მისტიკასაკითხავიუცნაური

მირინ დაჯო


,,მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ ვარ წინასწარმეტყველი. თუ გჯერა ღმერთის, შენ შეგიძლია მართო საკუთარი სხეული. ხალხი მე არ დამიჯერებს,თუ მხოლოდ სიტყვით ვეტყვი შესაძლებლობებს. მაგრამ როდესაც ჩემს ჩვენებსს ხედავენ, მაშინ კი ყველაფერს იჯერებენ. გამოსვლები ძალიან წარმატებული გამოდგა, იმდენად ბევრ ადამიანს უწუხდებოდა გული, რომ მიმტანები ჩეკის განაღდებას წინასწარ ითხოვდნენ.”

მირინ დაჯო დაიბადა 1912 წლის 6 აგვისტოს როტერდამში,ჰოლანდიაში. მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ანროლდ ჯერით ჰენსკსი.
60 წლის წინ დაჯო ნამდვილ ფენომენად ითვლებოდა, დღესდღეობით კი მისი სახელი ზოგს არც გაუგონია. იგი მუშაობდა საპროექტო ბიუროში, მონახაზს გქმინდა და ხატავდა კიდეც. 12 წლისა კი საპროექტო ბიუროს გუნდის ლიდერი გახდა. ბავშვობაშიც ჰქონდა უცნაურ მოვლენებთან შეხება, მაგრამ ასაკის გამო ვერ აანალიზებდა მათ მნიშვნელობას. მას გადაბმულად რამდენიმე ღამე ესიზმრებოდა დისშვილი ჰენი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო, ამის შემდგომ დახატა გოგონას პორტრეტი,სადაც ეცადა აღედგინა სიზმარში ნანახი სახე. ასევე მალე დახატა გარდაცვლილი დეიდის პორტრეტიც, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში აფრიკაში ცხოვრობდა და მირინს ნანახი არ ჰყავდა. მას ექსტრასენსორული აღქმის უნარი გააჩნდა. მალე აღმოაჩინა,რომ როდესაც დილას იღვიძებდა ხელები საღებავისგან ჰქონდა დასვრილი, მის სტუდიაში კი არეულობა იყო. გაირკვა,რომ იგი ძილში ხატავდა, ყოველგვარი გაღვიძების გარეშე და მშვიდად ბრუნდებოდა საწოლში.

როცა მირინი 33 წლის გახდა, მის ცხოვრებაში უკვე სერიოზული რამ მოხდა, გაცილებით სერიოზული,ვიდრე ზევით წაიკითხეთ. მან აღმოაჩინა,რომ ურღვევი სხეულის მატარებელი იყო. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ბასრი საგანი რომ გაეყარა სხეულში, არც სისხლი გამოსდიოდა და არც საციცოცხლო ორგანოები უზიანდებოდა. მაგრამ ამას ერთი ხელის მოსმით ვერ გაამხელდა.. ოჯახის წევრებს ეტყოდა და იცოდა არ დაუჯერებდნენ, ისევე როგორც სხვა გარშემომყოფები. ასე რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ამსტერდამში გამგზავრება გადაწყვიტა, იქ კი ლუდხანებში გამოდიოდა და ხალხს უცნაურ შოუს უჩვენებდა. ეპატიჟებოდა მსურველებს საფარიკაოდ (მის სხეულთან ფარიკაობა იგულისხმებოდა). ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური შოუ გახლდათ, მაგრამ ამ გამოსვლებს მისთვის ფული მოჰქონდა. ფული,რომელიც იმ პერიოდში განსაკუთრებით სჭირდებოდა, რადგანაც მუდმივი შემოსავლის წყაროს გარეშე იყო დარჩენილი, თანაც ჯერ კიდევ არ გაემხილა მის თავზე დატრიალებული ამბავი მშობლებისთვის.

მირინი ცნობილი თავისი ტანის საშუალებით გახდა, მაგრამ მანამდე სხვა სახის ჩვენებებს მართავდა, მაგალითად ჭამდა შუშას და სამართებლის პირებს, თანაც სრულიად უპრობლემოდ. შემდეგ ისიც კი განაცხადა,რომ ეს გადაყლაპული ნივთები მის სხეულს ჩვეულებრივი გასასვლელით არ ტოვებდა.. საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ,რომ რაღაც ძალით სხეულს შეეძლო ასეთი პროდუქტის დამუშავება.

დაჯომ თავი წარმოადგინა,როგორც ამქვეყნად რაღაც მისიით მოსულმა, მას სახელსა და დიდებაზე მეტად უნდოდა ხალხს შეეტყო,რომ ქვეყნად არსებობს კიდევ რაღაც სხვა, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები არ აკეთებენ. ის ქადაგებდა, რომ უნდა დავტოვოთ მატერიალური გზა, გავაანალიზოთ,რომ არსებობს უფრო მაღალი ძალა – წყარო.. ღმერთი, რომელმაც მას მიანიჭა ურღვევობა, იმის თვალნათლივ დასანახად, რომ არსებობს რაღაც ძლიერი, ამაღლებული ძალა.

იგი კვლავ გამოდიოდა პაბებში თავისი წარმოდგენით, მაგრამ უკვე ეძებდა აგენტს, რომელიც ფართო საზოგადოებას შემოკრიბავდა მის ირგვლივ და გზავნილებს მთელ მსოფლიოში გაავრცელებდა. მართლაც მალე იპოვნა ასეთი პიროვნება, რომელმაც ამცნო, რომ წარმოდგენების სახალხოდ გასამართად ლიცენზია სჭირდებოდა. ამის მოსაპოვებლად ის მიაგზავნეს პროფესორ კობრთან, ექიმ ბერტოლტთან და ექიმ სტოკვისთან. სწორედ ამ სამმა ადამიანმა შეისწავლა მეცნიერულად დაჯოს შესაძლებლობა. ლიცენზიაც მისცეს, მაგრამ წარმოდგენის ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დახურულ პაბებში შეეძლო გამოსვლა. ამასთანავე მას მხოლოდ წარმოდგენა უნდა ეჩვენებინა, სიტყვით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, რამაც გული გაუტეხა.. მას უფრო მნიშვნელოვნად ხალხისთვის სათქმელი ეჩვენებოდა, და არა მისი სცენაზე დგომა..
1947 წელს იგი ნიდერლანდებიდან გადავიდა და შვეიცარიაში დაიწყო წარმოდგენების გამართვა.

დაჯოს რამდენიმე ასისტენტი ყავდა, რომელთა მოვალეობა იყო, ბასრი იარაღის ტანში გაყრა (რა თქმა უნდა ბაჯოსთვის :)) კარიერის დაწყების ადრეულ წლებში, ერთ დღესაც ბაჯო ამსტერდამში ავტობუსების გაჩერებაზე იდგა, ამ დროს შეხვდა მეზობელ ჟან დირკ დე გრუთს და აღმოაჩინა,რომ სწორედ ეს კაცი გახდებოდა ის,ვინც მისი პირით ილაპარაკებდა ხალხთან. მალე ჟანი დაჯოს ერთადერთ ასისტენტად დაინიშნა. ორივე განუყრელ მეგობრებად გადაიქცნენ და ჟანმა აღმოაჩინა, რომ დაჯოში იმაზე გაცილებით მეტი და რთულად აღსაქმელი რამ იმალებოდა, რისი დანახვაც შეეძლოთ სცენის ქვემოდან მაყურებლებს.
ჟანმა აღმოაჩინა, რომ მირინს ერთგვარი ,, მცველი ანგელოზები” ჰყავდა, რომლებიც ატყობინებდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას წარმოდგენის წინ. მაგალითად დასახელებულია ის მომზადება, რომელსაც დაჯო მიმართავდა, ჯერ სხეული უნდა განეთავსებინა ყინულზე, მანამ სანამ გულმკერდის თმა არ მოსცილდებოდა. შემდეგ ტანს ადუღებული წყლით იბანდა, კანი კი არ უნდა გაეწითლებინა ამას, არამედ ლამის დაწვამდე მიეყვანა. ასევე ჟანი ხედავდა, დღეში რამდენჯერ აკეთებდა დაჯო წარმოდგენას თავისთვის, დაახლოებით 50-ჯერ მაინც იყრიდა სხეულში ბასრ იარაღებს, ზოგჯერ 100-ჯერაც კი. ზოგჯერ ეს ინსტრუმენტები გადიოდა მის ფილტვებში, ჰკვეთდა გულს, ელენთას, ზოგჯერ ბევრ ორგანოს ერთად, მაგრამ.. დაჯო მაინც ვერაფერს გრძნობდა.

ფაქტიურად იგი ექსპერიმენტებს აწარმოებდა თავის თავზე. ერთხელ უკიდურესად გახურებული დანაც გაიყარა, რომელმაც მისი კუჭი გაკვეთა, მაგრამ არაფერი.. ოდნავი შიშინის გარდა არანაირი ხმა არ გაუგიათ და არც კაცი დაზიანებულა. ასევე შემდეგში ცადა შხამიანი დანის გაყრა, მერე ჟანგიანის, მაგრამ ისევ ჩიტივით იყო : )

ზოგს მაინც არ სჯეროდა იმის, რასაც სცენაზე უყურებდა.. ხალხს ეჭვი ღრღნიდა, რომ მირინი ხრიკებით ცდილობდა მათ მოტყუებას. ამიტომაც ასეთი რამ მოიგონეს, რასაც სურათზე ხედავთ. მირინმა სხეულში გაიყარა ბასრი საგანი,რომელშიც 8 მილიმეტრიანი მილები იყო და ეს მილები კი წყალთან იყო დაკავშირებული. ასე იქცა კაცი შადრევნად : )
ჟანი ამტკიცებდა,რომ მის მეგობარს ტელეპატიური უნარიც გააჩნდა და ადამიანის განკურნებაც შეეძლო. მაგალითად კი მოიყვანა ერთი შემთხვევა, როდესაც სახლში დაბრუნება ვერ შეძლო ჟაკმა და ამის გამო ძალიან სწუხდა. ხოლო მირინმა კი მშვიდად უთხრა,თუ რას აკეთებდა ამ დროს მისი ოჯახი. ასევე ყოფილა განკურნების შემთხვევაც.

სამწუხაროდ ის ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, რასაც არ ჩაუვლია ჭორებისა და აჟიოტაჟის გარეშე. ხალხი ამბობს,რომ მან ფოლადის ნემსი გადაყლაპა, რაც შე,დეგ ექიმმა ამოუღო ნარკოზის გარეშე. მართლაც 1948 წლის 11 მაისს, დაჯოს რაც უთხრეს მისმა ,,ანგელოზებმა” ის შეასრულა და ქირურგიული ჩარევით ამოაღებინა ნემსი ექიმს, 13 მაისს. ის ორი დღე კი ნემსი მის სხეულში იმყოფებოდა.
დაჯომ 10 დღე საწოლში გაატარა, შემდეგ როდესაც ჰანუყრელმა ასისტენტმა მიაკითხა სახლში, კვლავ საწოლში დახვდა. იფიქრა,რომ მირინი მედიტირებდა, არაერთხელ უნახავს ამ მდგომარეობაში, მაგრამ რადგანაც ეს კვლავ გაგრძელდა, დაეჭვდა და პულსი გაუზომა. დაჯო ჩვეულებრივ სუნთქავდა და პულსიც ჩვეულებივი ჰქონდა. მაგრამ რამდენიმე დღის მერე ოთახში შესულ ასისტენტს იგი გარდაცვლილი დახვდა. მისი გარდაცვალების თარიღად 26 მაისი ითვლება.

ავტოფსია (გვამის გაკვეთა) თითქმის მაშინვე ჩატარდა და სიკვდილის მიზეზად აორტის გაგლეჯა დაადგინეს. დე გრუთი ამბობს,რომ დაჯო გრძნობდა მოახლოებულ სიკვდილს, რამდენიმე თვის წინ,როდესაც სამშობლოდან წამოვიდნენ, უთხრა მეგობარს, ჩემს სამშობლოს ვეღარ ვნახავ მეტადო. ასევე წინასწარ გააფრთხილა, რომ ფოლადის ნემსის გადაყლაპვაში ხელი არ უნდა შეეშალა.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close