ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

Porshe 918 RSR ახალი ჰიბრიდის პრეზენტაცია

rns80

10 იანვარს დეტროიტის აუტო-შოუ გაიხსნა. პირველი დიდი სიახლე შოურუმიდან გახლავთ Porsche 918 RSR. ეს არის ახალი მძლავრი ჰიბრიდი. რათქმაუნდა შენარჩუნებულია სუპერ-მანქანის დიზაინი როგორც 911-ში, 908-ში და 918 Spyder-ში.  მისი სიმძლავრე 767 ცხენის ძალას უტოლდება. ასეთ ძალას ის გამოიმუშავებს ბენზინისა და ელექტრო ძრავებით ერთად.

მყარი მაგრამ მსუბუქი კარბონის ბოჭკოვანი კორპუსის უკან იმალება მისი ძალისა და აეროდინამიურობის საიდუმლო. კაპოტქვეშ იხილავთ 10,300 RPM V8 ძრავს რომელიც გამოიმუშავებს 563 ცხენის ძალას.  დამატებით კი წინა ბორბლებზე დამაგრებული ელექტრო ძრავებით გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას რომ სიმძლავრე 767 ცხენის ძალას აღწევს.

მანქანაში გვერდითი მგზავრის ადგილი მოზრდილ აკუმულატორს უკავია. ეს მოწყობილობა გამოიმუშავებს და ინახავს დამუხრუჭებისას წარმოქმნილ ენერგიას. ამ ენერგიის გამოყენება შესაძლებელი ხდება ორი 102 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავის საშუალებით რომელთა ამუშავება ხდება ჩვეულებრივ თაჩ ხილაკზე შეხებით და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მანქანის წარმოუდგენელ აქსელერაციას.

f4rvc

როდის უნდა გამოიყენოს მძღოლმა ეს დამატებითი ძრავები, ან საერთოდ რა საჭიროა ის? Porsche არ აკონკრეტებს სად და როდის გამოიყენებენ ამ დამატებით ენერგიას მაგრამ ამბობენ რომ მანქანა შექმნილია ისეთი რბოლებისთვის როგორიცაა LeMans 24-საათიანი რეისები ან რალებისთვის სადაც ხშირად დამატბითი ენერგიით საკმაოდ მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება.

წყარო: http://www.newsmacne.com/

Back to top button