო დაგეგმილი.

449921490343

Error AT&T

1990 წელს აშშ-ში 75 მილიონი ზარი აღმოჩნდა უპასუხოდ, როცა პატარა მექანიკური შეცდომა გაიპარა AT&T-ის 114 ცენტრიდან ერთ-ერთ ფილიალში. ამ შემთხვევამდე ეს კომპანია იყო საიმედოობის გარანტი და ემსახურებოდა მოსახლეობის 70%-ს, იღებდა 115 მილიონ ზარს დღეში. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეფერხება გამოიწვია პროგრამულმა უზრუნველყოფამ. ხოლო ამერიკულმა ავიახაზების კომპანიამ განაცხადა, რომ ეს შეფერხება 200 000 გაუყიდავ ბილეთად დაუჯდათ.

812b9c7cfc7e

ხმის ჩამწერმა კომპანიის დიდი შეცდომა

მაიკ სმიტი და დიკ როი პასუხისმგებლები იყვნენ, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის ლონდონის ფილიალისთვის ახალი ტალანტები აღმოეჩინათ. 1961 წელს მაიკ სმიტი ლივერპულში გაემგზავრა, რათა იქ ერთი ადგილობრივი ჯგუფისათვის მოესმინა. გამოსვლა მოეწონა და ჯგუფი დაპატიჟეს ლონდონში საახალწლო კონცერტზე. მუსიკოსები ჩამოვიდნენ და 2 საათის განმავლობაში 15 სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს, შემდეგ წავიდნენ სახლში და პასუხს ელოდნენ. პასუხმა დააგვიანა. ბოლოს როიმ დაურეკა ჯგუფის მენეჯერს და უთხრა, რომ ისინი გავდნენ უკვე არსებულ ჯგუფს The Shadows და რომ 4 გიტარისტის მოდა უკვე გასული იყო.
რომელ ჯგუფზეა საუბარი, ალბათ მიხვდებით. საბოლოოდ, ბითლზმა კონტრაქტი გააფორმა ზმის ჩამწერ კომპანიასთან EMI. დანარჩენი კი ყველამ კარგად იცის.

de66411fdd05

ფორდი და ქარის წაღებული 350$ მილიონი

1950-იანების შუაში, Thunderbird-ის პოპულარობის ზენიტში, ფორდმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი მოდელი General Motors’ Oldsmobile-ისთვის კონკურენციის გასაწევად. მიუხედავად არასაიმედო პროგნოზებისა, მანქანა გამოუშვეს და ფორდის შვილი პატივსაცემად დაარქვეს Edsel-ი. ეს მანქანა არ აღმოჩნდა წარმატებული. ყველაზე დიდ შეცდომად თვლიდნენ, რომ მანქანის სტილი გავდა წინა მოდელებისას, ზომა იყო ძალიან დიდი,მიუხედავად იმისა, რომ მოდაში შემოდიოდა პატარა მანქანები. გარდა ამისა, ფასიც არ იყო რაციონალური მანქანის ხარისთან შედარებით. ფორდმა 350$ ჩადო ამ მანქანის წარმოებაში, სანამ შეაჩერებდა მის წარმოებას. წარმოება კი შეჩერდა 1959 წელს. ფორდი ფორმაში ჩადგა, თუმცა გაკვეთილი დარჩა. შემდგომში ეს ფაქტი ჩართეს უნივერსიტეტების სასწავლო ოროგრამაში იმის სასწავლად, როგორია არასწორი გათვლა და რომ კარგად უნდა შეისწავლო მომხმარებლის მოთხოვნები.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button